მარნეულში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს.
MarneuliNews.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა ჩაის სახლის ეზოში მოხდა. დაჭრილები შუახნის მამაკაცები არიან. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.