შაბათი, მარტი 1, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, თუმცა საჭიროა გულწრფელი და პირდაპირი მიდგომა, რათა საერთო მიზნები რეალურად გვესმოდეს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხისტი დიალოგის მიუხედავად, აშშ და უკრაინა სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან. ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, თუმცა „საჭიროა გულწრფელი და პირდაპირი მიდგომა“, რათა საერთო მიზნები რეალურად ესმოდეთ.

„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს. არავის სურს მშვიდობა ჩვენზე მეტად, ჩვენ ვცხოვრობთ ამ ომში. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის.

როგორც ერთხელ პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „მშვიდობა არ არის ომის არარსებობა“. ჩვენ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაზე ვსაუბრობთ – თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზე. ცეცხლის შეწყვეტა პუტინთან არ იმუშავებს. მან 25-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა გასული ათი წლის განმავლობაში. რეალური მშვიდობაა გამოსავალი“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„რთული იქნება აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, მაგრამ ჩვენ ვერ დავკარგავთ ნებას, თავისუფლებას ან ჩვენს ხალხს. უკვე ვნახეთ, თუ როგორ შემოვიდნენ რუსები ჩვენს სახლებში და დახოცეს უამრავი ადამიანი. არავის სურს ოკუპაციის ახალი ტალღა. ჩვენ თუ არ მიგვიღებენ ნატო-ში, დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიების მკაფიო სტრუქტურა ჩვენი მოკავშირეებისგან აშშ-ში“, – წერს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის ლიდერი მზადყოფნას გამოთქვამს მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.

„ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ მინერალების შესახებ შეთანხმებას და ეს იქნება პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, მაგრამ ეს არასაკმარისია. ამაზე მეტი გვჭირდება. ცეცხლის შეწყვეტა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე სახიფათოა უკრაინისთვის. უკვე სამი წელია, ვიბრძვით, უკრაინელ ხალხს სჭირდება, იცოდეს, რომ ამერიკა ჩვენ გვერდითაა“, – აღნიშნავს უკრაინის ლიდერი.

ზელენსკის თქმით, ევროპა მზად არის გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის და მზადაა, გაუწიოს ფინანსური დახმარება უკრაინულ არმიას, „მაგრამ უსაფრთხოების გარანტიების განსასაზღვრად ამერიკის როლია საჭირო, თუ რა სახის, რა მოცულობის იქნება ის და როდის“.

„უსაფრთხოების გარანტიები როდესაც გვექნება, შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ რუსეთთან, ევროპასა და აშშ-თან დიპლომატიაზე“, – წერს ზელენსკი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მაკრონმა უკრაინის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარი გამართა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას და ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ტელეფონით ესაუბრა.ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.ელისეის სასახლის ცნობით, მოლაპარაკებები ლონდონში ხვალ დაგეგმილი ევროპელი ლიდერების სამიტისთვის, ასევე 6 მარტს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტისთვის მომზადების ნაწილი იყო.

რიჩარდ გრენელი აცხადებს, რომ კაია კალასს აშშ-ში „რეჟიმის ცვლილება სურს“

სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი აცხადებს, რომ კაია კალასს ამერიკაში „რეჟიმის ცვლილება სურს“.ამის შესახებ რიჩარდ გრენელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.ამგვარად გრენელი გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც, თავისუფალ მსოფლიოს ახალი ლიდერი სჭირდება.თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის კამათის შემდეგ, კაია კალასმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და დაწერა: „დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება“. 

