ოთხშაბათი, მარტი 12, 2025

ლევან დავითაშვილი – თურქმენეთის მთავრობასთან ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბრისას გამოიკვეთა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ტურიზმი, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფერო

თურქმენეთის მთავრობასთან ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები, სადაც გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. ესენია: ენერგეტიკული სექტორი, ტრანსპორტი და ლოგისტიკის სფერო და ტურიზმი, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრებზე დაისახა კონკრეტული მიზნები, როგორ შეიძლება, უფრო ხელსაყრელი გახდეს აღნიშნული მიმართულებებით თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის.

„დავსახეთ კონკრეტული მიზნები, თუ როგორ შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს ეს თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის. საუბარია საქართველოში თურქმენეთში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტზე და ასევე საქართველოს მეშვეობით ტრანზიტზე. ვისაუბრეთ გაზის შესაძლო ექსპორტზე თურქმენეთიდან საქართველოში, რაც საქართველოს ენერგოსისტემის დივერსიფიცირებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ასევე ყურადღება დავუთმეთ სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულების ეფექტურად გამოყენებას. თურქმენეთი არის ერთ-ერთი სატრანზიტო და ამავე დროს მნიშვნელოვანი ექსპორტიორი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენთვის ამ მიმართულებით თურქმენეთთან თანამშრომლობა არის ძალიან პერსპექტიული. ორ მლნ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა თურქმენეთიდან საქართველოში 2024 წლის განმავლობაში, საიდანაც 90 %-ზე მეტი იყო სატრანზიტო დანიშნულების ტვირთი. ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობა, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია, უახლოეს ხანებში ეს მოცულობები კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ, შეგვიძლია, თურქმენეთში წარმოებული მინერალური სასუქები საქართველოს მეშვეობით გავიდეს დასავლურ ქვეყნებში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, კონკრეტული საგზაო რუკა შეიქმნება უახლოეს ხანებში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თურქმენეთში წარმოებული პროდუქცია დასაწყობდეს საქართველოში და საქართველოდან ეფექტიანად, უფრო კონკურენტუნარიან ფასებში მიეწოდოს ევროპის ქვეყნებს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორში თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ საქართველო თურქმენეთს ლიბერალურ სავიზო რეჟიმს სთავაზობს, რაც ტურისტული ნაკადებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

„ვისაუბრეთ ტურიზმის სექტორში თანამშრომლობაზე. 18 000-ზე მეტი ტურისტი იყო 2024 წელს თურქმენეთიდან საქართველოში. იცით, რომ ჩვენ ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა ვართ, რომელმაც ლიბერალური სავიზო რეჟიმი შესთავაზა თურქმენეთს და ვფიქრობ, ის ცნობადობა, რომელიც საქართველოს ამ ქვეყანაში აქვს, მოგვცემს საშუალებას, ტურისტების ნაკადი კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენს ქვეყანაში. ყველა ეს მიმართულება ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რაც ხელსაყრელი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, ასევე, საინტერესო – თურქმენეთისთვის და ვფიქრობ, ძალიან კონკრეტული საგზაო რუკის რეალიზების ფარგლებში ეს ყველაფერი არის უახლოეს ხანებში მიღწევადი“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის” საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა."მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდენად განესაზღვროს 9 წლის თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან, 2025 წლის 12 მარტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი", – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა.ამასთან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თუმცა, როგორც მოსამართლემ განმარტა, თემურ ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა - მას 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა. 

„როიტერის“ ინფორმაციით, USAID-ის თანამშრომლებს დოკუმენტების განადგურების ბრძანება მიეცათ

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლებს დოკუმენტების განადგურების ბრძანება მიეცათ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.სასამართლოში შეტანილი განაცხადის თანახმად, რომელიც სამთავრობო თანამშრომელთა პროფკავშირებმა წარადგინეს, USAID-ის ოფიციალურმა პირმა თანამშრომლებს დოკუმენტების დიდი რაოდენობის განადგურება უბრძანა.ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ განცხადებაში პროფკავშირები მიუთითებენ USAID-ის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის, ერიკა კარის ელექტრონულ წერილზე, რომელშიც თანამშრომლებს სააგენტოს ოფისში მისვლის ინსტრუქციას აძლევს „დოკუმენტების გასანადგურებლად“.წერილში არ იყო მოცემული დეტალები, რომელი დოკუმენტები უნდა განადგურებულიყო.პროფკავშირების თქმით, ბრძანება „მიუთითებს სააგენტოს ჩანაწერების სწრაფ განადგურებაზე დიდი მასშტაბით“, რაც არღვევს ფედერალურ კანონს ჩანაწერების შენახვის შესახებ.თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ანნა კელიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ცნობები დოკუმენტების განადგურების შესახებ არის „ყალბი ამბების ისტერია“ და აღნიშნა, რომ დოკუმენტები იყო „ძველი, უმეტესად სხვა უწყებებიდან მიღებული, რომლის ორიგინალი ვერსიებიც კვლავ არსებობს კომპიუტერულ სისტემებში“.კელიმ ასევე დაწერა, რომ USAID-ის შენობას მალე აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახური დაიკავებს.

ემანუელ მაკრონმა 30-მდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში შეკრებილი 30-მდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურებს მოუწოდა, შეიმუშაონ გეგმა, რომელიც განსაზღვრავს უკრაინისთვის „უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს“.აღნიშნულის შესახებ ფრანგული მედია წერს.მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ „სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარებასთან დაკავშირებით“ აუცილებელია „კონცეფციიდან გეგმაზე გადასვლა“, რათა განისაზღვროს უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, რაც უკრაინაში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას შესაძლებელს გახდის.როგორც ფრანგული მედია წერს, უკრაინაში მშვიდობის გარანტიის მიცემის მსურველი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მეთაურების შეხვედრა მაკრონის ინიციატივით გაიმართა.

რობერტა მეცოლა – აშშ-სა და უკრაინის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, ტრამპმა და ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის, ახლა ბურთი რუსეთის...

საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.მისი შეფასებით, ტრამპმა და ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის, ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.„საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, რისთვისაც ჩვენ, ყველანი ვმუშაობდით. პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. ევროპა გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა დასრულდეს ეს ომი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეალური, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, – წერს რობერტა მეცოლა.

ემანუელ მაკრონი – მივესალმები აშშ-სა და უკრაინის პროგრესს, განსაკუთრებით, ცეცხლის შესაძლო 30-დღიანი შეწყვეტის იდეას, საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მდგრადი, გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული

მივესალმები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის დღეს, ჯედაში გამართულ დისკუსიებში მიღწეულ პროგრესს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.მაკრონის თქმით, საფრანგეთი რჩება მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული.„მივესალმები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის დღეს, ჯედაში გამართულ დისკუსიებში მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, ცეცხლის შესაძლო 30-დღიანი შეწყვეტის იდეასთან დაკავშირებით. ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა. საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული, რაც ითვალისწინებს უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს“, – წერს ემანუელ მაკრონი.საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

ბოლო სიახლეები