სამშაბათი, დეკემბერი 30, 2025

როგორ მოიქცა პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც შვილის გამტაცებლებს წლების შემდეგ მიაგნო – ამ ამბავმა საქართველო შეძრა

1998 წელს, პოლიციის მაღალჩინოსნის (გვარს არ ვასახელებთ) შვილი, 12 წლის გოგონა გაიტაცეს. სკოლაში წასული ბავშვი შინ არ დაბრუნდა. რაღა თქმა უნდა, მაშინვე დაიწყეს ძებნა, მაგრამ გოგონას კვალს ვერსად მიაგნეს.

ნუგზარ კურტანიძე იმ დროს ასევე პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ საქმეს არ იძიებდა, მისთვის ბევრი დეტალია ცნობილი. როგორც მან „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, მამა თავად იყო ჩართული შვილის სამძებრო ოპერაციებში, თუმცა ამბავი კარგად არ დასრულებულა.

ყველაფერი კი ასე მოხდა:

გატაცებიდან მეორე დღეს, მშობლებს შეატყობინეს, რომ 100 000 დოლარის სანაცვლოდ დაუბრუნებდნენ შვილს. ეს მაშინ დიდძალი თანხა იყო და არ იყო იოლი მისი თავმოყრა. მამა ცდილობდა, პროცესი გონივრულ დრომდე გაეწელა, რომ ბავშვის ადგილსამყოფელისთვის მიეგნო, თუმცა, გამტაცებლებს ალბათ კარგად ჰქონდათ გათვლილი თითოეული ნაბიჯი, რადგან იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე. ამიტომ საქმე იოლი გასახსნელი არ გამოდგა. თანაც, დრო მცირე იყო, გამტაცებლებმა სულ 2 დღე მისცეს ფულის მოსაგროვებლად. ქვეყნის მასშტაბით, ყველა განყოფილება და თითოეული პოლიციელი იყო ჩართული საქმეში, მაგრამ ყველაფერი ძალიან კონფიდენციალურად ხდებოდა. ისე, რომ ამბავი არ გახმაურებულა არც მაშინ და არც დროის გასვლის შემდეგ, რადგან მამას სხვა გეგმები ჰქონდა იმ შემთხვევისთვის, თუ საქმე სასიკეთოდ არ დასრულდებოდა.

მამამ როგორღაც მოახერხა და დამნაშავეებთან მოლაპარაკება შეძლო, რომ ფულის საშოვნელად 5 დღეზე დაითანხმა, თუმცა არც ეს 5 დღე აღმოჩნდა საკმარისი, ბავშვის კვალის მისაგნებად. თანხა შეგროვდა და მამამ იმ ადგილას მიიტანა, სადაც გამტაცებლებმა მიუთითეს. იგეგმებოდა მათი აყვანის ოპერაციაც, თუმცა, დამნაშავეებმა ისე მოახერხეს, რომ ადგილზე არ გამოჩენილან, ფული ისე გააქრეს. ბავშვი კი არ დააბრუნეს. იმ წუთიდან, რაც ფული ხელში ჩაიგდეს, მათი კვალი დაიკარგა. არავინ იცის, ბავშვი ცოცხალი დატოვეს თუ მოკლეს.

მამა შურისძიების წყურვილით აივსო და გამტაცებლების ძებნა არ შეუჩერებია. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაადგინა კიდეც, 5 გამტაცებლის ვინაობა. ისინი ქართლის ერთი სოფლის მკვიდრნი იყვნენ. ამბობენ, რომ მამა ყოფილი „მხედრიონელი“ იყო და ვიღაცამ მასზე შური იძია.

მას შემდეგ, რაც მამამ შვილის გამტაცებლებს მიაგნო, ერთი მათგანი უკვალოდ დაიკარგა. ვერც მკვდარს მიაგნეს და ვერც ცოცხალს, მინდორში სამუშაოდ წასულს. რამდენიმე თვის შემდეგ, იმავე სოფლიდან მეორე მამაკაცი დაიკარგა, რომლის ცხედარსაც დიდი ხნის შემდეგ, ტყეში გადააწყდნენ და ცხოველებისგან შეჭმული ტანისამოსის ნაფლეთებით ამოიცნეს.

