დიდი მარხვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ეს დრო განწმენდისა და სულიერი გაძლიერებისთვისაა განკუთვნილი, როდესაც ადამიანი საკუთარი სხეულის და სულის გაძლიერებაზე, ლოცვაზე, თავშეკავებასა და სინანულზე ფიქრობს. მარხვის დროს ადამიანები უარს ამბობენ ხორცსა და სხვა ცხოველურ პროდუქტებზე, ასევე ცდილობენ სულიერად და ფიზიკურად უფრო გაწონასწორებულ ცხოვრებას.
როდის იწყება და სრულდება 2025 წლის დიდი მარხვა?
დიდი მარხვა 3 მარტს დაიწყო და 20 აპრილს დასრულდება ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით.
ამ პერიოდში აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი დღეები:
9 მარტი – მარხვის I კვირა, მართლმადიდებლობის ზეიმი
16 მარტი – მარხვის II კვირა, წმინდა გრიგორი პალამას ხსენების დღე
23 მარტი – მარხვის III კვირა, ჯვრის თაყვანისცემის კვირა
30 მარტი – მარხვის IV კვირა, წმინდა იოანე კლემაქსის ხსენების კვირა
5 აპრილი – ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათი
6 აპრილი – მარხვის V კვირა, წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე
7 აპრილი – ხარების დიდი დღესასწაული (ამ დღეს თევზის ჭამა ხსნილია)
12 აპრილი – ლაზარეს შაბათი (თევზით ხსნილია)
13 აპრილი – ბზობა (უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში) – ხსნილია თევზით
14-20 აპრილი – ვნების კვირეული
17 აპრილი – დიდი ხუთშაბათი, საიდუმლო სერობა და 12 ვნების სახარების კითხვა
18 აპრილი – დიდი პარასკევი (უფლის გარდამოხსნა)
მიცვალებულთა ხსენების დღეები:
22 თებერვალი – ხორციელის შაბათი
15 მარტი – დიდმარხვის II შაბათი
22 მარტი – დიდმარხვის III შაბათი
29 მარტი – დიდმარხვის IV შაბათი
როგორ დავიცვათ მარხვა სწორად?
მარხვა არ არის მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება, ის სულიერი განწმენდის პერიოდიცაა. მარხვის დროს საჭიროა უარის თქმა არა მხოლოდ ხორცსა და ცხოველურ პროდუქტებზე, არამედ ცუდ აზრებზე, წყენასა და ბოროტებაზე. ეს არის დრო, როდესაც ადამიანი უნდა დაფიქრდეს საკუთარ ცხოვრებასა და სულიერ მდგომარეობაზე, ილოცოს და უკეთესი გახდეს.
რა პროდუქტებზე უნდა ვთქვათ უარი?
მარხვის პერიოდში არ იკრძალება მხოლოდ ხორცი, არამედ რძის პროდუქტები, კვერცხი და ზოგ შემთხვევაში თევზიც (გარდა ხსნილის დღეებისა).