კონკრეტულად ვინ და რატომ დაასანქცირა ესტონეთმა ქართველი თანამდებობის პირები და დეპუტატები – ვრცელ ჩამონათვალს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს. მანამდე ანალოგიური სია ესტონეთის მთავრობამ გაასაჯაროვა, თუმცა, ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე.
ოპოზიციის თქმითვე, დასავლური სახელმწიფოები ინფორმირებულნი არიან, თუ რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში.
“მე არ ვიცი ეს კოორდინაცია იყო თუ არა, მაგრამ შესაძლოა ყოფილიყო ინფორმირება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ჭკუაზე არ დადის ესტონეთის ხელისუფლება და ინფორმაციის მიწოდება კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, ბუნებრივია, რომელიც აგროვებს ხელისუფლების მიერ ადამიანების უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებს. ამ ფაქტების შესახებ თუ ინფორმაცია მიაწოდა და ეს არის კოორდინაცია, ალბათ ეს არის, კი… დასავლური სახელმწიფოები ინფორმირებული არიან რა ხდება ამ ქვეყანაში”, – განაცხადა “ერთობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან სანიკიძემ.