ორშაბათი, მარტი 17, 2025

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ვადად 12 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელი 8 წლით და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.

საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია.

ეს განაჩენი უკვე მეორეა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილის საქმეზე გამოიტანა. მას ახლა მხოლოდ ერთი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დარჩა, რომელიც 7 ნოემბრის ეპიზოდს ეხება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯო უილსონი – მადლობელი ვარ, რომ აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა – წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია

მადლობელი ვარ, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.„მადლობელი ვარ, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!“, - წერს უილსონი.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ორ ლოკაციაზე ხანძარია

ხანძრებია მარტვილის მუნიციპალიტეტში. წაჩხურუს მთის ფერდობზე და სალხინოში, ლეცავეს უბნის ფერდობზე ცეცხლი უკიდია ეკალბარდებს.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ორივე ლოკაციაზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.მათივე ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში, ლეშამუგეს უბანში ხანძარს ებრძვიან. ადგილზე იმყოფება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვანო ბურდული, რომელმაც საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ ლეშამუგეს უბანში ხანძარმა დააზიანა ელექტროსადენები და ცეცხლი ძალიან ახლოს არის საკომუნიკაციო ანძებთან. თუმცა, მისივე თქმით, ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებს ზუგდიდის ბრიგადებიც შეუერთდნენ.რაც შეეხება დასახლებულ პუნქტს, როგორც ვანო ბურდული ამბობს, მოსახლეობამდე ერთ კმ-ზე მეტია.მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზება ლეშამუგეში უკვე მოხერხდა, მაგრამ ამ წუთისთვის უკვე ჯგალის თემშია ხანძრის ახალი კერა.

სახალხო დამცველი – „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა საკმაოდ კრიტიკულია და მიუთითებს საკანონმდებლო ცვლილებების შეუსაბამობაზე

სახალხო დამცველი ეუთო/ოდირის მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნაზე ინფორმაციას ავრცელებს.ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.მათივე ინფორმაციით, ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა საკმაოდ კრიტიკულია და მიუთითებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შეუსაბამობაზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტთან.„როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებებს, ასახული უნდა იყოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამის პრაქტიკებში. შეზღუდვების განხილვისას, აღნიშნული უფლების სხვა უფლებებსა და ფართო საზოგადოებრივ ინტერესებთან შეპირისპირებისას, სახელმწიფომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს მის ხელშეწყობას არასაჭირო და არაპროპორციულ შეზღუდვებთან შედარებით.ეუთო/ოდირის დასკვნაში მითითებულია, რომ ზოგიერთი ახალი საკანონმდებლო ცვლილება, როგორებიცაა სპონტანურ აქციებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი შეტყობინების ვალდებულების შემოღება, აქციების დახურულ სივრცეებსა და შენობებში მესაკუთრის წერილობითი თანხმობის გარეშე გამართვის ზოგადი აკრძალვა, დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა, ნიღბით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა, მკაცრი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციები უნდა იყოს გაუქმებული ან მთლიანად გადახედილი. ეუთო/ოდირი ასევე მიუთითებს, რომ არაპროპორციული სანქციები, შესაძლოა, თავისთავად იყოს საკმარისი იმისათვის, რომ დადგინდეს მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა.დასკვნის მიხედვით, შეკრებების აკრძალვის სხვა საფუძვლები უნდა იყოს გადასინჯული ან, სულ მცირე, უფრო ფრთხილად და ვიწროდ ფორმულირებული, რომ გარანტირებული იყოს მათი ცხადად განსაზღვრა, იყოს მკაცრად აუცილებელი, პროპორციული და შეუსაბამო გავლენა არ იქონიოს მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებაზე.როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც სანქციის დაკისრება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევისათვის უნდა იყოს გაუქმებული, ჯარიმების ოდენობა კი არსებითად უნდა შემცირდეს, განსაკუთრებით მცირე დარღვევებთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი პროპორციულობა დამდგარ ზიანთან მიმართებაში“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

მომღერალმა, გიორგი გილიგაშვილმა, სიმსივნე დაამარცხა. ამის შესახებ ის გადაცემაში "ნოესთან" საუბრობს:„პატარა სნეულება მჭირდა, რომელიც ერთხელ ამოვიკვეთე, შემდეგ მეორედ მოხდა მეტასტაზების გასვლა. ავთვისებიანი კარცენომა ფარისებრის, შემდეგ შემთხვევაში ლოკალურად მოხდა ამოჭრა, თუმცა კვლავ გავიდა მეტასტაზი და მოხდა კვლავ მისი ამოკვეთა. უფალი მივლის და მიფრთხილდება, ესეიგი რაღაცისთვის ვარ საჭირო“,- ამბობს გიორგი.ნოეს კითხვას, შეიძლება ითქვას, რომ დაამარცხე სიმსივნე, გიორგი პასუხობს, რომ კი.„შეიძლება ითქვას, დიდება ქრისტეს“,- ამბობს გიორგი.

ბოლო სიახლეები