სამშაბათი, მაისი 27, 2025

დღეს ,,ქართული ოცნება” – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე აქვს

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე  და არასმთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი,დღეს იუბილარია, იგი 58 წლის გახდა. ბიძინა ივანიშვილი 1956 წლის 18 თებერვალს ჭორვილაში დაიბადა.

ივანიშვილი საქართველოში 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა.

2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რის შემდეგაც 25 ოქტომბერს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილი დაპირებისამებრ თანამდებობიდან გადადგა და სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა და სამოქალაქო საზოგადოება “მოქალაქე” დააფუძნა.

ყოფილმა პრემიერმა 35 წლის ასაკში ეკატერინე ხვედელიძეზე იქორწინა. ივანიშვილს ჰყავს 4 შვილი – უტა, ბერა, ცოტნე და გვანცა. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მან რუსეთში ყველა აქტივი გაყიდა, არის ნახატების კოლექციის მფლობელი. ივანიშვილი ამჟამად თბილისში ცხოვრობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ერთი წერილის ადრესატი იყო ხალხი, პრეზიდენტ ტრამპის წერილში საუბარია მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე, ეს დუბლირება წარმოაჩენს ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“...

აშშ-ის ერთი წერილის ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და ამ დროს, პრეზიდენტ ტრამპის წერილში პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე პირდაპირ საუბარია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე, ეს დუბლირება წარმოაჩენს ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის დაპირისპირებას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.კობახიძის თქმით, მოხარულია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ.„საინტერესოა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი. ერთი გამოიგზავნა თავდაპირველად სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. პირველი წერილი იყო დაწერილი „დიფ სთეითის“ მიერ და მეორე წერილი იყო შედგენილი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავება. ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. სხვანაირად შეუძლებელია ახსნა, როგორ შეიძლება, ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში. ერთი წერილი, პრაქტიკულად, არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქედან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ, როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, ადრესატი იყო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით. ჩვენ ვისაუბრეთ დახურულ წერილზე და შემდეგ გავაგზავნეთ ღია წერილი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, ჩემი სახელით გაიგზავნა ეს წერილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.

ირაკლი კობახიძე – მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით

მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.კობახიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტიდან გამოგზავნილი პირველი წერილი რადიკალურად განსხვავდება მიხეილ ყაველაშვილის სახელზე პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოსული წერილისგან.ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს წარმოაჩენს დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის.„საინტერესოა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი. ერთი გამოიგზავნა თავდაპირველად სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. პირველი წერილი იყო დაწერილი „დიფ სთეითის“ მიერ და მეორე წერილი იყო შედგენილი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავებაა. ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. სხვანაირად შეუძლებელია ახსნა, როგორ შეიძლება, ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში. ერთი წერილი, პრაქტიკულად, არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქედან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას; ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, ადრესატი იყო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს დუბლირება ერთისა და იმავე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით. ჩვენ ვისაუბრეთ დახურულ წერილზე და შემდეგ გავაგზავნეთ ღია წერილი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, ჩემი სახელით გაიგზავნა ეს წერილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.

ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება

ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი, ასევე არიან დაშავებულები. ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას.კერძოდ, შანდუნის პროვინციაში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 19, ექვსი კი დაკარგულად ითვლება.შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაიგზავნა. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცის თანახმად, ქარხანა პესტიციდებსა და ფარმაცევტულ პროდუქტებს აწარმოებს.მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აფეთქებამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ამ დროისთვის აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

“წიგნის ფუნქცია დაიკარგა. ამას ხელს სკოლაც უწყობს. შეიძლება, ბავშვი უმაღლეს სასწავლებელში ისე ჩაირიცხოს, წაკითხული არ ჰქონდეს ილია, აკაკი, ვაჟა, “ვეფხისტყაოსანი”? – ენათმეცნიერი განათლების სისტემაში...

ენათმეცნიერი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი გადაცემაში "შემდეგი გაჩერება" განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბევრ სტუდენტს ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო პროგრამიდან ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვს:- უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის პირველ კურსზე, ქართულ ენას ვასწავლი. ზოგჯერ, კლასიკური ნაწარმოებიდან წინადადება მიმაქვს, სტუდენტს დავაწერინებ და ვთხოვ, რომ სიტყვა, არსებითი სახელი გაარჩიოს: "ვინ" ჯგუფის არის თუ "რა" ჯგუფის? სულიერია თუ უსულო? საკუთარია თუ საზოგადო? ეს რომ თქვას, ბავშვმა იმ სიტყვის შინაარსი უნდა იცოდეს. ელემენტარული ქართული სიტყვა არ იცის. სერი, ჩირგვი, ბუჩქი რა არის - ასეთი რაღაცები უჭირთ. საოცრებაა... ძალიან მძიმე დღეში ვართ. წიგნის ფუნქცია დაიკარგა. მაგრამ, ამას ხელს სკოლაც უწყობს. შეიძლება, ბავშვმა სკოლა ისე დაამთავროს და უმაღლეს სასწავლებელში ისე ჩაირიცხოს, რომ მას წაკითხული არ ჰქონდეს ილია, აკაკი, ვაჟა, "ვეფხისტყაოსანი" და უმაღლესი შეფასება მიიღოს? ეროვნულ გამოცდაზე ორ თემას - ერთს პროგრამულს, მეორეს კი არაპროგრამულს სთავაზობენ და ეუბნებიან, რომ იმის მიხედვით თემა დაწეროს. არასაპროგრამოდან ტექსტია მოცემული და კითხვების მიხედვით იქვე წაიკითხავს და დაწერს. ეს ძალიან მარტივია. ბავშვს "ვეფხისტყაოსნიდან" ვეკითხები, სადაურია როსტევანი. შეიძლება, სკოლადამთავრებულმა სტუდენტმა თქვას, რომ არ იცის, როსტევანი რომელი ქვეყნის წარმომადგენელია?! "იყო არაბეთს როსტევან" - პირველივე ფრაზაა. კითხვაზე, რომელ საუკუნეში დაწერა ილია ჭავჭავაძემ "აჩრდილი", მე-5, მე-6, მე-9... ყველა საუკუნეს ასახელებენ. ეს უბედურება გვჭირს. თუ სასკოლო განათლებას ხელი სერიოზულად არ მოვკიდეთ, არაფერი გვეშველება. ბავშვებს ვეუბნები, რომ დაასრულონ ფრაზა: "ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტო..." ნახევარზე მეტს გაგონილი არ აქვს. საოცრება...თინეიჯერებისათვის ერთი წიგნი გამოვეცი. დავაწერე: ნინველთათვის და ყრმათათვის. "ნინველი" საოცრად ლამაზი სიტყვაა და სულხან-საბა ორბელიანს პირდაპირ აქვს განმარტებული, რომ ასე 11-დან 20 წლამდე ადამიანებს ჰქვია. ყრმა კი - 20-დან 30 წლამდე ადამიანებს. ძალიან მწყდება გული, რატომ დამჭირდა, რომ სიტყვა "თინეიჯერი" გამომეყენებინა? "მეოხებით" შესანიშნავი სიტყვაა, რატომ უნდა დამჭირდეს სიტყვა "სპონსორი"? ქართული სახელები, თვეების, დღეების სახელები დაიკარგა. ეს ყველაფერი ჩვენი დაუდევრობით ხდება.

წნორში, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი, გიორგი ბენაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მერაბ კოსტავას ეროვნულ  მოღვაწეობაზე ისაუბრეს.ბიუსტის ავტორია,  მოქანდაკე ვალერიან ჯიქია.ბიუსტის გახსნის ღონისძიებაზე წნორის მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში,  ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

ბოლო სიახლეები