ტრამპმა შესაძლოა უკრაინას მთლიანი დახმარება შეუჩეროს – NYT

აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს იყო დაფინანსებული და ნებადართული შესაძლოა მთლიანად შეჩერდეს, - წერს New York Times-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.დახმარებაში შედის საბრძოლო მასალები, აღჭურვილობა, სამხედროების და პილოტების სწავლება-მომზადება, სადაზვერვო მონაცემების მიწოდება, „ქოლ-ცენტრის" განთავსება, რომელიც საერთაშორისო დახმარებას კურირებს აშშ-ის ბაზაზე გერმანიაში.პენტაგონში განაცხადეს, რომ დარჩენილია 3,85 მილიარდი დოლარი იმ თავდაცვის სამინისტროს დანაზოგიდან, რომლის ამოღების უფლება კონგრესმა გასცა. ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციიდან განაცხადა, რომ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში უკრაინა მიიღებს იმ იარაღს, რომელიც მან ამერიკული თავდაცვითი კომპანიებისგან შეიძინა.გამოცემა აღნიშნავს, რომ მთელი ომის განმავლობაში უკრაინა დამოკიდებული იყო აშშ-ის იარაღისგან და ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ იარაღის მიწოდების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.„ცხადია, რომ უკრაინელი ჩინოვნიკები ხვდებოდნენ თუ რა იდო სასწორზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ში, და ზელენსკიმ სწრაფად დაიწყო შეთანხმებული კამპანია შემდეგი ამერიკის პრეზიდენტის გულის მოსაგებად იმის იმედად, რომ მისი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდებოდა“, - აღნიშნულია სტატიაში.ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოვალურ კაბინეტში მომხდარი კამათის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას შესაძლოა ირიბი მხარდაჭერაც კი შეუწყვიტოს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ოპერაციებს გავაგრძელებთ, თუ დაპირებები არ შესრულდება, ქვას ქვაზე და მხრებზე თავებს არ დავტოვებთ, ვიდრე ბოლო ტერორისტი...

თურქეთი განაახლებს ოპერაციას „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ, თუ დაჯგუფების განიარაღების პროცესი შეფერხდება ან დაპირებები არ შესრულდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.ერდოღანის თქმით, თურქეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ ცეცხლის შეწყვეტისკენ ნაბიჯებს დგამს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის.„ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში თურქეთი არის ყველაზე ძლიერი, ქმედუნარიანი და მდგრადი ქვეყანა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. მოცემული დაპირებები თუ არ შესრულდება და იქნება პროცესის აღმოსავლურ ხრიკებში გადაზრდის მცდელობები, როგორიცაა შეჩერება, გადავადება, მოტყუება, სახელების შეცვლა, ნუ დაგვაბრალებთ, რაც მოხდება. ჩვენ გავაგრძელებთ მიმდინარე ოპერაციებს საჭიროების შემთხვევაში, ქვას ქვაზე და მხრებზე თავებს არ დავტოვებთ, ვიდრე ბოლო ტერორისტი არ განადგურდება“, – განაცხადა ერდოღანმა.დღეს „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“, რომელიც თურქეთის ხელისუფლებას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.„ქურთების მუშათა პარტიამ“ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც რამდენიმე დღის წინ პატიმრობაში მყოფმა მათმა ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა მხარდამჭერებს განიარაღებისა და თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ 40-წლიანი ბრძოლის დასრულებისკენ მოუწოდა.

ქართველ ფიგურულ მოციგურავეთა სპორტული წყვილი მსოფლიოს ჩემპიონია

თავისუფალ პროგრამაში წყვილმა 121,83 ქულა დაიმსახურა, მოკლე პროგრამაში - 69,18 , ორი პროგრამის შედეგად დაგროვილი 191,01 ქულით კი ოქროს მედალი მოიპოვა.2024 წელს ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ლუკა ბერულავამ იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი 2022 წელს მოიპოვა. მისი მეწყვილე კარინა საფინა იყო.ამავე ტურნირზე ინგა გურგენიძე დღეს თავისუფალი პროგრამით წარდგა და ორი პროგრამის ჯამში მოგროვებული 183.04 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. მოკლე პროგრამაში მან სეზონის საუკეთესო შედეგი 67,47 ქულა აჩვენა და მცირე ვერცხლის მედალი დაიმსახურა.ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს პირველობაზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები