კვირა, მარტი 16, 2025

გორში შვილიშვილმა ბაბუა ცემით მოკლა – სასტიკი დანაშაული და ბრალდებულის მძიმე ჩვენება

გორში შვილიშვილმა ბაბუა ცემით მოკლა.

შვილიშვილმა კაცს სახის და ტანის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

„დამიწყო გინება, სახეში მუშტი დავარტყი, დაეცა. უგონოდ, რომ იყო გავაღებინე პირი და წყალი ჩავასხი, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა…“, – ამბობს დაკავებული კაცი ჩვენებაში. 

ნახეთ კურიერი P.S-ის ანონსი ⇓

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პაატა მანჯგალაძე – ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება, გამარჯვებისთვის უკეთესი იქნებოდა ერთიანობა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიანობის მხარდამჭერებად ვრჩებით, კოორდინაცია კარგია, მაგრამ ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.მისი თქმით, გამარჯვებისთვის ნამდვილი ერთიანობის ჩვენებაა საჭირო.„ერთ მხარეს არიან „ქოცები“ და მეორე მხარეს საქართველოს პატრიოტები. ჩვენ ასეთ ერთიანობას ვუჭერთ მხარს, თუმცა რა თქმა უნდა, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. კოორდინაცია ნიშნავს იმას, რომ ყველა პარტია თავისი ბრენდით, სახელით, პოზიციონირებს, მაგრამ კოორდინაციაში არიან რაღაც საკითხებში ერთმანეთში. არის რაღაც საკითხები, რაშიც შეიძლება, კოორდინაცია არ იყოს. ბევრი საკითხია, მაგალითად საერთო ბრიფინგის ჩატარება, რაღაც საკითხზე ან ერთიანად განცხადების გავრცელება, არიან პარტიები, რომელიც ამას არ ეთანხმებიან. ამიტომ, კოორდინაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამარჯვებისთვის უკეთესი იქნებოდა ერთიანობა. ერთიანობაში ვგულისხმობ, რომ ჩვენ და ისინი, ანუ „ქართული ოცნება“ და ყველა პარტია, რომელიც არის პროქართული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ვამზადებ ძლიერ კოორდიანაციას, რაც უძლებს ყველაფერს, ყალბი გაერთიანება კი არის ყველაზე მოწყვლადი“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები."მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ტყის მასივში კოცონის დანთებისგან, ასევე, არ დატოვონ უყურადღებოდ, თვითაალებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა ცეცხლის უკონტროლო გავრცელება და გარემოს დაზიანება გამოიწვიოს.დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112-ს."

„ვულოცავ ქართველ მოკრივეებს რუსთავში საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებში მიღწეულ წარმატებას“ – მიხეილ ყაველაშვილი

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუსთავში ჩატარებულ კრივის საერთაშორისო ასპარეზობას გამოეხმაურა და ქართველ მოკრივეებს მიღწეული შედეგი მიულოცა. "ვულოცავ ქართველ მოკრივეებს რუსთავში საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებში მიღწეულ წარმატებას.განსაკუთრებით მსურს მივულოცო ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ოლიმპიურ მედალოსანს, ლაშა გურულს გამარჯვება - მან პროფესიონალურ კრივში პირველი ბრძოლა გამართა და განელი მეტოქე დაამარცხა", - წერს მიხეი ყაველაშვილი.

მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის მუშაობაზე შეთანხმდნენ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს აცნობა ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰუსიტების" წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო შემაკავებელი ოპერაციების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ მოითმენს წითელ ზღვაში მის სამხედრო და კომერციულ გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს."სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღამით მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა – მაშველებმა და მოქალაქეებმა მძღოლი გადაარჩინეს

მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა. შემთხვევა დაახლოებით დილის 4 საათზე მოხდა.  ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეებმა და მაშველებმა მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს. თვითმხილველები წერენ, რომ მანქანაში მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა.ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

ბოლო სიახლეები