შაბათი, მარტი 1, 2025

იაგო ხვიჩია – ზელენსკის ადგილას ვიტყოდი, რომ ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს ტრამპის ინიციატივაზე, რათა ქვეყანაში არჩევნები ჩავატაროთ, მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს

პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს პრეზიდენტ ტრამპის შესანიშნავ ინიციატივაზე, რათა ქვეყანაში არჩევნები ჩავატაროთ, რომ მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში თეთრ სახლში 28 თებერვალს გამართული შეხვედრის კომენტირებისას დაწერა.

იაგო ხვიჩიამ ჩამოთვალა ის მიზეზები, რისთვის გადაუხდიდა მადლობას დონალდ ტრამპს.

„გეტყვით, მე რას ვიზამდი პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას;

1. მადლობის გადავუხდიდი „ჯაველინებისთვის“ პირადად პრეზიდენტ ტრამპს;

2. მადლობას გადავუხდიდი ამერიკელ ხალხს იმისთვის, რომ გაგვაძლებინა იქამდე, სანამ უფრო პრინციპული, ეფექტური და საქმიანი პრეზიდენტი დაბრუნდა ამერიკაში, რომელიც აქამდე რომ ყოფილიყო თეთრ სახლში, ომი საერთოდ არ იქნებოდა (მნიშვნელოვანია ზუსტად ტრამპის ტერმინით თქმულიყო ეს);

3. გამოვხატავდი სიხარულს მინერალების შესახებ შეთანხმების თაობაზე და ვიტყოდი, რომ ეს არის პრეზიდენტის გენიალური გეგმა ჩემს ქვეყანაში როგორც უსაფრთხოების, ისე სამომავლოდ მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით;

4. ასევე დავეთანხმებოდი პრეზიდენტ ტრამპს იმაზე, რომ ევროპამ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს და ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს უკვე მომხდარი იქნებოდა;

5. ვიცე-პრეზიდენტსაც მადლობას გადავუხდიდი მისი რევოლუციური გამოსვლისათვის მიუნხენში;

6. ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს პრეზიდენტ ტრამპის შესანიშნავ ინიციატივაზე, რათა არჩევნები ჩავატაროთ ქვეყანაში და მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს;

7. მადლობას გადავუხდიდი გენიალურ ელონ მასკს „სტარლინკისთვის“ და იმისთვის, რასაც უკრაინისთვის აკეთებს;

P.S. შეხვედრაზე ,სადაც სამშვიდობოდ მეპატიჟებიან, მივიდოდი პიჯაკით. მოგეხსენებათ, დიდად დიპლომატი მე არ ვარ, მაგრამ ადეკვატურობა მხოლოდ ასე ქცევა მგონია, როცა იცი, თუ რა ხდება შენს ქვეყანაში“, – წერს იაგო ხვიჩია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეონა აქუბარდია – ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ბალანსის პოლიტიკის დარღვევა დამაზიანებელია იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია

თეთრ სახლში გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა არის ის ინტერესი, რომლის ირგვლივაც არის სრულიად დასავლეთი გაერთიანებული, რაც ჩვენთვისაც საერთოა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.მისი თქმით, მთავარია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა.„ეს მოლაპარაკებები არის დასაწყისი. გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა არის ის ინტერესი, რომლის ირგვლივაც არის სრულიად დასავლეთი გაერთიანებული, რაც, მათ შორის, ჩვენთვისაც საერთოა. ეს არის პროცესი და ამ პროცესში საბოლოო შედეგია მთავარი, ეს შედეგი უნდა იყოს ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა. თქვენ ნახეთ, რომ იმ მთავარი მიზნის ირგვლივ, რომელიც მშვიდობას უკავშირდება, პირველი საწყისი მოლაპარაკება გაიმართა. მოლაპარაკებები მარტივი ვერ იქნება იმ აგრესიის მასშტაბიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ახორციელებს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.მისი თქმით, რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, რეჟიმის მხრიდან ბალანსის პოლიტიკის დარღვევა დამაზიანებელია იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია.„რაც შეეხება ივანიშვილის „ოცნების“ პოზიციას, ბალანსის პოლიტიკის დარღვევა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არის დამაზიანებელი იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია. ბალანსის პოლიტიკა პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად არ დაურღვევია. მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე იკავებს ერთ მხარეს და უპირისპირდება მეორე მხარეს იმ საერთო მიზანში, რასაც ჰქვია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, ეს არის საფრთხის შემცველი იმ საერთო მიზნისთვის, რასაც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია, საფრთხის შემცველია ჩვენი საერთო ინტერესისთვის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

შსს – სოფელ სურებში მცხოვრები პირი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

მეხანძრე-მაშველებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებიდან ოზურგეთში, სამედიცინო დაწესებულებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაჰყავთ მამაკაცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს შინაგანი სისხლდენა ჰქონდა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის ექვს ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებული. ისინი შესული შეტყობინების შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ.

ანჯეი დუდა – ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.მისი თქმით, პოლონეთის ინტერესია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი იმგვარად დასრულდეს, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა.„ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მშვიდად დაჯდეს მაგიდასთან და შეთანხმდეს გამოსავალზე, რომელიც უკრაინას უფრო უსაფრთხოს გახდის. და ჩვენ, უკრაინის მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას დასაწყისიდანვე ვუჭერდით მხარს, დავუჭერთ მას მხარს უსაფრთხო და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში, რადგან ჩვენც დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მშვიდობაზე. ეს არის პოლონეთის ინტერესი, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი დასრულდეს და დასრულდეს იმგვარად, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა. ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი პირადი აზრით, ეს საჭიროებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ვინმეს ძალუძს ამ ომის დასრულება, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია და სხვა არავინ.

გაფრთხილება მძღოლებს! – ამ მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, თოვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში – შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს.ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი აზიარებს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „ასევე დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“.„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში.2022 წლის 1 მარტი. ომი ხუთი დღის დაწყებულია“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები