ორშაბათი, მარტი 10, 2025

პეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა” მონაწილეობას არ მივიღებთ

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით “ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, ამბობს, რომ ამით საერთო საქმეს დააზიანებენ და ბიძინა ივანიშვილის თამაშში შევლენ.

“ასეთ არჩევნებში ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა” მონაწილეობას არ მივიღებთ. ზოგ მუნიციპალიტეტში ერთ, ორ საკრებულოს წევრს შეიყვანენ და თუ ამით ბედნიერები იქნებიან ღმერთმა ხელი მოუმართოთ, უბრალოდ საერთო საქმეს ძალიან დააზიანებენ. ძალიან ცუდი თუ აპირებენ. ანუ, ბიძინა ივანიშვილის თამაშში შედიან და მისი ძალაუფლების ლეგიტიმაციას ახდენენ უკვე ადგილობრივ დონეზე. ამ არჩევნებთან თუ პრობლემა არ გაქვს, ე.ი არც წინა არჩევნებთან გქონია დიდი პრობლემა,“-აღნიშნა ცისკარიშვილმა.

ცისკარიშვილის თქმით, ვინც მართლა ოპოზიციონერად თვლის თავს ამ თამაშში არ უნდა შევიდეს.

“ეს ამდენი ხალხი, გახარიას თუ არ ჩავთვლით გაუგებარია მისი პოზიცია, ნახევრად არის თუ არ არის. 61 დეპუტატი პარლამენტში არ შევიდა, ბოიკოტი გამოუცხადა, ამით მათი ლეგიტიმაცია არ მოახდინა და როგორ შეიძლება ქართველმა, დეპუტატად არჩეულმა სუბიექტმა მოახდინოს იმ ადამიანების ლეგიტიმაცია და მათთან ერთად ერთ დარბაზში იჯდეს, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სტრასბურგში ევროპელმა პარლამენტარებმაც კი არ ისურვეს მათთან საერთო დარბაზის გაზიარება და ლეგიტიმაცია მერე ამათ თავისით მოიხსნეს ვითომ, დატოვეს იქაურობა, თორემ არც ისინი აძლევდნენ.

ასე რომ, სწორი გადაწყვეტილება იყო პარლამენტში რომ არ შევედით. პარლამენტში არ შედიხარ, არჩევნებს არ აღიარებ, მაგრამ ამ ადგილობრივ არჩევნებზე რა, “ნიჩურტა” მაქვს და მოდი ვცადოთ ბედი, იქნებ ერთი ორი საკრებულოს წევრი სადმე გავაძვრინო და ამ თამაშში მოგყვები? ეს იქნება სწორი მესიჯი ბიძინა ივანიშვილის გასაგონად ისევე, როგორც მთელი დასავლური სამყაროს მიმართ? მე არ ვფიქრობ, რომ ვინც მართლა ოპოზიციონერად თვლის თავს ამ თამაშში უნდა შეყვეს იმ მოცემულობაში, რაც დღეს გვაქვს, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მაგრამ მოდი იქამდე დაველოდოთ, იქნება და ფეხზე დადგეს ის ცოცხალი ორგანიზმი რუსთაველის გამზირზე, გაიზარდოს, მეტი ჯანი შეემატოს და საქმეც ბოლომდე მივიდეს,” – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„საქართველოში ხდება და ყურადღებით იყავით!“ – ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება, რომელიც 9 მარტით თარიღდება. ეზოტერიკოსი მრავალ საკითხზე საუბრობს და მსმენელს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.ვრცლად ↓

📽️გულით, გულით უნდა გიყვარდეს ღმერთი…როცა შემოგთავაზებენ უღალატე ღმერთს ან მოგკლაო, ან ბევრ ფულს მოგცემ და უღალატეო, შენ, ისე უნდა ქნა რომ ფულზე უარი თქვა,...

მამა შალვა კეკელიას შვილის ემოციური ვიდეოგულით, გულით უნდა გიყვარდეს ღმერთი. როცა შემოგთავაზებენ უღალატე ღმერთს ან მოგკლაო, ან ბევრ ფულს მოგცემ და უღალატეო, შენ, ისე უნდა ქნა რომ ფულზე უარი თქვა, რადგან ყველაზე დიდი ჯილდო ღმერთთან ყოფნაა და როცა შენ მაგას შვები, ღმერთთან მიდიხარ და უფრო დიდი ჯილდოა ვიდღე ფული.