მას კიდევ ორი ადამიანის გაუჩინარება მოჰყვა და ისინიც უგზოუკვლოდ დაიკარგნენ… როგორც ჩანს, მეხუთე გამტაცებელი მიხვდა, რომ მის გარშემო მისივე თანამზრახველები იკარგებოდნენ  და ვიდრე მასაც მიაკითხავდა შურის მაძიებელი, თავს უშველა და საქართველო დატოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ლაშხი – ვნახეთ, როგორ იყო ჩართული ბაჩო ახალაია ქვეყნის დამხობის მცდელობებში, ამის არაერთი ფაქტი არსებობს

ბაჩო ახალაიას პასუხები კიდევ ერთი ცინიზმია მოსახლეობის მიმართ, მას ხალხის წინააღმდეგ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი და ეს ცნობილია კიდეც. იმედია, ის ამ ყველაფერზე პასუხს აგებს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.ლაშხის თქმით, მისი განცხადებები აბსურდულია და ხალხის დაცინვაა.„ვნახეთ, თუ როგორ იყო ჩართული ბაჩო ახალაია ქვეყნის დამხობის მცდელობებშიც. ამის არაერთი ფაქტი არსებობს. იმედია, სასამართლო მტკიცებულებების საფუძველზე შესაბამისს გადაწყვეტილებას გამოიტანს“, – განაცხადა ლაშხმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა, თამარ წერეთელმა და საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტსა და ასოციაციას შორის თანამშრომლობის მიზანია სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და საწარმოო პრაქტიკის ორგანიზებას, თანამედროვე ავტოინდუსტრიის მოთხოვნებზე მორგებული უნარ-ჩვევების განვითარებას და რეალურ სამუშაო გარემოში ჩართულობას.მემორანდუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საკადრო პოტენციალის გაძლიერება, კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა ასოციაციის წევრ კომპანიებში.მხარეები ერთობლივად იმუშავებენ საგანმანათლებლო და პრაქტიკული პროგრამების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ ჩამოყალიბებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას შრომის ბაზარზე.სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, მხარეები დეკლარირებენ ერთობლივ საქმიანობას, რომელიც ორიენტირებულია, რომ მომავალმა ინჟინრებმა და პროფესიონალებმა ავტო და ტექნოლოგიურ სექტორებში ინოვაციური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება და პრაქტიკული გამოცდილება შეიძინონ.როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, დასაქმების მხარდაჭერის გარდა, შეთანხმება შესაძლებელს ხდის სტუდენტებმა სტაჟირება რეალურ ბიზნესგარემოში გაიარონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე.„მნიშვნელოვანია სტუდენტების პროფესიული მომზადება ისეთ სტანდარტებთან შესაბამისობაში, რომლებიც პასუხობს თანამედროვე ავტოიმპორტისა და სატრანსპორტო ინდუსტრიის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს. მიმდინარე თანამშრომლობა საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციასთან არის სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან შერწყმას, ასევე სტუდენტთა უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი პროფესიული კომპეტენციის გაძლიერებასა და სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია სტაჟირების პროგრამების და პრაქტიკული კომპონენტის გააქტიურება, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს ქმედითად ჩაერთონ თანამედროვე ტექნოლოგიურ და საინჟინრო პროცესებში, მიიღონ გამოცდილება რეალურ საწარმო გარემოსა და დროში დაეუფლონ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია მათი პროფესიული ზრდისთვის. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებას, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვანი როლს შეასრულებენ ქვეყნის სატრანსპორტო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სექტორებში. ჩვენ ვხედავთ ამ პროცესს როგორც მრავალწახნაგოვან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც გაძლიერდება ერთობლივი პრაქტიკული პროექტებით, კვლევებით და პროფესიული აქტივობებით“, - აცხადებს თამარ წერეთელი.სტუ-ის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოაწყობენ ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გავრცელებას სტუდენტთა შორის და მხარს დაუჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიების ჩატარებას საუნივერსიტეტო სივრცეში.გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ბაზარზე არსებული აქტუალური ვაკანსიებისა და კარიერული განვითარების პროგრამების შესახებ, ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებელთან და გაიარონ კონსულტაციები, განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის.

რა მდგომარეობაა ამ წუთისთვის რიკოთის გზა – თბილისისკენ მიმავალი !

რიკოთის გზა - თბილისისკენ მიმავალი ! გვირაბში 1 ზოლად გაჩერებულია მოძრაობა ვიმც აქეთ მოდიხართ გვირაბებში ნელა შემოდით !!!

