სამშაბათი, მარტი 18, 2025

მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის მუშაობაზე შეთანხმდნენ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს აცნობა ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტების” წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო შემაკავებელი ოპერაციების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ მოითმენს წითელ ზღვაში მის სამხედრო და კომერციულ გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს.

“სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება – ავსტრალიაში ამოუცნობი ქაფის შედეგად 100-ზე მეტი სერფერი დაავადდა

ავსტრალიის სამხრეთით მდებარე პლაჟებზე, უცნაურად დიდი რაოდენობის ქაფის წარმოქმნამ, სერფერებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. The Guardian-ის ინფორმაციით, დაავადებულია 100-ზე მეტი სერფერი.მედიის ცნობით, სიმპტომებში შედის მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება.აღნიშნულია, რომ ქაფი, რომელიც წყლის ბინადრებზეც ნეგატიურად მოქმედებს, შესაძლოა მაღალი ტემპერატურის გამო მიკროწყალმცენარეების აყვავებისა და წყლის სტაგნაციის შედეგად წარმოქმნილიყო."ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციით დაიხურა ვეიტპინგისა და პარსონსის პლაჟები, რომლებიც ადელაიდიდან სამხრეთით, დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს", - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ორი კვირის წინ ვიყავით – მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ მშვიდობასთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე ორი კვირის წინ იყვნენ.ამის შესახებ რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.როგორც რუბიომ აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.„მიმაჩნია, რომ არის საკითხები, რომლებზეც მუშაობაა საჭირო, მაგრამ ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობის მიღწევასთან, ვიდრე ორი კვირის წინ ან ნახევარი წლის წინ ვიყავით“, – განაცხადა რუბიომ.მისი თქმით, გასულ კვირას საუდის არაბეთში უკრაინამ მხარი დაუჭირა ტრამპის მიერ შეთავაზებულ გეგმას.„ისინი დათანხმდნენ, შეწყვიტონ სროლა და გაყინონ ყველაფერი, რაც ხდება, და ჩვენ შევძლებთ, დავიწყოთ საუბარი იმაზე, როგორ დავასრულოთ ეს საბოლოოდ. ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ მსგავსი რაღაც რუსებისგან“, – აღნიშნა რუბიომ.

პაატა მანჯგალაძე – დღის საკითხია არა ოპოზიციის ერთიანობა, არამედ ახალი არჩევნების დანიშვნა, ამ საკითხში ოპოზიცია ერთიანია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ სალომე ზურაბიშვილისგან ყოველთვის განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.„მეც ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ტყვეა. პოზიცია არ შემიცვლია იმის მიხედვით, ვინ რას იტყვის, მაგრამ ფაქტიც უნდა ვთქვათ და არგუმენტიც. შეწყალებას ექნებოდა სიმბოლური მნიშვნელობა, შედეგი ვერ დადგებოდა და მაინც ვერ გამოვიდოდა სააკაშვილი ციხიდან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „რა არის, ბიჭო, რას ჩაებღაუჭეთ ამ თანამდებობებს, წარმოუდგენელია, ეგოს გამო პოლიტიკოსი პოლიტიკოსს არ ელაპარაკებოდეს, ერთმანეთს თუ არ დაველაპარაკებით, კოალიციური ხელისუფლება როგორ უნდა ყოფილიყო?“როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, დღის საკითხი არ არის ოპოზიციის ერთიანობა, არამედ – ახალი არჩევნების დანიშვნა. მისივე თქმით, ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხში ოპოზიცია ერთიანია.„მე არ მინდა, რომ ლევანის ნათქვამი, და შეიძლება სწორიც, გამოყენებული იყოს პროპაგანდისთვის. მე ვიცნობ „ოცნების“ პროპაგანდას ძალიან კარგად – „ოპოზიცია ვერ თანხმდება“, „ოპოზიცია სუსტია“. უფრო მეტი ვთქვათ, ლამის შინაპატიმრობაში ჰყავთ ღარიბაშვილი და არავინ საუბრობს, ტელევიზორთან გამოჩენა აქვს აკრძალული და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაცა ეგოებს ვერ თოკავს? გაერთიანება კი არა კოორდინაციაში ვართ ახლა, ესაა პირველი საფეხური. ხაზი გენერალური პროპაგანდის არის, რომ „ოპოზიცია ვერ თანხმდება“, „ოპოზიცია სუსტია“, „ოპოზიცია დაიკარგა“ – ამ დროს, როცა დასჭირდებათ, იმავე ნარატივით გეტყვიან, რომ ოპოზიციას გადატრიალება უნდა, ძლივს ვიკავებთ მშვიდობასო; სუსტები თუ ვართ, მერე მშვიდობას იკავებთ, ეგ როგორ ჯდება ერთმანეთთან? ან – მიდიან და სანქციებს გვიწესებენ ეს მოღალატეებიო, მეორე წუთში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია გაქრაო; თუ გავქრი, როგორ გიწესებ სანქციებს? ხომ უნდა იყოს რაღაც ლოგიკა? – დილას სხვას ამბობენ, საღამოს – სხვას.დღეს დღის საკითხად არ დგას ოპოზიციის ერთიანობა, საკითხია, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, ამ საკითხში ოპოზიცია ერთიანია; რეჟიმის სანქცირება რომ უნდა მოხდეს, ამ საკითხშია ერთიანი და ის, რომ დამნაშავეები, ვინც ხალხს უსწორდებოდა ათი დღის განმავლობაში, ძალადობდა ქუჩაში, ყველამ პასუხი უნდა აგოს, ამაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვართ ერთიანი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გია ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილმა ფხა ვერ გამოიჩინა, ქარტია დაუწერეს, ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო, მაგრამ ეს ვერ ქნა, „არა შეჯდა...

სალომე ზურაბიშვილმა ფხა ვერ გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მასში ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო, ქარტია დაუწერეს და ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო, ეს ვერ ქნა. „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.გია ვოლსკის ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა.„გუშინ სალომე ზურაბიშვილს თამარ მეფეს ეძახდნენ, დღეს უნიათოს უწოდებენ. ოპოზიციაში, ერთმანეთში არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. შეიძლება, გარკვეულ თემებზე ცალკეული გამოხტომებია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველას დღის წესრიგი – არჩევნების ბოიკოტი, დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, რევოლუცია, გადაყენება, რიგგარეშე არჩევნების უსაფუძვლო მოთხოვნებია. სალომე ზურაბიშვილმა ფხა ვერ გამოიჩინა, რომ ეს ყველაფერი გაეერთიანებინა, მიუხედავად იმისა, რომ მასში ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო – შეხვედრები მოუწყვეს, ქარტია დაუწერეს და ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო, ეს ვერ ქნა. „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“. აქედან გამომდინარეობს რაღაც მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში თითქოსდა შეუთანხმებლობა არსებობს. ერთი შეთანხმება არსებობს – ეს არის ადამიანების გაერთიანება, როლებიც საქართველოს წინააღმდეგ არიან შეკრულები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დონალდ ტრამპის თქმით, 18 მარტს ჯონ კენედის ყველა ფაილი გასაჯაროვდება

დონალდ ტრამპის თქმით, 18 მარტს ჯონ კენედის ყველა ფაილი გასაჯაროვდება. ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.„(18 მარტს) გავასაჯაროებთ კენედის ყველა ფაილს. ხალხი ამას ათწლეულების განმავლობაში ელოდებოდა.ძალიან საინტერესო იქნება... ბევრი გვერდია, 80 000, დაახლოებით 80 000 გვერდი",- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები