სამშაბათი, თებერვალი 25, 2025

„109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს გზების წმენდა იმერეთში, დიდთოვლობის გამო, ჩაკეტილია 42 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 29 000 აბონენტს“ – იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული

სტიქიას ებრძვიან იმერეთში – თოვლია ყველა მუნიციპალიტეტში, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა. ინტენსიური თოვის გამო, მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა.

მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკაა ჩართული. გზებზე ყრიან მარილს და იწმინდება შიდა სასოფლო გზებიც.

ელექტროენერგია არ მიეწოდება აბონენტების მცირე ნაწილს, მიმდინარეობს სამუშაოები ელექტრომომარაგების აღსადგენად.

“ნალექი თოვლის სახით ფიქსირდება იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე, 109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს გზების წმენდა, ასევე იწმინდება საფეხმავლო ბილიკები. სწავლა შეჩერებულია მუნიციპალიტეტის უმეტეს სკოლებსა და ბაღებში. დიდთოვლობის გამო, ჩაკეტილია 42 სოფელი, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს რიცხვი შემცირდეს. ელექტროენერგია არ მიეწოდება ამჟამად 29 000 აბონენტს, ამ მიმართულებით მუშაობს შესაბამისი ჯგუფები, რათა დროულად აღდგეს მიწოდება”, – აცხადებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს

სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს, - ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაცხადეს.როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, დაზარალებული ოჯახი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოიყვანეს.„მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ოჯახი გამოყვანილია. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადეს რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

შსს – სამაშველო სამუშაოებში, 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული – მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები.„მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ. ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსულ შეტყობინებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ რეაგირებას. საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სხვადასხვა უწყების შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული არიან, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მოხდა ის, რაც თვეების წინ წარმოუდგენელი გვეგონა“ | რას წერს AS-ი მამარდაზე

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. მისი ავტორი, ხულიან ბურგოსი „მამარდას“ ბოლოდროინდელ ასპარეზობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოხდა ის, რაც თვეების წინ, ყველას წარმოუდგენელი ეგონა.„ის, რაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი ჩანდა, რეალობად იქცა. დებატებია დაწყებული თუ ვინ უნდა იყოს, ვალენსიას ძირითადი გოლკიპერი. მეკარე სასწაული, გიორგი მამარდაშვილი, მიწაზე დაეშვა. ბოლო შეხვედრებში, დაუშვა შეცდომები, რომლებიც ადრე მისგან წარმოუდგენელი იყო სევილიასთან, მამარდაშვილის მიერ ბოლო წამზე დაშვებული შეცდომის გამო, ვალენსიამ ორი ქულა დაკარგა. ვილიარეალისა და ატლეტიკოსგან გაშვებული გოლებისას, შეეძლო, მეტი გაეკეთებინა. აშკარა შეცდომების გარდა, სტატისტიკაც მის წინააღმდეგაა და რამდენიმე დღის წინ, ლა ლიგის მეკარეთა შორის, სეივების რაოდენობით ბოლო ადგილს იკავებდა...“

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები.მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ.ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსულ შეტყობინებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ რეაგირებას.საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სხვადასხვა უწყების შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული არიან, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე.შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ერთვება

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვება. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის დახმარებას სპეციალური ტექნიკით დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები უკვე ახორციელებენ.თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები.

ბოლო სიახლეები