ჯაბნიაშვილი ავსტრიის გრანპრის გამარჯვებულია

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი უნდა გამართულიყო, მაგარამ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი ტურნირს ტრავმის გამო ჩაეხსნა და შეჯიბრის გამარჯვებული 21 წლის გიორგი ჯაბნიაშვილი გახდა.დღევანდელი ფინალურ ბლოკის ბოლოს გურამ თუშიშვილი ავსტრიის გრანპრის ფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს შეხვდება. კიდევ ერთი მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.შეგახსენებთ, რომ ავსტრიის გრანპრიზე საქართველოს ნაკრებმა გასული ორი საშეჯიბრო დღე უმედლოდ დაასრულა.

დონალდ ტრამპი-უკრაინა „შესაძლოა, ვერ გადარჩეს“ რუსეთთან ომში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა „შესაძლოა, ვერ გადარჩეს“ რუსეთთან ომში, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან გაწეული დახმარებისა.ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.„ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა შესაძლოა, ვერ გადარჩეს. ის ომი არ უნდა მომხდარიყო და ის მოხდა. ასე რომ, ახლა ჩვენ ამ არეულობაში გავიჭედეთ“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობდა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებაზე, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა შეიძლება, ვერ გადარჩეს.დონალდ ტრამპის თქმით, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ისეთი მკაცრი, როგორიც თავად. ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ის მოსკოვის მხარეზე დადგა.„მე ვფიქრობ, რომ ვიყავი ძალიან მკაცრი რუსეთის მიმართ, უფრო მკაცრი, ვიდრე ვინმე ოდესმე ყოფილა. მე ვარ ის, ვინც შეაჩერა რუსული გაზსადენი, ნორდ სტრიმ 2. მე შევაჩერე ის. ბაიდენი მოვიდა და მან დაამტკიცა ის. მე ვარ ის, ვინც რუსეთს სანქციები დაუწესა. მე ვარ ის, ვინც ჯაველინები გასცა რუსეთის წინააღმდეგ. ძალიან მკაცრი ვიყავი, მაგრამ პუტინთან კარგად ვმეგობრობდი. ბაიდენი არ ყოფილა მკაცრი. ბაიდენს არაფერი გაუკეთებია. სუსტი, პათეტიკური კაცი იყო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ახერხებს კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე კიმ ჩენ ინთან და სი ძინპინთან. ამასთან, მინერალების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, შეთანხმება გაფორმდება. Fox News-ის წამყვანის კითხვაზე, ელოდება თუ არა ის ვოლოდიმირ ზელენსკის დაბრუნებას და მინერალების შეთანხმების ხელმოწერას, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე ასე ვფიქრობ. მე ვფიქრობ, ეს მოხდება“.დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებმა – 100 მილიარდი დოლარი. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს დისბალანსი მიუღებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა კონფლიქტთან და, შესაბამისად, მეტ საფრთხეშია, ვიდრე ამერიკა, რომელსაც ოკეანე აშორებს.„ბაიდენს არასდროს უნდა გამოეყო 350 მილიარდი დოლარი. მას უნდა გაეთანაბრებინა ევროპასთან. როგორ შეიძლება ეს, როცა ჩვენს შორის ოკეანეა. ჩვენ არ ვართ ისეთ საფრთხეში, როგორშიც ისინი არიან. ისინი არიან გაცილებით დიდ საფრთხეში, თუ თქვენ ამას საფრთხეს უწოდებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკრიტიკა ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ და ამით რუსეთს უფრო მეტ ფულს აძლევენ, ვიდრე უკრაინისთვის დახმარებაზე ხარჯავენ.

ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერილ კანდიდატს რუმინეთის ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს – მედია

კალინ ჯორჯესკუ რუმინეთის ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. გადაწყვეტილება რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ მიიღო. უწყებაში აცხადებენ, რომ მიზეზს მოგვიანებით განმარტავენ.ჯორჯესკუმ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ წარადგინა. "ერთად ვუჭერთ მხარს ტრამპი-ვენსის ადმინისტრაციას ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, კერძოდ, მშვიდობის, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის", – განაცხადა ჯორჯესკუმ.ცნობისთვის, რუმინეთში, კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ, გამოძიება ექვსი სხვადასხვა ბრალდებით მიმდინარეობს. მათ შორისაა ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა და საარჩევნო დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება. ჯორჯესკუ ბრალდებებს უარყოფს.რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. 22%-ით, დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. მოგვიანებით, არჩევნებში რუსეთის შესაძლო გავლენის შიშის გამო, ეს შედეგები გააუქმეს.რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისსაა ჩანიშნული.

ბოლო სიახლეები