მიხეილ ცაგარელის 2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი წელი ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს - მიხეილ ცაგარელის 2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი:ვერძი – ვერძებისთვის წარმატების მთავარი სივრცე 2026 წელს სამშობლოა. რეკომენდებულია მეტი დრო გაატაროთ საკუთარ ქვეყანაში. უცხოეთში გამგზავრება არ არის აკრძალული, თუმცა ძირითადი წარმატება სწორედ სამშობლოში გელით. შესაძლებელია მემკვიდრეობითი საკითხების წარმატებით გადაწყვეტა. საოჯახო და სანათესავო ურთიერთობებში სტაბილურობა დამყარდება, თუმცა აუცილებელია ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება, რაც მეტ წარმატებას მოგიტანთ. წლის მეორე ნახევარი სიყვარულის პერიოდია. ვერძს შეუძლია შეხვდეს ახალ სიყვარულს ან უკვე არსებული ურთიერთობა განავითაროს და გააღრმაოს.კურო – წლის პირველ ნახევარში, ივლისის ბოლომდე, კუროებს მეტი გარჯა და აქტიურობა დასჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ სიმშვიდე გიყვართ, სამყარო თქვენგან ითხოვს ზეაქტიურობას, მრავალფეროვან კონტაქტებს, ურთიერთობებს, მგზავრობას, მოგზაურობას, მეზობლებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან აქტიურ კავშირს, ასევე სწავლასა და განვითარებას. წლის მეორე ნახევარში შეგიძლიათ დამშვიდდეთ, არ იჩქაროთ და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ. თუ ჩართული ხართ მასმედიის სფეროში, ეს მიმართულება ერთ-ერთ მთავარ წარმატების ფაქტორად იქცევა.ტყუპები – ტყუპებისთვის 2026 წელი საინტერესოა, რადგან 26 აპრილიდან მოულოდნელობების მმართველი პლანეტა ურანი შვიდი წლით გადადის თქვენს ზოდიაქოში. ეს მოულოდნელ ცვლილებებსა და სიახლეებს მოიტანს, თუმცა თქვენთვის სიახლეები უცხო არ არის. ფინანსური თვალსაზრისით წელი ხელს უწყობს მატერიალურ მოზიდვას, ბიზნესში ჩართვას და ადრეული საქმიანობიდან დივიდენდების მიღებას. წლის პირველ ნახევარში აუცილებელია სიფრთხილე. თუ გსურთ წარმატება, უარი თქვით ფლირტზე და გამოიჩინეთ სრული ერთგულება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტები არ არის გამორიცხული. 

ტრამპი: პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ მის რეზიდენციას დაესხნენ – ეს არ არის კარგი, ერთია შეურაცხყოფაზე იყო გადასული, მაგრამ სულ სხვაა მის სახლზე თავდასხმა, ამის...

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა სცადა.„არ მომწონს. ეს არ არის კარგი. ამის შესახებ დილით გავიგე. იცით ვინ მითხრა? პრეზიდენტმა პუტინმა. თქვა, რომ მას თავს დაესხნენ. ეს არ ვარგა. არ დაგავიწყდეთ, მე შევაჩერე „ტომაჰავკები“, რადგან ეს არ მსურდა. ახლა ფაქიზი პერიოდია. ამისათვის შესაფერისი დრო არ არის. ერთია შეურაცხყოფაზე იყო გადასული, მაგრამ სულ სხვაა მის სახლზე თავდასხმა. მსგავსი რამის გასაკეთებლად ახლა შესაფერისი დრო არ არის და ეს არ შეიძლება გაკეთდეს. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინისგან გავიგე და ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვიყავი“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა დაუშვა, რომ „შესაძლებელი“ იყო ბრალდება მცდარი ყოფილიყო და მსგავსი თავდასხმა საერთოდ არ მომხდარიყო, თუმცა შემდეგ დასძინა: „გავარკვევთ. მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა ამ დილით მითხრა, რომ ეს მოხდა“.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში რუსეთის პოზიცია გადაიხედება კიევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის ფონზე.ლავროვმა აღნიშნა, რომ 29 დეკემბრის ღამეს ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი.მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ყველა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ამ რეზიდენციას უტევდა.

ბოლო სიახლეები