პარასკევი, თებერვალი 28, 2025

გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიცია ხელისუფლებას ამუნათებდა, რუსეთს სანქციებს რატომ არ უწესებთო და „ლელო“-მ საარჩევნო პროგრამაში ჩადო, რუსეთს ვიზები გავუუქმოთო

ოპოზიცია ხელისუფლებას ამუნათებდა, რუსეთს სანქციებს რატომ არ უწესებთო და „ლელო“-მ საარჩევნო პროგრამაში ჩადო, რუსეთს ვიზები გავუუქმოთო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო დღის წესრიგი ამოტრიალდა და ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას რუსულად რატომ არ აცხადებენ, როცა უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებაზე მკაცრი უარი მიიღო.

„ოპოზიციაში რა გაერთიანებაზეა საუბარი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ სრული არეულობაა, რადგან იქ პატრონებს ფინანსები შეუწყდათ, ფულს ვეღარ უგზავნიან და ნაწილი რაც დარჩენილია, ალბათ, ევროკავშირის ბიუროკრატიაში, ესეც მალე აღარ იქნება. მათ პოლიტიკური საშველი აღარ ექნებათ, რადგან ის უსამართლობა წამოეწიათ, რასაც ვეუბნებოდით. გასაგებია, სინდისთან მაინც და მაინც კარგი დამოკიდებულება არ ჰქონიათ, მაგრამ ის მაინც ხომ უნდა მოახერხონ, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა არ მიაყენონ ხელისუფლებას ამუნათებდნენ, რუსეთს სანქციებს რატომ არ უწესებთო და „ლელო“-მ საარჩევნო პროგრამაში ჩადო, რუსეთს ვიზები გავუუქმოთო. ახლა ცხვრის როლში გამოდიან, თითქოს, არაფერი უთქვამთ. ცოტა ხანში ისე გამოიყვანენ, რომ სანქციების დაწესებას ჩვენ ვითხოვდით. სად გაურბიან არქივს? ოპოზიციამ შეცდომები კი არ დაუშვა, შეგნებულად მოქმედებდა. მთელი მსოფლიო დღის წესრიგი ამოტრიალდა და ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას რუსულად რატომ არ აცხადებენ, როცა უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებაზე მკაცრი უარი მიიღო?კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ რაიმე გაერთიანებაზე საუბარი ვერ იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა – შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა.„შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ამ ქვეყნის უპატივცემულობაა“, – განუცხადა ტრამპმა ზელენსკის.ტრამპის თქმით, ზელენსკი „მადლიერი“ უნდა იყოს.უკრაინის ლიდერს „უპატივცემულობაში“ დასდო ბრალი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა. პრეზიდენტებს შორის სიტყვიერი შეკამათება ჯეი დი ვენსის კომენტარმა გამოიწვია, რომ „ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის გზა არის დიპლომატია და ამ გზას მიჰყვება ტრამპი“.ზელენსკიმ ვიცე-პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპაცია 2014 წლიდან დაიწყო. ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანეულ მაკრონთან და გერმანიის ყოფილ კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასაც მოაწერა ხელი, თუმცა, ამის მიუხედავად, სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის ადმინისტრაციაში არაერთი ლიდერი შეიცვალა.დონალდ ტრამპის თქმით, ის არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის მხარეს. ამასთან აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ცუდი რამ თქვას რუსეთის ლიდერზე, შემდეგ კი ტელეფონი აიღოს და ვლადიმერ პუტინს ჰკითხოს, როგორ მიდის სამშვიდობო შეთანხმება, რადგან შეთანხმების მიღწევა ასე არ ხდება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სავსეა პუტინის მიმართ ზიზღით.ამასთან, ტრამპისა და ვენსის გაღიზიანება გამოიწვია ზელენსკის კომენტარმა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დროს პრობლემები ყველას აქვს, თუმცა ისინი ახლა ამას ვერ გრძნობენ, რადგან მათ შორის „ლამაზი ოკეანეა“, თუმცა იგრძნობენ, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი ახლა არ არის იმ პოზიციაში, მათ უკარნახოს, რას იგრძნობენ.

ემანუელ მაკრონი ომის დასაწყისში უკრაინაში ჯარების გაგზავნის გამორიცხვას ევროპის შეცდომას უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ესკალაციის პროვოცირებაც დიდი შეცდომა იქნებოდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპელების მხრიდან შეცდომა იყო ომის დასაწყისში იმის გამორიცხვა, რომ უკრაინაში ჯარები გაეგზავნათ, თუმცა მაკრონმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ესკალაციის პროვოცირება დიდი შეცდომა იქნებოდა.ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროპის სტრატეგიამ არ იმუშავა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ნატო ამ პერიოდში ორი ქვეყნით გაფართოვდა.„სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს, რომ საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რათა მოლაპარაკება აწარმოონ გრძელვადიან მშვიდობაზე“, – აღნიშნა მაკრონმა.მაკრონის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება თუ მიღწეული იქნება, ევროპას მოუწევს, უზრუნველყოს გრძელვადიანი უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ერთმა უჭკუო, გამყიდველმა და უცხო ქვეყნის აგენტმა გადაწყვიტა გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მმართველად და ლიდერად წარმოიდგინა

კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ დამდგარი შედეგების შესახებ წერს, რაც ომმა უკრაინას მოუტანა.მისი თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ “ერთმა უჭკუო, გამყიდველმა და უცხო ქვეყნის აგენტმა გადაწყვიტა გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მმართველად და ლიდერად წარმოიდგინა”.მისივე თქმით, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ერთმა ადმინისტრაციამ ომის გაჩაღება წაახალისა, მეორემ კი გაჩაღებული ომის შედეგად ვალები დაუთვალა და ხარჯებს პროცენტებთან ერთად ახდევინებს. ხოლო მალე კაპიტულაციაზეც მოაწერინებენ ხელს.„უკრაინის ომის შედეგი: ასი ათასობით მოკლული ადამიანი, ასი ათასობით მძიმედ დაჭრილი და დასახიჩრებული, მორალურად და ფსიქოლოგიურად განადგურებული ოჯახები და ქვეყნის მოსახლეობა, დანგრეული ქალაქები, სამუდამოდ განადგურებული ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა (ჰესები, ბუნებრივი აირის საცავები და ასე შემდეგ), დაკარგული ტერიტორიები, აღარც ნატო, აღარც ევროკავშირი და შედეგად კიდევ 20 მილიარდი დოლარის (ეს დასაწყისია) ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამერიკელებმა აიღეს კონტროლი უკრაინის იშვიათ ბუნებრივ რესურსებზე ( ამ დღეებში მოეწერება ხელი).საინტერესოა, შემდეგ ვინ დაუთვლის 20 მილიარდის წიაღისეული მოიპოვეს თუ 300 მილიარდის?! იმედია, იმის ილუზია არავის აქვს, რომ ამერიკულ კომპანიებს უკრაინაში ვერავინ გააკონტროლებს.და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ერთმა უჭკუო, გამყიდველმა და უცხო ქვეყნის აგენტმა გადაწყვიტა გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მმართველად და ლიდერად წარმოიდგინა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ერთმა ადმინისტრაციამ ომის გაჩაღება წაახალისა, მეორემ კი გაჩაღებული ომის შედეგად ვალები დაუთვალა და ხარჯებს პროცენტებთან ერთად ახდევინებს. ხოლო მალე კაპიტულაციაზეც მოაწერინებენ ხელს. ასე იცის როცა შენი ქვეყანა არ გიყვარს და სხვის დაკრულზე ცეკვავ. თავად მას და მის გარემოცვას რა ბედი ელით, ეს კიდევ სხვა ტრაგედიაა. დასკვნა ერთია: ემსახურე მხოლოდ შენს ქვეყანას!“, – წერს კახიშვილი.

ევროკავშირის წარმომადგენლობა – სტიქიის ზონაში რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების შექმნის მიზნით

სტიქიის ზონაში რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად ევროკავშირმა აამოქმედა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.წარმომადგენლობის ინფორმაციით, „კოპერნიკი“ ხელს შეუწყობს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებას.„დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოში ბევრი ადგილობრივი ძირითადი სერვისების გარეშე დატოვა, რამაც მათ მძიმე პირობები შეუქმნა. რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად. სატელიტური გამოსახულების და სხვა გეოსივრცითი მონაცემების გამოყენებით, „კოპერნიკი“ დაეხმარება მათ შეაფასოს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანი. ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

გია ვოლსკი – არასრულწლოვნებთან შეხვედრა ცუდი არაა, თუ სწორ ინფორმაციას აწვდი ევროკავშირსა და საქართველოს მისწრაფებებზე, თუმცა, როგორც ვხედავთ, მათ აგრესიისთვის ამზადებენ, ეს უმსგავსობაა

არასრულწლოვნებთან შეხვედრა ცუდი არაა, თუ სწორ ინფორმაციას აწვდი ევროკავშირსა და საქართველოს მისწრაფებებზე, თუმცა, როგორც ვხედავთ, მათ აგრესიისთვის ამზადებენ, ეს უმსგავსობაა, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კახეთში ვიზიტს უკავშირდებოდა.როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის გარდა, არაფერი დაუშავებია.„რასაკვირველია, არასრულწლოვნებთან შეხვედრა ცუდი არაა, თუ კარგს უყვები, სწორად ელაპარაკები და სწორ ინფორმაციას აწვდი ევროკავშირზე, საქართველოს მისწრაფებებზე. უნდა ასწავლო ევროპაც და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც. თუმცა, როგორც ვხედავთ, აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და იმ ჯახებისთვის ამზადებენ, რომლებშიც, სამწუხაროდ, მათ შორის, სკოლის მოწაფეები და ახალგაზრდა ხალხი, სტუდენტები არიან ჩართული. ეს უმსგავსობაა, არ ეკადრება ევროკავშირს, მის ელჩს. საქართველოს არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ თავის ინტერესებს იცავს. არანაირი საგარეო კურსი არ შეუცვლია და დიდი სიცრუეა, რომ აქ არჩევნები გაყალბდა. ვფიქრობ, სერიოზული დაფიქრება მართებს ყველას, ახალგაზრდებსაც, მათი ოჯახის წევრებსაც, თუ რა უნდა ქვეყანას, საით არის გადარჩენისა და სამშვიდობოზე გასვლის გზა. არ ვიცი, მისი საუბარი რას მოიცავს, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სიკეთე აქედან არ მიგვიღია. დახარჯულია უშველებელი რაოდენობით თანხები, რათა ახალგაზრდების მობილიზაცია მომხდარიყო რადიკალური პროტესტების პროცესში, მათი მონაწილეობის ორგანიზებისათვის“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები