ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2025

როდემდე გაგრძელდება უამინდობა დასავლეთ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე მაღალი).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკა გვარამია – უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე

ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე - ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოვტაცოთ არჩევნები, ოღონდ სამართლიანი პირობებით არჩევნები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენესთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.ნიკა გვარამიას განცხადებით, ხალხი ქუჩებში არის ცვლილებების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობა. მუშაობა უნდა გაგრძელდეს ყველგან - „ქუჩებში, რეგიონებში, დედაქალაქებში, რათა შენარჩუნდეს არაღიარების ხაზი, ეს აუცილებელი და გადამწყვეტია“.„საქართველოში რთული ვითარებაა ძალიან. მთავარი, რაც ამ, სირთულეს ქმნის, ეს არის ხელისუფლების მიმტაცებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ვარ ძალიან ოპტიმისტურად, სანამ ვხედავ ბრძოლის ორიენტირს, სანამ ვიცი რა უნდა ვაკეთო რეჟიმის წინააღმდეგ. მეც და ყველა პოლიტიკოსი და თქვენც, ყველანი გავაკეთებთ იმას, რომ რეჟიმი შეიცვალოს. ვერ მოასწრებს კანონები ისე ამოქმედებას, რომ დახუროს ყველა NGO, დახუროს ყველა ტელევიზია და მოკლას ყველა პარტია. ვერ მოასწრებს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზე დრო აღარ მუშაობს. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე. ხალხი ქუჩებში არის აუცილებელი წინაპირობა ცვლილებების, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობაა. უნდა ვიმუშაოთ ყველგან: ქუჩებში, რეგიონებში, დედაქალაქებში, რათა შენარჩუნდეს არაღიარების ხაზი, ეს აუცილებელი და გადამწყვეტია. ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოვტაცოთ არჩევნები, ოღონდ სამართლიანი პირობებით არჩევნები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ჩემთვის ძალიან გასაგებია, ზუსტად ვიცი სადამდე მივა, აგროვებს პოლიტპატიმრებს, ცუდ კანონებს და შემდეგ იტყვის, აი, ახლა პატიმრებსაც გამოვუშვებ, კანონებსაც გავაუქმებ და ოპოზიცია დაბრუნდეს პარლამენტში, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. „შარლ მიშელ 2“ არ იქნება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპატრიარქო დაზარალებულებს დაეხმარება.„დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და ზოგადად ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც.ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები... ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვ.ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

VIDEO: ჩვენ, ოპოზიცია გვყავს პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი, ისინი მთლიანად გადასული არიან ნულოვან თამაშზე – ირაკლი ქადაგიშვილი

„ოპოზიციის დაპირისპირების ფრონტი არის, ადამიანის ტრაგედია, სტიქიური უბედურება, ნაგავის არ გატანა, მოლარის ბოიკოტი, ხანძრის გაჩენა, ეკონომიკის ჩამოქცევა, ანუ ეს არის გირლიანდი, რომელსაც აწყობს დღეს ოპოზიცია...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ, ოპოზიცია გვყავს პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი, ისინი მთლიანად გადასული არიან ნულოვან თამაშზე, რომ ხელისუფლება ნებისმიერი გზით უნდა დაამხონ. ამ შემთხვევაში, ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერზე შეიძლება სპეკულირება, რაც კი საზოგადოებაში უკმაყოფილებას გამოიწვევს. ანუ მათი დაპირისპირების ფრონტი არის ადამიანის ტრაგედია, სტიქიური უბედურება, ნაგავის არ გატანა...“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.  

ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული – თემურ მღებრიშვილი

საბედნიეროდ გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული. იყო გარდაცვალების სხვა ფაქტები, მაგრამ ეს სტიქიური მოვლენებით არ იყო გამოწვეული, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.„ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ეს სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. საბედნიეროდ გურიაში ამ დროისთვის, ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული. იყო გარდაცვალების სხვა ფაქტები, მაგრამ ეს სტიქიური მოვლენებით არ იყო გამოწვეული“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ტრამპი: უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.„შეგიძლიათ დაივიწყოთ. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.მან დასძინა, რომ მას ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან.„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ორივე მხარისთვის საუკეთესო გარიგება მივიღოთ“, - დასძინა მან.

ბოლო სიახლეები