კვირა, მარტი 22, 2026

„მოწმენდილ ცაზე შეუძლიათ ააყირაონ ნებისმიერი არჩევნები, ააყირაონ ნებისმიერი ქვეყანა, თუ ჩაიგდებენ ხელში სასამართლო ხელისუფლებას და შეძლებენ ქვეყნის მართვას სასამართლოს მეშვეობით“ – შალვა პაპუაშვილი

“მოწმენდილ ცაზე შეუძლიათ ააყირაონ ნებისმიერი არჩევნები, ააყირაონ ნებისმიერი ქვეყანა, თუკი ჩაიგდებენ ხელში სასამართლო ხელისუფლებას და შეძლებენ ქვეყნის მართვას სასამართლოს მეშვეობით” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში საუბრობს.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, “დიფ სთეითს” საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება სურს, რომელიც რა საკითხიც არ უნდა იყოს, მათ შორის, უკრაინის თუ სხვა, ყველაფერზე მათ ნებას დაჰყვება. მისი თქმით, გარკვეულ ძალებს სჭირდებათ ჰყავდეთ მორჩილი ხელისუფლება სხვა ქვეყანაში იმისთვის, რომ მართონ სხვადასხვა პროცესების დროს.

“ზოგადად, ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად სჭირდებათ, რომ ჰყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება საქართველოში, რომელიც იქნება ეს უკრაინის საკითხი თუ სხვა საკითხი, ყველაფერზე თავს დაუქნევს. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ ლიეტუვამ ლიტვაში შესვლის უფლება შეუზღუდა საკონსტიტუციო სასამართლოს 9-დან 7 მოსამართლეს. იმ 7-ს, რომელმაც არჩევნები არ გამოაცხადა არაკონსტიტუციურად. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ვინმე, დადგა და ჩვენი კონსტიტუციები იკითხა ან რაიმეში გაერკვა? ეს ხომ აჩვენებს ერთ რამეს, რომ მათ სჭირდებათ ჰყავდეთ მორჩილი ხელისუფლება სხვა ქვეყანაში, იმისთვის, რომ მართონ სხვადასხვა პროცესების დროს.

თუ შევხედავთ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მე მგონი მივხვდებით, რატომაც სჭირდება ზოგიერთებს, რომ ხელში ეჭიროთ საკონსტიტუციო თუ სხვა სასამართლო, იმისთვის, რომ ზუსტად ასე, არჩევნები ააყირაონ, როგორც აყირავებენ სხვა ქვეყნებში სასამართლოს მეშვეობით. თქვენ გახსოვთ, რა იყო მთავარი, რას სთხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებას, ეს იყო ე.წ. ვეტინგი, მოსამართლეების ხელახალი დანიშვნა და ამ დანიშვნაში ითხოვდნენ, რომ ჩართულიყვნენ მათივე დაფინანსებული ენჯეოები, რომლებიც ახლა გავარკვიეთ, რომ არიან მართული გარედან და მათ შორის უცხოელები ჩართული. გაუგებარი იყო, მაინც და მაინც სასამართლოს მიმართ რა ინტერესი ჰქონდათ. ხომ ვნახეთ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ბოლო განვითარებებით, რატომ სჭირდებათ ეს ყველაფერი. იმისთვის, რომ სასამართლოთი შემდეგ მართონ არჩევნები. ხომ ხედავთ, მოწმენდილ ცაზე შეუძლიათ ააყირაონ ნებისმიერი არჩევნები, ააყირაონ ნებისმიერი ქვეყანა, თუკი ჩაიგდებენ ხელში სასამართლო ხელისუფლებას და შეძლებენ ქვეყნის მართვას სასამართლოს მეშვეობით,” – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კატარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

კატარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ვერტმფრენი კატარის ტერიტორიულ წყლებში ჩამოვარდა.მედიის ინფორმაციით, ექვსი დაღუპულის ცხედარი უკვე იპოვეს და ამჟამად ვერტმფრენში მყოფი მეშვიდე პირის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის მდგომარეობაც გაურკვეველია.კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერტმფრენი „რუტინულ სამსახურებრივ მოვალეობას“ ასრულებდა, რა დროსაც სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართაობა მოხდა.

ჩარლზ III: ღრმა მწუხარებით შევიტყვე ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში,...

ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის მიმართვაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისადმი.„ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწეობას, სულიერ მეგზურობას და ქართველი ხალხის მუდმივ მსახურებას. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს.გამოვხატავ ჩემს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას“, - აღნიშნულია ჩარლზ III-ის წერილში.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოში ჩამოვიდა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია. ის საქართველოში ილია II-ის პატივის მისაგებად ჩამოვიდა. მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად წესის აგების მსახურებაში მიიღებს მონაწილეობას.დღეს პატრიარქს სამებიდან სიონისკენ ფეხით მსვლელობით გადაასვენებენ, სადაც დაკრძალვა გაიმართება.ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.

მეუფე ნიკოლოზი – პატრიარქმა ერთხელ ბიბლიაში გვაჩვენა, ეკლესიას უწერია – „ერთი კარი რომ იკეტება, მეორე კარი იღება“, ახლა ერთი დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი...

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სიონის საკათედრო ტაძრისკენ პატრიარქის გადასვენება 15:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი სამების ტაძარში წესის აგება შესრულდება.„09:00 საათზე დაიწყება წირვა, რომელსაც შეასრულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება, 12:00 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი, მისი ყოვლად უწმინდესობა ბართლომეოსი. წესის აგება დასრულდება დაახლოებით საათ-ნახევარში, ორ საათში. ამის შემდეგ, 15:00 საათზე დაიწყება გადასვენება და დაიძვრება პროცესია სიონისკენ. მართალი გითხრათ, ვეღარ წარმომიდგენია, სიონის ტაძარში ვინ შეძლებს შესვლას და როგორ იქნება, ალბათ ყველა დელეგაციაც ვერ მოხვდება ტაძარში, ადგილი არ არის ფიზიკურად.ასე წერია ბიბლიაში, პატრიარქმა გვაჩვენა ერთხელ, მიგვითითა, რომ ეკლესიას უწერია: ერთი კარი რომ იკეტება, მეორე კარი იღება. ახლა ერთი დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დონალდ ტუსკი – ბუდაპეშტში გამართულ პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების შეხვედრაში პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა საბედისწერო შეცდომაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.მისივე თქმით, პოლონეთის პრეზიდენტის მხრიდან „პრორუს და ევროსკეპტიკოს პოლიტიკოსებთან“ ერთად კონფერენციაზე გამოსვლა „საბედისწერო შეცდომაა“.„პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების ბუდაპეშტის შეხვედრაში საბედისწერო შეცდომაა და ევროკავშირის დასუსტებისა და პუტინის გაძლიერების სახიფათო სტრატეგიის დადასტურებაა“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.

ბოლო სიახლეები