შაბათი, მარტი 15, 2025

მარკ რუტე ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს არ განიხილავს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ რუტემ „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მართლა მოხსნის თუ არა ტრამპი მოლაპარაკებების მაგიდიდან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს, რუტემ დადებითად უპასუხა.

ასევე, კითხვაზე, ომის დასრულების შემთხვევაში ექნებათ თუ არა ქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობის სურვილი, რუტემ უპასუხა:

„ჯერ უნდა გაიზარდოს რუსეთზე ზეწოლა ომის დასასრულებლად, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი იქ არის, ანუ რუსეთი არ გაქრება. მე 2014 წლამდე ბევრი მოლაპარაკება მქონდა მათთან, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ბევრი მოლაპარაკება მქონდა პუტინთან. ვფიქრობ, ნორმალური იქნებოდა, თუ ომი შეწყდებოდა და ევროპა როგორღაც ნაბიჯ-ნაბიჯ და ამერიკა ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენდა ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ჯერ აბსოლუტურად არ ვართ იქ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ზეწოლა მათზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი მზად იყვნენ, სერიოზულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში ამერიკის, და, რა თქმა უნდა, უკრაინის ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა რუტემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვლადიმერ პუტინი – სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ, ჰქონდეთ რუსეთის მხრიდან ხელშეწყობის იმედი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ, ჰქონდეთ რუსეთის მხრიდან ხელშეწყობის იმედი.როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, სომხური მხარის ინიციატივით შედგა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.„ნიკოლ ფაშინიანმა აცნობა რუსეთის პრეზიდენტს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებისა და ერევნის მზადყოფნის შესახებ, ხელი მოაწეროს ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს. ვლადიმერ პუტინმა ამასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა და გამოდის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის მხარდასაჭერად სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ, დაეყრდნონ რუსეთის მხარის ნებისმიერ შესაძლო დახმარებას ამ მიზნების მისაღწევად“, – აცხადებენ კრემლში.ამასთან ერთად, კრემლის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში.სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.„მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების დასრულებას. მხარს ვუჭერთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის მიღწევის გზაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020-2022 წლების სამმხრივი შეთანხმებებით. მიზნად ვისახავთ, გავუწიოთ ყველანაირი დახმარება სამშვიდობო პროცესის შემდგომ წინსვლასა და ბაქოსა და ერევანს შორის დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის, ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას, საერთო საზღვრის დელიმიტაციასა და ჰუმანიტარულ პრობლემატიკას იმ ზომითა და ფორმით, რომელიც მისაღები იქნება პარტნიორებისთვის. სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის ხელშეწყობის საკითხებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი მზადაა, ეწვიოს ბაქოსა და ერევანს შესაბამისი კონსულტაციების ჩასატარებლად. ვადასტურებთ ჩვენს შეთავაზებას, უზრუნველვყოთ რუსული პლატფორმა აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლების კონტაქტებისთვის სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის საკითხთა მთელი კომპლექსის შესახებ, ასევე სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოსაწერად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

🎥მკვლელობა ვაკეში – რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს.ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა.ჩვენ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ. 

თბილისში, ჭავჭავაძეზე კაცი მოკლეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს.ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა.ამ ეტაპზე მეტი დეტალი უცნობია.„ტიფლისნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს FB პოსტით აღშფოთებულებს: სალომე ზურაბიშვილთან იჩივლეთ, ეგ არ იყო ტრამპის ინაუგურაციაზე საკუთარი იმბეცილი პერსონის დემონსტრირებას რომ ახდენდა და თქვენ კვერს...

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ. პოსტს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან საპროტესტო კომენტარები მოჰყვა.როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, რადიკალების საცოდაობა ის კი არ არის, რომ ლიბერალები არიან, არამედ ის, რომ საკუთარ უუნარობას ვერ აღიქვამენ და რეალობას ისე ასცდნენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის დამუნათება საელჩოს განცხადების კომენტარებში დიდი საქმე ჰგონიათ.„მორჩა კინო, წადით სახლებში!„დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები“.ტრამპის ადმინისტრაციიდან პირველი გზავნილებიც მოვიდა, რაც თავისთავად ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის მომასწავებელია.ურთიერთობები გადაიტვირთება, რიგ საკითხებში დაემთხვევა ჩვენი და ამერიკელების ინტერესები, რიგ საკითხებში არ დაემთხვევა და ეს ჩვეულებრივი ამბავია.ყველაფერს ეშველება, გარდა ამ გასაცოდავებული სექტისა, რასაც ქართველი ლიბერალი ჰქვია. ამათი საცოდაობა ის კი არ არის, რომ ლიბერალები არიან, არამედ საკუთარ უუნარობას ვერ აღიქვამენ და რეალობას ისე ასცდნენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის დამუნათება საელჩოს განცხადების კომენტარებში დიდი საქმე ჰგონიათ.წადით, სალომე ზურაბიშვილთან იჩივლეთ, ეგ არ იყო ტრამპის ინაუგურაციაზე საკუთარი იმბეცილი პერსონის დემონსტრირებას რომ ახდენდა და თქვენ - კვერს უკრავდით?!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სამტრედიაში, ხიდიდან მოტოციკლი გადავარდა – დაღუპულია 32 წლის კაცი

სამტრედიაში, ხიდიდან მოტოციკლი გადავარდა.32 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა.„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები