შაბათი, მარტი 1, 2025

მარკო რუბიო – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ შეხვედრა თავისთვის ფიასკოდ აქცია და დრო დაგვაკარგინა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა. ამის შესახებ მარკო რუბიომ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტმა სახელმწიფო მდივანს უთხრა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპთან ბოდიში აქვს მოსახდელი და მარკო რუბიოს ჰკითხა, ფიქრობდა თუ არა ის საწინააღმდეგოდ.

„დიახ, რადგან თქვენ მხოლოდ დასასრული იხილეთ. თქვენ ნახეთ, რა მოხდა დღეს. თქვენ არ ხედავთ ყველაფერს, რამაც აქამდე მოგვიყვანა, ასე რომ, ნება მიბოძეთ, განვმარტო. პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო, მან ამაზე კამპანია აწარმოა. ის ფიქრობს, რომ ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო. მას სჯერა და მე ვეთანხმები, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს არასდროს მოხდებოდა. ახლა ჩვენ აქ ვართ. ის ცდილობს, ეს კონფლიქტი დაასრულოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვმარტეთ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი გეგმა, კერძოდ, ჩვენ გვსურს, რუსები მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ. ჩვენ გვინდა გამოვიკვლიოთ, არის თუ არა მშვიდობა შესაძლებელი. მათ ეს ესმით. მათ ასევე ესმით, რომ ის შეთანხმება, რომელიც დღეს უნდა გაფორმებულიყო, უნდა ყოფილიყო შეთანხმება, რომელიც ამერიკას ეკონომიკურად უკრაინასთან აკავშირებს, რაც, ჩემთვის, როგორც მე ავხსენი და ვფიქრობ ამაზე დღეს პრეზიდენტმაც მიანიშნა, არის უსაფრთხოების გარანტია, რადგან ჩვენ ვართ ჩართული; ეს ჩვენ ვართ, ჩვენი ინტერესები. ეს ყველაფერი იყო განმარტებული. ეს იყო გაგებული. ამის მიუხედავად, ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობაში იყო სირთულეები ამ აზრის მიტანასთან დაკავშირებით, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებში. თუმცა, მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა. ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ხუთი დღის წინ შეიძლებოდა, თუმცა მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა და უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიოდ გაცნობიერებული: ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ შექმნით სცენარს, სადაც თქვენ დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია. პრეზიდენტი ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა და შედეგად ეს დასრულდა მოსალოდნელი შედეგით. სამწუხაროა. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არის გზა, რომელიც მან აირჩია და გულწრფელად ვფიქრობ, ეს მის ქვეყანას აშორებს მშვიდობის მიღწევისგან, რაც საბოლოოდ პრეზიდენტს ტრამპს სურს, ეს არის ამ ომის დასრულება“, – განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ ეს შეხვედრა თავისთვის ფიასკოდ აქცია და ასევე იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დრო გაფლანგა იმ შეხვედრისთვის, რომელიც დასრულდა ისე, როგორც დასრულდა.

„ის არ უნდა შესულიყო იქ და გამხდარიყო ანტაგონისტი. ყველაფერი ლიანდაგებიდან გადავიდა, როდესაც მან ვიცე-პრეზიდენტს უთხრა: ნება მომეცით, დაგისვათ შეკითხვა, რა დიპლომატიაზე მესაუბრებით?“ – თქვა რუბიომ.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პუტინის ნდობა ასეთ მოლაპარაკებებში, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მთელი თავისი ცხოვრება დებდა გარიგებებს და არ აპირებს ისეთი გარიგების დადებას, რომელიც ნამდვილი არ იქნება.

„მე გუშინ იქ ვიყავი, როდესაც პრეზიდენტმა მედიასთან თქვა, რომ ჩვენი მიდგომა იქნება – ენდე, მაგრამ გადაამოწმე. პრეზიდენტი ტრამპი გარიგებებს დებდა მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, ის არ აპირებს, იყოს ჩათრეული რაღაც გარიგებაში, რომელიც არ არის რეალური გარიგება. ჩვენ ყველას გვესმის ეს. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, შესაძლებელია თუ არა მშვიდობა. სხვაგვარად როგორ დასრულდება ეს ომი? მე კითხვას ვსვამ: რა არის ევროპული გეგმა ამ ომის დასასრულებლად? მე შემიძლია, გითხრათ, რა მითხრა ერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მე არ დავასახელებ, ვინ იყო ის, თუმცა მან მითხრა, რომ ომი გაგრძელდება კიდევ ერთ წელს და მაშინ რუსეთი იქნება ისეთი დასუსტებული, რომ მშვიდობას შეეხვეწება. ეს არის მკვლელობის, გარდაცვალების, განადგურების კიდევ ერთი წელი და ჩემი აზრით, არ არის ძალიან რეალისტური გეგმა“, – თქვა რუბიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იაგო ხვიჩია – ზელენსკის ადგილას ვიტყოდი, რომ ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს ტრამპის ინიციატივაზე, რათა ქვეყანაში არჩევნები ჩავატაროთ, მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება...

პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს პრეზიდენტ ტრამპის შესანიშნავ ინიციატივაზე, რათა ქვეყანაში არჩევნები ჩავატაროთ, რომ მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში თეთრ სახლში 28 თებერვალს გამართული შეხვედრის კომენტირებისას დაწერა.იაგო ხვიჩიამ ჩამოთვალა ის მიზეზები, რისთვის გადაუხდიდა მადლობას დონალდ ტრამპს.„გეტყვით, მე რას ვიზამდი პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას;1. მადლობის გადავუხდიდი „ჯაველინებისთვის“ პირადად პრეზიდენტ ტრამპს;2. მადლობას გადავუხდიდი ამერიკელ ხალხს იმისთვის, რომ გაგვაძლებინა იქამდე, სანამ უფრო პრინციპული, ეფექტური და საქმიანი პრეზიდენტი დაბრუნდა ამერიკაში, რომელიც აქამდე რომ ყოფილიყო თეთრ სახლში, ომი საერთოდ არ იქნებოდა (მნიშვნელოვანია ზუსტად ტრამპის ტერმინით თქმულიყო ეს);3. გამოვხატავდი სიხარულს მინერალების შესახებ შეთანხმების თაობაზე და ვიტყოდი, რომ ეს არის პრეზიდენტის გენიალური გეგმა ჩემს ქვეყანაში როგორც უსაფრთხოების, ისე სამომავლოდ მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით;4. ასევე დავეთანხმებოდი პრეზიდენტ ტრამპს იმაზე, რომ ევროპამ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს და ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს უკვე მომხდარი იქნებოდა;5. ვიცე-პრეზიდენტსაც მადლობას გადავუხდიდი მისი რევოლუციური გამოსვლისათვის მიუნხენში;6. ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს პრეზიდენტ ტრამპის შესანიშნავ ინიციატივაზე, რათა არჩევნები ჩავატაროთ ქვეყანაში და მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს;7. მადლობას გადავუხდიდი გენიალურ ელონ მასკს „სტარლინკისთვის“ და იმისთვის, რასაც უკრაინისთვის აკეთებს;P.S. შეხვედრაზე ,სადაც სამშვიდობოდ მეპატიჟებიან, მივიდოდი პიჯაკით. მოგეხსენებათ, დიდად დიპლომატი მე არ ვარ, მაგრამ ადეკვატურობა მხოლოდ ასე ქცევა მგონია, როცა იცი, თუ რა ხდება შენს ქვეყანაში“, – წერს იაგო ხვიჩია.

საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არის არალეგიტიმური პროცესი – ლევან მგალობლიშვილი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ე.წ. არჩევნები არის არალეგიტიმური პროცესი, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული.„საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არის არალეგიტიმური პროცესი, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას წარმოადგენს.მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და პარტნიორი ქვეყნები ოკუპაციის შედეგად შექმნილ რეალობას ობიექტურად აფასებენ და აგრძელებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. აღნიშნული საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდზეც“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

ჯონდი ბაღათურია: აი, ასე ღიად და აშკარად ცდილობენ დიდი ომის გაჩაღებას და ასე ცდილობდნენ ჩვენთანაც ახლა თუ წარმოგიდგენიათ რა ხდებოდა და როგორი ტონალობით ლაპარაკობდნენ...

