პარასკევი, თებერვალი 28, 2025

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტა გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი იქნება

რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტა გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კირ სტარმერთან შეხვედრისას განიხილეს ნაბიჯები უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

„როგორც მე განვიხილე პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, არის ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს, შეიძლება, სწრაფად მოხდეს. ეს საფუძველს ჩაუყრის გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც დააბრუნებს სტაბილურობას აღმოსავლეთ ევროპაში, და ვიმედოვნებთ, რომ ასეთი საშინელი ომი აღარასოდეს განმეორდება ევროპულ მიწაზე ან სხვაგან“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელს, სავარაუდოდ, თეთრ სახლში ხვალ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მოაწერს, „საფუძველს ჩაუყრის აშშ-სა და უკრაინას შორის უფრო მდგრად სამომავლო ურთიერთობებს“.

ამასთან, ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, გამოიყენებს თუ არა შესაძლებლობას და მოუხდის თუ არა ბოდიშს ზელენსკის იმისთვის, რომ მას დიქტატორი უწოდა, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ დიდ პატივს სცემს უკრაინის პრეზიდენტს.

„ვფიქრობ, ხვალ დილით ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება. ჩვენ ნამდვილად კარგად გავუგებთ ერთმანეთს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს. მას დიდ პატივს ვცემ. ჩვენ მას ბევრი აღჭურვილობა და ბევრი ფული მივეცით, ისინი კი ძალიან ვაჟკაცურად იბრძოდნენ, როგორც არ უნდა ფიქრობდეთ. ისინი მართლა იბრძოდნენ. ვიღაცამ უნდა გამოიყენოს ეს აღჭურვილობა და ისინი ძალიან მამაცები იყვნენ ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ხვალ, ადგილობრივი დროით დილის 11:00 საათზე შეხვდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ერთმა უჭკუო, გამყიდველმა და უცხო ქვეყნის აგენტმა გადაწყვიტა გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მმართველად და ლიდერად წარმოიდგინა

კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ დამდგარი შედეგების შესახებ წერს, რაც ომმა უკრაინას მოუტანა.მისი თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ “ერთმა უჭკუო, გამყიდველმა და უცხო ქვეყნის აგენტმა გადაწყვიტა გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მმართველად და ლიდერად წარმოიდგინა”.მისივე თქმით, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ერთმა ადმინისტრაციამ ომის გაჩაღება წაახალისა, მეორემ კი გაჩაღებული ომის შედეგად ვალები დაუთვალა და ხარჯებს პროცენტებთან ერთად ახდევინებს. ხოლო მალე კაპიტულაციაზეც მოაწერინებენ ხელს.„უკრაინის ომის შედეგი: ასი ათასობით მოკლული ადამიანი, ასი ათასობით მძიმედ დაჭრილი და დასახიჩრებული, მორალურად და ფსიქოლოგიურად განადგურებული ოჯახები და ქვეყნის მოსახლეობა, დანგრეული ქალაქები, სამუდამოდ განადგურებული ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა (ჰესები, ბუნებრივი აირის საცავები და ასე შემდეგ), დაკარგული ტერიტორიები, აღარც ნატო, აღარც ევროკავშირი და შედეგად კიდევ 20 მილიარდი დოლარის (ეს დასაწყისია) ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამერიკელებმა აიღეს კონტროლი უკრაინის იშვიათ ბუნებრივ რესურსებზე ( ამ დღეებში მოეწერება ხელი).საინტერესოა, შემდეგ ვინ დაუთვლის 20 მილიარდის წიაღისეული მოიპოვეს თუ 300 მილიარდის?! იმედია, იმის ილუზია არავის აქვს, რომ ამერიკულ კომპანიებს უკრაინაში ვერავინ გააკონტროლებს.და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ერთმა უჭკუო, გამყიდველმა და უცხო ქვეყნის აგენტმა გადაწყვიტა გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მმართველად და ლიდერად წარმოიდგინა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ერთმა ადმინისტრაციამ ომის გაჩაღება წაახალისა, მეორემ კი გაჩაღებული ომის შედეგად ვალები დაუთვალა და ხარჯებს პროცენტებთან ერთად ახდევინებს. ხოლო მალე კაპიტულაციაზეც მოაწერინებენ ხელს. ასე იცის როცა შენი ქვეყანა არ გიყვარს და სხვის დაკრულზე ცეკვავ. თავად მას და მის გარემოცვას რა ბედი ელით, ეს კიდევ სხვა ტრაგედიაა. დასკვნა ერთია: ემსახურე მხოლოდ შენს ქვეყანას!“, – წერს კახიშვილი.

ევროკავშირის წარმომადგენლობა – სტიქიის ზონაში რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების შექმნის მიზნით

სტიქიის ზონაში რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად ევროკავშირმა აამოქმედა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.წარმომადგენლობის ინფორმაციით, „კოპერნიკი“ ხელს შეუწყობს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებას.„დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოში ბევრი ადგილობრივი ძირითადი სერვისების გარეშე დატოვა, რამაც მათ მძიმე პირობები შეუქმნა. რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად. სატელიტური გამოსახულების და სხვა გეოსივრცითი მონაცემების გამოყენებით, „კოპერნიკი“ დაეხმარება მათ შეაფასოს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანი. ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

გია ვოლსკი – არასრულწლოვნებთან შეხვედრა ცუდი არაა, თუ სწორ ინფორმაციას აწვდი ევროკავშირსა და საქართველოს მისწრაფებებზე, თუმცა, როგორც ვხედავთ, მათ აგრესიისთვის ამზადებენ, ეს უმსგავსობაა

არასრულწლოვნებთან შეხვედრა ცუდი არაა, თუ სწორ ინფორმაციას აწვდი ევროკავშირსა და საქართველოს მისწრაფებებზე, თუმცა, როგორც ვხედავთ, მათ აგრესიისთვის ამზადებენ, ეს უმსგავსობაა, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კახეთში ვიზიტს უკავშირდებოდა.როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის გარდა, არაფერი დაუშავებია.„რასაკვირველია, არასრულწლოვნებთან შეხვედრა ცუდი არაა, თუ კარგს უყვები, სწორად ელაპარაკები და სწორ ინფორმაციას აწვდი ევროკავშირზე, საქართველოს მისწრაფებებზე. უნდა ასწავლო ევროპაც და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც. თუმცა, როგორც ვხედავთ, აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და იმ ჯახებისთვის ამზადებენ, რომლებშიც, სამწუხაროდ, მათ შორის, სკოლის მოწაფეები და ახალგაზრდა ხალხი, სტუდენტები არიან ჩართული. ეს უმსგავსობაა, არ ეკადრება ევროკავშირს, მის ელჩს. საქართველოს არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ თავის ინტერესებს იცავს. არანაირი საგარეო კურსი არ შეუცვლია და დიდი სიცრუეა, რომ აქ არჩევნები გაყალბდა. ვფიქრობ, სერიოზული დაფიქრება მართებს ყველას, ახალგაზრდებსაც, მათი ოჯახის წევრებსაც, თუ რა უნდა ქვეყანას, საით არის გადარჩენისა და სამშვიდობოზე გასვლის გზა. არ ვიცი, მისი საუბარი რას მოიცავს, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სიკეთე აქედან არ მიგვიღია. დახარჯულია უშველებელი რაოდენობით თანხები, რათა ახალგაზრდების მობილიზაცია მომხდარიყო რადიკალური პროტესტების პროცესში, მათი მონაწილეობის ორგანიზებისათვის“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პაველ ჰერჩინსკი – ყოველ წელს ვხარჯავდით საქართველოში 85-100 მილიონ ევროს, რომლის უდიდესი ნაწილი გადაეცემოდა მთავრობას – ახლა, USAID-ის მიერ დაფინანსების შეჩერების ფონზე, ვცდილობთ გავზარდოთ...

ბევრი, ბევრი წლის განმავლობაში ევროკავშირი ამაყად უჭერდა მხარს საქართველოს განვითარებას და საქართველოს სურვილს, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვხარჯავდით 85-100 მილიონ ევროს სხვადასხვა პროექტების მხარდასაჭერად, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ამ თანხის უდიდესი ნაწილი პირდაპირ საქართველოს მთავრობას გადაეცემოდა და დაახლოებით 50 პროცენტი მიმართული იყო პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისკენ.„დიდი ნაწილი გადაეცემოდა ჩვენს განმახორციელებელ პარტნიორებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროსთან მუშაობენ. მხოლოდ მცირე ნაწილი გადაეცემოდა სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს. საქართველოს ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება. ასე რომ ფული, რომელიც პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და საქართველოს სამინისტროებში მიდიოდა, შეჩერდება და ვცდილობთ, რომ სულ მცირე ამ ფულის ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად გადავამისამართოთ“, - აღნიშნა ელჩმა.მისი თქმით, არსებობს ბევრი სხვადასხვა პროექტი და დიდი თანხა იხარჯება სხვადასხვა აქტივობებზე, განსაკუთრებით მათზე, რომელიც ფოკუსირებულია რეგიონებზე, ადგილობრივი თემების მდგრადობაზე, გარემოს დაცვაზე, თანასწორობაზე, განათლებაზე.„ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას, ჩვენ ამას ვახორციელებთ ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ასევე, ჩვენი წევრი სახელმწიფოებიდან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას და ვიცი, რომ განსაკუთრებით ახლა, USAID-ის გადაწყვეტილების კონტექსტში, შეუჩეროს დაფინანსება 3 თვით იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უკიდურესად ღირებულ სამუშაოს ახორციელებს ადგილობრივი თემებისთვის, მათ ეს დახმარება სჭირდებათ და ამიტომ ვცდილობთ, გავზარდოთ ჩვენი დახმარება იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ბევრი ეს სამოქალაქო ორგანიზაცია და დამოუკიდებელი მედია რთულ მდგომარეობაშია კანონმდებლობის, ნარატივების, დაშინების გამო, მაგრამ ჩვენ, ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ თავისუფლებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს საქართველოში“, - აღნიშნა ელჩმა.

შალვა პაპუაშვილი – დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის მოერგო

დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.პაპუაშვილს ამ თვალსაზრისით კონკრეტული მაგალითები მოჰყავს.„დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო. კერძოდ, მათი უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით, ენერგეტიკის სფერო სანქციებიდან მეტწილად გამოირიცხა. ომის პარალელურად, ევროპაში რუსული გაზი კვლავ უკრაინის გავლით მიედინებოდა. ლიეტუვა კი რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს. ამერიკის ელჩს განვუმარტე, რომ უკრაინას დღეს თუ რამე ესაჭიროებოდა, ეს სანქციები კი არა, სამხედრო დახმარება იყო, ჯარი, შეიარაღება, თავდაცვის სისტემები. ვხედავთ, რომ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს მებრძოლების გაგზავნას და იქნებ აშშ-ს ეფიქრა ამაზე. ამ წინადადებაზე იქვე მიპასუხა: „გინდა, რომ ბირთვული ომი დაიწყოს?“ რაზეც ვუთხარი: „ხედავთ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენი სიფრთხილე კი არ მოგწონთ. რეალურად კი, არსებულ ვითარებაში ჩვენთვის ვითარების ესკალაცია და შესაძლო ომი ბირთვული ომის ტოლფასია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები