გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაჭიანურების ტაქტიკას იყენებს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ ეს მოლაპარაკებების გაჭიანურებაა.
გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, უნდა დაისვას კითხვა, „არსებობს თუ არა სერიოზული დაინტერესება, რომ მხარეებმა იმუშაონ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისა და მოგვარების მიმართულებით“.
მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ პუტინი შეგნებულად არ თანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ბერბოკის თქმით, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.