ზელენსკის საქციელი ნახეთ ალბათ ტრამპის კაბინეტში ხო?!ახლა თუ წარმოგიდგინიათ რა ხდებოდა და როგორი ტონალობით ლაპარაკობდნენ "ომის პარტიის" ემისრები ჩვენი მთავრობის კაბინეტებში, განსაკუთრებით რა გაიარა ივანიშვილმა?! კარგად დააკვირდით რა მოხდა:კაცი ჩავიდა, უფრო ზუსტად გააგზავნეს ამერიკაში და ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარ კაბინეტში სკანდალი მოუწყო, ჟურნალისტების თანდასწრებით ღიად, აშკარად და უკიდურესად თავხედურად მოითხოვდა, "კაჩაობდა" ომში უნდა ჩაერთოო . . .ზელენსკის ამ ვიზიტს, წინ უსწრებდა "ომის პარტიის" კიდევ ორი ემისარი, მაკრონი და სტარმერი, ორთავე ზუსტად ასე, თუმცა შედარებით დიპლომატიურ ტონალობაში, ითხოვდა იგივეს : "ჩვენს ჯარს "სამშვიდობო ჯარს" დავარქმევთ და მშვიდობის სახელით დავეხმარებით უკრაინას, ანუ ომში ჩავერთვებითო, ოღონდ რუსები თუ თავს დაგვესხმებიან შენ უნდა დაგვეხმაროო" . . . ეს არ არი ახლა ომში "დაპატიჟება"ჰოდა ამ თავხედურ "თხოვნას", თუ "საომრად მიპატიჟებას", ტრამპმა საკმაოდ გონებამახვილური სარკაზმით უპასუხა, გთავაზობთ ციტატას: "რუსები თავს თუ დაგესხმებიან დახმარება აღარ დაგჭირდებათო" . . .ასეთმა დამცინავმა პასუხმა გასაგები გახადა რომ ტრამპი თავისი ნებით ომში არ ჩაერთვებოდა, ამიტომ ასპარეზზე გამოიყვანეს "ყველაფრისმქნელი" ზელენსკი და ისტორიაში არავის რომ არ "უქნია" ისეთი რამე "აქნევინეს" . . .აი, ასე ღიად და აშკარად ცდილობენ დიდი ომის გაჩაღებას და ასე ცდილობდნენ ჩვენთანაც . . .დიდება და მადლობა უფალს რომ აგვარიდა ომს და ერთად ვთხოვოთ რომ მშვიდობა მოგვცესP.S. ახლა კიდევ უფრო მეტად დავაფასე ივანიშვილის და საერთოდ მთავრობის საქციელი ღმერთო დალოცე და აკურთხე, გააძლიერე და გადაარჩინე თავის ოჯახთან ერთად, ყველა ვინც ღმერთს, სამშობლოს და ხალხს არ უღალატა" - წერს ჯონდი ბაღათურია.

რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი გარდაიცვალა

გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი. ინფორმაციას ამის შესახებ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ავრცელებს.„ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინკსკი იყო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე, მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სამძიმარს უცხადებს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს“, – წერს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სოციალურ ქსელში.ნუგზარ ბაგრატიონი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში 1975 და 1980-1984 წლებში. ამასთან, 1991-1994 წლებში ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში, 1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან კი – კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი.ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის განხორციელებული აქვს შემდეგი დადგმები: მიშელ ფერმოს „კარებს აჯახუნებენ“, მიხეილ მრევლიშვილის „წამება დედოფლისა“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, გურამ დოჩანაშვილის „აღდგენითი სამუშაოები“, ნოდარ დუმბაძის „ასტვაც ინჩუ ჰამარ“, გურამ დოჩანაშვილის „ჰარალეთი, ჰარალეთი“, გურამ დოჩანაშვილის „მხოლოდ ერთი კაცი“, ანზორ სალუქვაძის „ნანილი“, გურამ დოჩანაშვილის „მფრინავი ხვლიკი ქართულა“ და სხვ.ამასთან, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის შესრულებული აქვს ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში „ღიმილის ბიჭები“.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მნიშვნელოვანია, უკრაინის ხმა ისმოდეს და ეს ხმა არავის დაავიწყდეს, ომის დროს თუ მის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, უკრაინის ხმა ისმოდეს და ეს ხმა არავის დაავიწყდეს, ომის დროს თუ მის შემდეგ.ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.„მნიშვნელოვანია, უკრაინის ხმა ისმოდეს და ეს ხმა არავის დაავიწყდეს ომის დროს თუ მის შემდეგ. მნიშვნელოვანია, უკრაინელმა ხალხმა იცოდეს, რომ მარტო არ არიან, რომ მათი ინტერესები თითოეულ ქვეყანაში, მსოფლიოს თითოეულ კუთხეშია წარმოდგენილი“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში უკრაინულ სათვისტომოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეებს მხარდაჭერისა და ქვეყნის სასიკეთოდ გაღებული ძალისხმევისთვის.

ბოლო სიახლეები