საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზება უნდა მიიღოს. ამის შესახებ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
მაკრონმა განაცხადა, რომ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, შემდეგ კი – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს.
„ახლა რუსეთმა უნდა მიიღოს ამერიკულ-უკრაინული შეთავაზება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის აგრესია უკრაინაში უნდა შეწყდეს. ძალადობა უნდა შეწყდეს, ასევე განცხადებებით გაჭიანურებაც“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
მან ასევე აღნიშნა, რომ 11 მარტს პარიზში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა შეიარაღებული ძალების დაახლოებით 40 შტაბის უფროსი.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 15 მარტს ის გააგრძელებს მუშაობას უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე და ვიდეოკონფერენციას გამართავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, უკრაინის პრეზიდენტთან და სხვა პარტნიორებთან ერთად.