პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ქართველი იუნკრების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას.
მარადიული ხსოვნა იყოს 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკრების!“,- აღნიშნავს კახა კალაძე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან ერთად პარლამენტში იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიება.