შაბათი, მარტი 1, 2025

გია ვოლსკი – აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ფლობს რესურსს, რომ პროცესები დადებითად განვითარდეს, ამას ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს, პირველ რიგში, უკრაინამ

ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ფლობს რესურსს, რომ პროცესები დადებითად განვითარდეს. რასაკვირველია, ამას ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს და, პირველ რიგში, უკრაინამ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, მოლაპარაკებებში შუამავლად ამერიკა გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ევროკავშირი, რადგან „რუსეთზე გავლენა ტრამპს გაცილებით მეტი ექნება“.

„მძიმე სიტუაციაა. ჩვენთვის დამატებითი განცდაა. ვხედავთ, რომ ვითარება საკმაოდ დაიძაბა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის გარკვეულ ნაწილს შორის. ვხედავთ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, საფრთხე და განსაცდელი ჯერ გავლილი არ არის. ამ საკითხებზე თუ დამატებითი ძალისხმევა არ იქნება დასავლელი პარტნიორებისგან, რათა ვითარება დაწყნარდეს და რეალური მოლაპარაკებების პროცესში გადავიდნენ, საქართველო მუდმივად ფრთხილად და იმის მოლოდინში უნდა იყოს, რომ საქართველოსთან მიმართებაში კვლავ აგრესია, „ ევროპის სახალხო პარტიის“ გააფთრებული შეტევები გაგრძელდება, ისევე როგორც ფულადი რესურსის მობილიზებაც. ყველას უნდა გვახსოვდეს, ვისაც სამხრეთ კავკასიის ბედი ედარდება – დღეს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ახალგაზრდებს განსაკუთრებით უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს მომავალი მათია და, აქედან გამომდინარე, ნგრევის სცენარში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. ამ პროცესის დადებით კალაპოტში დაბრუნებას ველოდებით. ადრე თუ გვიან ეს მიღწევადია, რადგან ამერიკას ამისთვის ყველანაირი რესურსი გააჩნია. ევროპას ის რესურსი არ გააჩნია, რომ უკრაინას იმდენი დახმარება აღმოუჩინოს, რომ თავის დაცვა შეძლოს, მაგრამ აქ საუბარი არ არის მხოლოდ პოლიტიკურ და სამხედრო კონტექსტზე, აქ საუბარია ადამიანების ბედზე, რადგან უკრაინა სერიოზული განადგურების პროცესშია იმ დახმარებითაც კი, რომლითაც ამერიკა და ევროპა ერთად უდგანან გვერდში. რუსეთსაც სერიოზული პრობლემები აქვს, სანქციები გაუგრძელა ტრამპმა. ასე რომ, მოლაპარაკების მაგიდასთან ვერავინ უნდა მივიდეს სრულად დარწმუნებული თავის უპირატესობაში. შუამავალი ამერიკა, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ევროკავშირი. რუსეთზე გავლენა ტრამპს გაცილებით მეტი ექნება. ზედაპირზე ამოვიდა ყველაფერი, რაც ადრე დამალული იყო ამ განცხადებების და მოქმედებების გამართლების კონტექსტში. ამბობდნენ ერთს, რეალურად სხვა პროცესები მიმდინარეობდა. საუბარია ენერგორესურსებზე, სასარგებლო წიაღისეულზე, მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე გავლენების გადანაწილებაზე და უშველებელ საფრთხეებზე, რაც კაცობრიობას ემუქრება. ეს ყველაფერი აშკარად ითქვა და ზემოთ ამოვიდა. უკანა მხარეს ბრტყელ-ბრტყელმა განცხადებებმა გადაინაცვლა, რომელიც თითქოსდა გამოხატავდა ინტერესებს ადამიანის უფლებების, ლგბტ უფლებების და გამჭვირვალობის თემაზე. ეს ყველაფერი მოგონილი საკითხებია იმისთვის, რათა თავისი გავლენები გაავრცელოს ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ ამა თუ იმ რეგიონში. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რესურს ფლობს, რომ ეს პროცესები დადებითად განვითარდეს. რასაკვირველია, ამას ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს და, პირველ რიგში, უკრაინამ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლაშა ოდიშარია ლატვიის სუპერთასის მფლობელია

ლაშა ოდიშარიას „რიგის ფუტბოლ სკოლა“ (რფს) ლატვიის სუპერთასისთვის „რიგას“ დაუპირისპრდა, 3:1 დაამარცხა და წლის პირველი ტიტულის მფლობელი გახდა.გასული წლის ნოემებრში რფს-მ ლატვიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამას გარდა, გუნდმა წარმატებით ითამაშა კონფერენს ლიგაზე, სადაც მთავარ ეტაპამდე გასვლა მოახერხა.საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი რფს-ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 78 წუთი ითამაშა.ანგარიში 36-ე წუთზე იანის იკაუნიეკსმა გახსნა, 73-ე წუთზე მოქმედი ჩემპიონის უპირატესობა სედრიკ კუადიომ გაზარდა, სამ წუთში დმიტრი ზელენკოვმა მესამე გოლი გაიტანა. „რიგის“ შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე რეგზას ანგარიშზეა.

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.პროკურატურა ბრალდებულისთვის 15 000-ლარიან გირაოს, დაცვის მხარე კი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.პროკურატურამ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ერთ ექიმს 28 თებერვალს წარუდგინა.გამოძიების მიხედვით, ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია. საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სასიკვდილო დოზაა.საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას გამოძიება  დოკუმენტების გაყალბებას ედავება.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, თუმცა საჭიროა გულწრფელი და პირდაპირი მიდგომა, რათა საერთო მიზნები რეალურად გვესმოდეს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხისტი დიალოგის მიუხედავად, აშშ და უკრაინა სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან. ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, თუმცა „საჭიროა გულწრფელი და პირდაპირი მიდგომა“, რათა საერთო მიზნები რეალურად ესმოდეთ.„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს. არავის სურს მშვიდობა ჩვენზე მეტად, ჩვენ ვცხოვრობთ ამ ომში. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის.როგორც ერთხელ პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „მშვიდობა არ არის ომის არარსებობა“. ჩვენ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაზე ვსაუბრობთ – თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზე. ცეცხლის შეწყვეტა პუტინთან არ იმუშავებს. მან 25-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა გასული ათი წლის განმავლობაში. რეალური მშვიდობაა გამოსავალი“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს.„რთული იქნება აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, მაგრამ ჩვენ ვერ დავკარგავთ ნებას, თავისუფლებას ან ჩვენს ხალხს. უკვე ვნახეთ, თუ როგორ შემოვიდნენ რუსები ჩვენს სახლებში და დახოცეს უამრავი ადამიანი. არავის სურს ოკუპაციის ახალი ტალღა. ჩვენ თუ არ მიგვიღებენ ნატო-ში, დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიების მკაფიო სტრუქტურა ჩვენი მოკავშირეებისგან აშშ-ში“, – წერს ზელენსკი.ამასთან, უკრაინის ლიდერი მზადყოფნას გამოთქვამს მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.„ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ მინერალების შესახებ შეთანხმებას და ეს იქნება პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, მაგრამ ეს არასაკმარისია. ამაზე მეტი გვჭირდება. ცეცხლის შეწყვეტა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე სახიფათოა უკრაინისთვის. უკვე სამი წელია, ვიბრძვით, უკრაინელ ხალხს სჭირდება, იცოდეს, რომ ამერიკა ჩვენ გვერდითაა“, – აღნიშნავს უკრაინის ლიდერი.ზელენსკის თქმით, ევროპა მზად არის გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის და მზადაა, გაუწიოს ფინანსური დახმარება უკრაინულ არმიას, „მაგრამ უსაფრთხოების გარანტიების განსასაზღვრად ამერიკის როლია საჭირო, თუ რა სახის, რა მოცულობის იქნება ის და როდის“.„უსაფრთხოების გარანტიები როდესაც გვექნება, შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ რუსეთთან, ევროპასა და აშშ-თან დიპლომატიაზე“, – წერს ზელენსკი.

“რეგიონებში სიღატაკეა, გაღატაკებული ადამიანის ყიდვა შესაძლებელია ერთ კილო კარტოფილად, ამიტომ, თითქოს ეს პროცესი უნდა მომხდარიყო, რომ მოქალაქეები ჩასულიყვნენ და ენახათ რა ხდება იქ” –...

"გაღატაკებული ადამიანის ყიდვა არის შესაძლებელი ერთ კილო კარტოფილად, ამიტომ, თითქოს ეს პროცესი უნდა მომხდარიყო იმიტომ, რომ მოქალაქეები ჩასულიყვნენ  და ენახათ რა ხდება იქ", - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, დიდთოვლობისგან მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრისას ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა.მისივე თქმით, გაბრაზება რეგიონში მცხოვრებ ადამიანებზე არჩევნებში 41-ის შემოხაზვისთვის "სიგიჟეა", რადგან ისინი "გააღატაკეს" და  "გაღატაკებული ადამიანის ყიდვა არის შესაძლებელი ერთ კილო კარტოფილად"."ჩვენ სულ ვამბობთ, რომ გვაკლია ინტეგრაცია დედაქალაქის რეგიონთან. ჩვენ არ ვიცით იმ ხალხს რა პრობლემები აქვს, ჩვენ როცა გვწყინს და მათზე ვამბობთ - რატომ შემოხაზე 41, ერთ კილო კარტოფილში რატომ გამცვალე? ვისზე ვლაპარაკობთ ხალხო, კადრები ხომ ნახეთ, ანუ ამ ხალხს ვეჩხუბებით რატომ გაგვცვალეს 41-ზე? სიგიჟეა, ჩვენ არ გვაქვს სწორი წარმოდგენა რა ხდება რეგიონებში, რა სიღატაკეა, როგორ გააღატაკეს - ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ რა, იმიტომ, რომ გაღატაკებული ადამიანის ყიდვა არის შესაძლებელი ერთ კილო კარტოფილად და იმას, ვისაც ეს სახლში აქვს, ვერ იყიდი. ამიტომ, არ ვიცი რამდენად სწორად გაიგებს ამას მაყურებელი, მაგრამ თითქოს ეს პროცესი უნდა მომხდარიყო იმიტომ, რომ მოქალაქეები ჩასულიყვნენ რეგიონებში და ენახათ თავის თვალით რა ხდება იქ, რომ ჩვენ საკითხი ხვალ სწორად დავინახოთ. ის კი არა, რომ შენ კარტოფილის გამო მე რატომ არ შემომხაზე, რეგიონში არის სიღატაკე, არის შიმშილი და ჩვენს ეს წინააღმდეგობაც იმიტომ გამოგვიგზავნა სამყარომ, რომ ეს გადაგველახა და ამ ადამიანებამდე მივსულიყავით და გვენახა, სინამდვილეში რა რეალობაში უწევთ ცხოვრება.ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული, უმძიმესი პროცესია რაღაცების ხარჯზე, მაგრამ ეს პროცესი უფრო დიდს დაგვანახებს, უფრო სწორად ვიმოქმედებთ, ხვალ უფრო სწორად დავიგეგმებით და უფრო კარგ შედეგსაც მივიღებთ ამ ქვეყნისთვის", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

იაგო ხვიჩია – ზელენსკის ადგილას ვიტყოდი, რომ ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს ტრამპის ინიციატივაზე, რათა ქვეყანაში არჩევნები ჩავატაროთ, მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება...

პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს პრეზიდენტ ტრამპის შესანიშნავ ინიციატივაზე, რათა ქვეყანაში არჩევნები ჩავატაროთ, რომ მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში თეთრ სახლში 28 თებერვალს გამართული შეხვედრის კომენტირებისას დაწერა.იაგო ხვიჩიამ ჩამოთვალა ის მიზეზები, რისთვის გადაუხდიდა მადლობას დონალდ ტრამპს.„გეტყვით, მე რას ვიზამდი პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას;1. მადლობის გადავუხდიდი „ჯაველინებისთვის“ პირადად პრეზიდენტ ტრამპს;2. მადლობას გადავუხდიდი ამერიკელ ხალხს იმისთვის, რომ გაგვაძლებინა იქამდე, სანამ უფრო პრინციპული, ეფექტური და საქმიანი პრეზიდენტი დაბრუნდა ამერიკაში, რომელიც აქამდე რომ ყოფილიყო თეთრ სახლში, ომი საერთოდ არ იქნებოდა (მნიშვნელოვანია ზუსტად ტრამპის ტერმინით თქმულიყო ეს);3. გამოვხატავდი სიხარულს მინერალების შესახებ შეთანხმების თაობაზე და ვიტყოდი, რომ ეს არის პრეზიდენტის გენიალური გეგმა ჩემს ქვეყანაში როგორც უსაფრთხოების, ისე სამომავლოდ მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით;4. ასევე დავეთანხმებოდი პრეზიდენტ ტრამპს იმაზე, რომ ევროპამ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს და ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს უკვე მომხდარი იქნებოდა;5. ვიცე-პრეზიდენტსაც მადლობას გადავუხდიდი მისი რევოლუციური გამოსვლისათვის მიუნხენში;6. ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს პრეზიდენტ ტრამპის შესანიშნავ ინიციატივაზე, რათა არჩევნები ჩავატაროთ ქვეყანაში და მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს;7. მადლობას გადავუხდიდი გენიალურ ელონ მასკს „სტარლინკისთვის“ და იმისთვის, რასაც უკრაინისთვის აკეთებს;P.S. შეხვედრაზე ,სადაც სამშვიდობოდ მეპატიჟებიან, მივიდოდი პიჯაკით. მოგეხსენებათ, დიდად დიპლომატი მე არ ვარ, მაგრამ ადეკვატურობა მხოლოდ ასე ქცევა მგონია, როცა იცი, თუ რა ხდება შენს ქვეყანაში“, – წერს იაგო ხვიჩია.

ბოლო სიახლეები