აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპამ რუსულ ნავთობზე და გაზზე უფრო მეტი ფული დახარჯა, ვიდრე უკრაინის თავდაცვაზე.
ამის შესახებ ტრამპი „თრუს სოშიალზე“ წერს.
„ევროპამ გაცილებით მეტი ფული დახარჯა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე – ბევრად მეტი“, – წერს ტრამპი.