ორშაბათი, მარტი 17, 2025

ლევან ხაბეიშვილი – სალომე ზურაბიშვილი რას საუბრობს, ჩემთვის აქტუალური და საინტერესო არ არის, კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ ქართველ ხალხთან

სალომე ზურაბიშვილი, არ ვიცი, რას საუბრობს, დიდი ინტერესიც არ მაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ, ძალას უნდა დაუპირისპირდეს ძალა, კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ ქართველ ხალხთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კოორდინირება უნდა იყოს ქართველ ხალხთან, რაც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.

„კოორდინაციას რაც შეეხება, ეს ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, ვისაც აინტერესებს, მან უსმინოს.ერთადერთი საკითხი შეიძლება იყოს პრობლემური დღეს, ეს არის კოორდინირება პოლიტიკოსებსა და ქართველ ხალხს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კოორდინაცია არსებობდეს. კონკრეტული ადამიანები კონკრეტული სიტყვების მოგონებით, რომ მე ამას გავაკეთებ, 31-32 მარტს რაღაცას ვიზამ და შევქმნი, ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. ჩემთვის საინტერესოა ყოველდღიური ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მოგვიწევს ფიზიკურად. თუ ფიქრობთ, რომ ფიზიკური ბრძოლა, წინააღმდეგობა, პირობითად ვამბობ, არ არის ვინმესთვის მისაღები, მაშინ ის არც უნდა იყოს ამ პროცესში, და რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლება დღეს გვაკითხავს სახლში 5000 ლარიანი ჯარიმებით, მარბიელი რაზმებით, ცემა-ტყეპით, სროლით, მუქარით. ამიტომ უნდა გვესმოდეს, ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა და მხოლოდ ასე დავამარცხებთ ივანიშვილს. ეს ადამიანი ჩემთვის აქტუალური და საინტერესო არ არის. მე მისგან არასდროს არაფერი მომითხოვია. ის ვალდებული იყო, რუსული აგენტურის მიერ გასამართლებული პრეზიდენტი ციხეში არ ჩაეტოვებინა. მე, პირადად, და ჩემს პარტიას მოთხოვნა, რომ ეს უნდა გააკეთოს, არ გვქონია. ის იყო ვალდებული, რომ ეს გაეკეთებინა. არ გააკეთა? ეს მისი პოლიტიკური მომავლის და ღირებულებების საკითხია. ვწუხვარ მის გამო. მე არ მაინტერესებს ეს ადამიანი, სურვილი არ მაქვს, რომ შევაფასო. აღარ არის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი გვყავს, ასევე სალომე ზურაბიშვილსაც რაღაც დროის მერე ვადა ხომ გასდიოდა, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია? შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ეს ადამიანი ჩემთვის არ არის საინტერესო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაია კალასი – ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე რუსეთის მიერ წარმოდგენილი პირობები აჩვენებს, რომ სინამდვილეში, მათ არ სურთ მშვიდობა

ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე რუსეთის მიერ წარმოდგენილი პირობები აჩვენებს, რომ, სინამდვილეში, მათ არ სურთ მშვიდობა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.კალასმა აღნიშნული ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.„ის პირობები, რომლებიც მათ წარმოადგინეს, აჩენებს, რომ, სინამდვილეში, მათ არ სურთ მშვიდობა, რადგან მათ წარმოგვიდგინეს მთელი თავიანთი საბოლოო მიზნების პირობები, რომელთა მიღწევაც ამ ომით სურთ“, – განაცხადა კალასმა.

თინა ბოკუჩავა – არაფრად მიგვაჩნია ეს უკანონო ბრალი და სასჯელი, ზუსტად ვიცით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება გარდაუვალია

არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.ბოკუჩავას თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით შეკრებითობის პრინციპი აღადგინეს.„გახსოვთ პრეზიდენტი სააკაშვილი როგორ ამბობდა ხოლმე, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის, ოკუპანტის სახელით, ივანიშვილის რუსული რეჟიმი მას უსჯიდა სამუდამო პატიმრობას. პრაქტიკულად, ეს მოვისმინეთ დღეს ე.წ. სასამართლოს დარბაზში, რომელიც იქცა უსამართლობის, უკანონობის ბუდედ პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ბიძინა ივანიშვილის, ასევე ათეულობით სხვა პოლიტპატიმრის მიმართ, რომელთა სასამართლოები სიმბოლურია, მაგრამ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, როცა ისჯება ამ ქვეყნის მთავარი მედასავლეთე, პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი და ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტი სააკაშვილის სახით. არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, რომელსაც აცხადებენ მონურ მორჩილებაში მყოფი, რუსების დავალებების შემსრულებელი მოსამართლეებად წოდებული ივანიშვილის მსახურები და ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია. ამას ამბობს საქართველოს ისტორია და იტყვის საქართველოს მომავალიც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გურამ მაჭარაშვილი – სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციაში ვერ იტანდნენ, ვამბობდით, პოსტიდან როცა წავა, თავზე დააცხრებიან-თქო და ეს დღეც დადგა

როგორც ჩანს, გუბაზ სანიკიძე მიხვდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მზეც ჩაესვენა და ახლა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მზეც ესვენება. ამიტომ გადაწყვიტა, იქით შეუტიოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?“.„როდის იყო ზურაბიშვილი ძლიერი, ახლა რომ ამბობს, სუსტიაო? მაშინ, როცა ქვეყანას ღალატობდა, პრეზიდენტის ფუნქციები ჰქონდა და მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებდა? – ახლა არც ფუნქციები აქვს და მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად დადის. გახსოვთ, როცა მომხრე ვიყავით, რომ ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მედროშე ყოფილიყო? ზურაბიშვილი ვუსურვეთ და ლიდერად მიიღეს. ახლა წუწუნი გვიან არის იმაზე, რომ ზურაბიშვილი სუსტია და ასე შემდეგ. ზურაბიშვილი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ლიდერად არც მანამდე უნდოდა, მაგრამ მათ არავინ შეეკითხა. ზურაბიშვილიც და კოლექტიური „ნაცმოძრაობაც“ უცხოეთიდან მართულები არიან. შესაბამისად, უცხოური ძალა ზურაბიშვილის ლიდერობას არც გუბაზ სანიკიძეს და არც ლევან ხაბეიშვილს არ ჰკითხავდა. როგორც დაალაგეს, ისე შეასრულეს. ზურაბიშვილს ოპოზიციაში ვერ იტანდნენ. ვამბობდით, როცა პოსტიდან წავა, თავზე დააცხრებიან-თქო და ეს დღეც დადგა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კაია კალასი – შეშფოთებული ვართ საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო, ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც სჩადის ძალადობას მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო, ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც სჩადის ძალადობას მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.ჟურნალისტმა მას ჰკითხა, განიხილება თუ არა შეხვედრაზე საქართველოს საკითხი.„რაც შეეხება სხვა საქმეებს, ეს საკითხი აუცილებლად დადგება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ადამიანების დაკავებების გამო. ჩვენ ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც სჩადის ძალადობას მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“, – განაცხადა კალასმა.ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განიხილება უკრაინის საკითხი და დაგეგმილია ვიდეოკონფერენციის რეჟიმში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან მოსაზრებების გაცვლა. ევროპელი მინისტრები ასევე იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ, ღაზის სექტორთან, სირიაში განვითარებულ მოვლენებთან და ირანთან დაკავშირებით. ამას გარდა, მინისტერიალის დღის წესრიგშია აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხი.საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში გაიმართება კონფერენცია სირიის საკითხზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ვადად 12 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელი 8 წლით და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია.ეს განაჩენი უკვე მეორეა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილის საქმეზე გამოიტანა. მას ახლა მხოლოდ ერთი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დარჩა, რომელიც 7 ნოემბრის ეპიზოდს ეხება.

ბოლო სიახლეები