სამშაბათი, მარტი 18, 2025

გურამ მაჭარაშვილი – ხაბეიშვილს უნდა დავეთანხმოთ, რომელმაც თქვა, ერთმანეთს ვჭამთ და რომელ კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარიო, ამბავი დასრულდა, რასაც აღქმებით ქვეყნების მართვა ჰქვია

სულ ვსაუბრობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მის ანასხლეტებში გაერთიანების, ერთიანი სიის და მით უმეტეს, კოალიციური ხელისუფლების არანაირი რესურსი არ იყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„დღეს უკვე ხაბეიშვილი დაგვეთანხმა და თქვა, ერთმანეთს ვჭამთ და რომელ კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარიო. ამ შემთხვევაში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხაბეიშვილს უნდა დავეთანხმოთ – რა კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარი, ერთ განცხადებასა და მიდგომაზე ვერ თანხმდებიან. ეს ის მოცემულობაა, რამაც პრაქტიკულად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ შეჭამა. შესაბამისად, ამბავი დასრულდა, რასაც აღქმებით ქვეყნების მართვა ჰქვია. ვინ პენსიაზე წავა, ვინ ლექციებს წაიკითხავს და ვინ უცხოეთში, აგენტურაში, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ამას დროებითი საგამოძიებო კომისიის მხრიდან რეჟიმის დასკვნა წამოეწევათ. კარგი პროცესი იქნება, როცა ქართულ პოლიტიკას „ნაცმოძრაობა“ ჩამოსცილდება. ეს ველი ჯანსაღი ძალებით შეივსება“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ამილახვარი „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ კონსულტანტად დაინიშნა

განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ კონსულტანტად დაინიშნა. ინფორმაციას „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ ავრცელებს.„„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“, რომელმაც სამი თვის წინ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია, ამბიციური გეგმები აქვს. გიორგი ამილახვარი, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება გააჩნია და დარგის პროფესიონალია, უნივერსიტეტს დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში.„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ ამჟამად ფუნქციონირებს 45 აკრედიტებული  საგანმანათლებლო ქართულენივანი და ინგლისურენოვანი პროგრამა, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე“, – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს „რადიო თავისუფლების“ შესყიდვას სთავაზობს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრაზე შესთავაზა, განიხილონ „რადიო თავისუფლების“ მხარდაჭერის სხვადასხვა გზა, მათ შორის, „რადიო თავისუფლების“ შესყიდვა.ლიპავსკის თქმით, მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე წამოჭრა „რადიო თავისუფლების“ საკითხი, რათა გაერკვია, „ხედავენ თუ არა პარტნიორები ღირებულებას მისი საქმიანობის გაგრძელებაში“.„თუ ჩვენ „რადიო თავისუფლებში“ ღირებულებას ვხედავთ და, რა თქმა უნდა, ვხედავთ, მაშინ აქვს აზრი, განვიხილოთ მისი მომავლის უზრუნველყოფის გზები, მათ შორის მისი შესყიდვის შესაძლებლობა“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.მანამდე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ აქვს შესაძლებლობა, ავტომატურად აიღოს თავის თავზე „რადიო თავისუფლების“ დაფინანსება, მაგრამ უნდა შეისწავლოს სიტუაცია და გაიგოს, რა გზით შეუძლია დაეხმაროს პროექტს.

დღეს ვილი სანიოლის დაბადების დღეა

ვილი, გილოცავთ დაბადების დღეს ❤️✊🏻-ეროვნული ნაკრები ვილი სანიოლს დაბადების დღეს ულოცავს.საქართველოს ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი 48 წლის გახდა.

🎥ოქროს პალმის რტოს მფლობელი ბელგიელი მსახიობი, ემილი დეკენი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქალბატონ თაკოს ვეთანხმები, აბსოლუტურად. დიახ, ხავსი იყო მანამდეც, ახლაც ხავსი არის. ასე ვთქვათ,  ხავსიც აღარ არის ამოწურულია ყოველგვარი რესურსი“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ კითხვის („თაკო ჩარკვიანი ამბობდა, რომ ოპოზიცია ხავსს ეჭიდებოდა, როდესაც სალომე ზურაბიშვილთან დაიწყეს შეხვედრები და ასეთი განცდა გააქვთ?“) პასუხად განაცხადა. 

ოქროს პალმის რტოს მფლობელი ბელგიელი მსახიობი, ემილი დეკენი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოქროს პალმის რტოს მფლობელი ბელგიელი მსახიობი, ემილი დეკენი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.მსახიობმა 2023 წლის ოქტომბერში მისი სიმსივნის დიაგნოზი საჯაროდ გახადა - დეკენი იშვიათი ტიპის სიმსივნეს, ადენოკარცინომის დიაგნოზს ებრძოდა.დეკენი კინოეკრანებზე პირველად ძმები დარდენების 1999 წლის ფილმ "როზეტაში" გამოჩნდა - მის სამსახიობო კარიერაში გამორჩეულ ადგილს იკავებს კრისტოფერ განსის ფილმ "მგლების საძმოში" შესრულებული მარიან დე მორანის, ასევე ლუკას დონტის 2022 წლის ფილმ "ახლოს"-ში შესრულებული როლები.

ბოლო სიახლეები