კვირა, მარტი 16, 2025

გურამ მაჭარაშვილი – გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის მისვლა, ნებისმიერ სპეკულაციაზე დიდი წერტილია დასმული

ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციაზეა გამოსული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების ელჩის მისვლა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გარეშე ვერ მოხდებოდა.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველანაირად ეცდება, რომ ის მარცხი, რაც განიცადა პოლიტიკური, ქუჩაში, პარლამენტში, უცხოეთში, როგორმე გაამართლოს. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები რეალურად არის გამოსული კომუნიკაციაზე საქართველოს ხელისუფლებასთან. ის ფაქტი, რომ თავად შეერთებული შტატების ელჩი მიდის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნებრივია, თავისთავად ეს არ ხდება, ტრამპის ადმინისტრაციის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ისიც ბუნებრივია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას რა პოლიტიკაც აქვს, ძალიან კარგად იციან ამერიკაში, რომ საქართველოს სახელმწიფოს აქვს იგივე პოლიტიკა ღირებულებებთან პარტნიორობასთან, მშვიდობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ბუნებრივიც იყო, რომ შეერთებული შტატების ელჩი ზუსტად იმ გზავნილებს ეტყოდა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ გარკვეული რებრენდინგი უნდა მოხდეს, აღდგენა ურთიერთობების, რაც დააზიანა ბაიდენმა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენმა დააზიანა ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ურთიერთობები საქართევლოსთანაც დაეზიანებინა.

„და რა გასაკვირია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ურთიერთობები საქართველოსთან დაეზიანებინა, ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გასაკვირი არ არის, რომ ურთიერთობები დაზიანებულია ბევრ ქვეყანასთან და მათ შორის, საქართველოსთან, ამიტომ, ასევე ბუნებრივია, რომ შეერთებული შტატების ელჩი ახლა ცდილობს, რომ აღდგეს ურთიერთობები ამერიკა – საქართველოს შორის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, არსებობს გამოთქმა, გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო და სწორედ ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის ელჩის მისვლა.

„დიდი წერტილია დასმული ნებისმიერ სპეკულაციაზე, როდესაც ამერიკის ელჩი პირდაპირ, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი, რომ აღიარებს ლეგიტიმაციას საქართველოს ხელისუფლებისა და მეორე, თვლის, რომ უნდა მოხდეს ურთიერთობების განახლება საქართველო-შეერთებულ შტატებს შორის. ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ერთადერთი რამე აქვს დარჩენილი, რომ ვინ სად გადანაწილდება, ვინ პენსიაზე წავა და ვინ სხვა საქმეს მიყოფს ხელს, ამაზე უნდა იფიქრონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვიქტორ ორბანი – დროა, განადგურდეს იმ არასამთავრობოების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ჩრდილოვანი არმია, რომლებიც ანაზღაურებას აშშ-დან და ბრიუსელიდან იღებენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. ვიქტორ ორბანმა ასევე კვლავ გამორიცხა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მოვიდა დრო, განადგურდეს „ჩრდილოვანი არმია“, რომელიც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, მოსამართლეებსა და პოლიტიკოსებს აერთიანებს, რომლებიც ანაზღაურებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ბრიუსელიდან იღებენ.უნგრეთის პრემეირ-მინისტრმა კვლავ გააკრიტიკა ბრიუსელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების გამო და განაცხადა, რომ ევროკავშირს უკრაინის „კოლონიზაცია“ სურს.ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ვიქტორ ორბანის მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეების გაძევებას, თუ ისინი უნგრეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხედ იქნებიან მიჩნეული.

ირმა ხეცურიანმა პიზის მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

იტალიაში ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.ქართველმა პარასპორტსმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში პოლონელი სტარვინსკა ანგარიშით 15:7 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ ანდრია მოგოსს 15:9 სძლია და ტურნირზე პირველ ადგილზე გავიდა.საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს გამოსვლას პიზის 2025 მსოფლიო თასის გათამაშებაზე. დღეს მოგვიანებით ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმლით ფარიკაობაში იასპარეზებენ.

სალომე ზურაბიშვილი – ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ვამზადებ ძლიერ კოორდიანაციას, რაც უძლებს ყველაფერს, ყალბი გაერთიანება კი არის ყველაზე მოწყვლადი

ჩემი მიზანი არასოდეს არ ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა, გაერთიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვამზადებთ მომავლისთვის კიდევ ერთხელ, ერთპარტიულ მმართველობას, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, ერთიანობა არის გარედან შემოგზავნილი თემა, რომელიც მიუღწევადია.„არასოდეს არ ყოფილა ჩემი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა, რომ გაერთიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვამზადებთ მომავლისთვის კიდევ ერთხელ, ერთპარტიულ მმართველობას. მე მგონი, გვეყოფა რაც მივიღეთ გამოცდილება აქამდე. მე ვამზადებ და ვარ საკმაოდ ოპტიმისტური ამ მიმართულებით, ვამზადებ ძლიერ კოორდინაციას. ძლიერი კოორდინაცია არის ის, რაც უძლებს ყველაფერს და ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი. უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა რეალურად, გვინდა ძლიერი კოორდინაცია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, ასევე ამ საზოგადოების, რომელიც არის წამყვანი ამ პროტესტში დღეს და რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი ამ კოორდინაციაში. ასევე, ის ბიზნესი, რომელიც დღეს თავისი კუთხით ეხმარება ამ საპროტესტო მოძრაობას. ყველა, ვინც არის ჩართული, ყველა სეგმენტი ამ საზოგადოების ამ კოორდინაციაში უნდა მონაწილეობდეს თავისი საშუალებებით იმისთვის, რომ ჩვენ ნამდვილად გავშალოთ საზოგადოებრივი ბრძოლა. კოორდინაცია არის აუცილებელი, თუ არა, დაქსაქსულები ვართ და არ ღებულობს ეს მოძრაობა თავის ბოლო ფორმას. ერთიანობა არის ის გარედან შემოგზავნილი თემა, რომელიც მიუღწევადია. ადამიანები არიან სხვადასხვანაირი, პირიქით, იქმნება როგორც მესმის, ახალი პარტიები, ეს არის ახალი სისხლი, რომელიც შემოვა ამ ქვეყანაში. მთავარია, რომ არ იყოს დაპირისპირება და იყოს ყველაფერი, რამდენადაც შეიძლება კოორდინაციაში მოყვანილი. მე ამაზე ვარ პასუხისმგებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას, ევროპამ პატივი უნდა სცეს საკუთარ ხალხს, საკუთარ სუვერენიტეტს და ამერიკა ამას მათ ნაცვლად ვერ გააკეთებს – ჯეი...

ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ მას სურს აყვავებული ევროპის ხილვა, რომელიც პატივს სცემს თავის ხალხს.„მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ევროპასთან ბევრი საერთო გვაქვს. დიახ, ევროპელები ხანდახან მაღიზიანებენ და მათთან გარკვეულ საკითხებზე არ ვთანხმდები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დასავლური ცივილიზაციის აკვანია. ქრისტიანული ცივილიზაციის მთელი იდეა, რამაც ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებამდე მიგვიყვანა, ევროპაში ჩამოყალიბდა. კულტურული კავშირები, რელიგიური კავშირები - ეს ყველაფერი პოლიტიკურ უთანხმოებებს მიღმა გაგრძელდება“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.„მაგრამ ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას. ისინი ვერ ახერხებენ ან არ სურთ თავიანთი საზღვრების კონტროლი. ხედავთ, რომ ისინი ამის წინააღმდეგ გამოდიან და ეს კარგია. ხედავთ, რომ ისინი იწყებენ საკუთარი მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. მე მინდა, რომ ევროპა აყვავებული იყოს, მინდა, რომ ის იყოს მნიშვნელოვანი მოკავშირე, და ამის ნაწილი არის ის, რომ ევროპამ პატივი უნდა სცეს საკუთარ ხალხს, საკუთარ სუვერენიტეტს და ამერიკა ამას მათ ნაცვლად ვერ გააკეთებს“, - დასძინა ჯეი დი ვენსმა.

„მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, წინსვლა გვაქვს, ვნახოთ, რა გამოვა“ – პუტინი

"მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. შედგა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კონტაქტები ამერიკელ კოლეგასთან. ზოგადად, წინსვლა გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.მისი თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს და პირობა მისცა, რომ ალყაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც, პუტინის მტკიცებით, კურსკის ოლქში არიან, იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება."ჩვენ ვნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის, ბატონი ტრამპის დღევანდელი მიმართვა უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადასარჩენად, რომელთაგან ზოგიერთი ბლოკირებულია რუსული ჯარების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონში შეჭრის ზონაში. იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და რუსეთის ფედერაციის კანონებთან შესაბამისობაში. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტი ტრამპის მეთაურობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც რამე აღდგეს იქიდან, რაც ნულამდე იყო დაყვანილი და განადგურებული წინა ადმინისტრაციის მიერ. როგორც ყველამ იცის, მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. შედგა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კონტაქტები ამერიკელ კოლეგასთან. ზოგადად, წინსვლა გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა", - ამბობს ვლადიმერ პუტინი.

ბოლო სიახლეები