კვირა, თებერვალი 23, 2025

ირაკლი კობახიძე – ზუსტად ხუთ თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ყველას შეუძლია, გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში

თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად ხუთ თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ არ ნიშნავს ხელახალ არჩევნებს „ქართული ოცნება“ იმ ფონზე, როდესაც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს სულელური აზრია, რომელიც მოსდით პოლიტიკოსებს.

„ასეთი სულელური აზრი მოსდით პოლიტიკოსებს, თუმცა ეს მათი უფლებაა. დემოკრატიაა საქართველოში, ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ სულელური აზრებიც. რაც შეეხება რეიტინგებს, თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად ხუთ თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში“,- განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შოლცი მიდის , მერცი მოდის

შოლცი მიდის , მერცი მოდის-ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს გერმანიაში დასრულდა ფედერალურ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა. ხმის მიცემის პროცედრის დასრულებისთანავე გამოქვეყნებული პირველი ეგზიტპოლების თანახმად, „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ გაერთიანება ხმების 29%-ს იღებს. მეორე ადგილზე გადის „ალტერნმატივა გერმანიისთვის – 19,5%. კანცლერ ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიული პარტია” 16%-ით მესამე ადგილზეა. ბარიერი ასევე გადალახეს მწვანეებმა (13,5%) და მემარცხენეებმა (8,5%)

ვოლოდიმირ ზელენსკი – ომის დასრულება ამ კვირაში შეუძლებელია

ომის დასრულება ამ კვირაში შეუძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ის „მზად იყო რუსებთან სამშვიდობო შეთანხმების დასასრულებლად ამ კვირაში“. „ამ კვირაში შეუძლებელია ომის დასრულება უკრაინისთვის გარანტიებით. ყოველ შემთხვევაში, მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება, ეს დღეს გაკეთდეს ჩვენი შეხვედრების გარეშე“, – განაცხადა ზელენსკიმ. ასევე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პირობები სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ვალის ხასიათს ატარებდა, რომელიც უკრაინას აშშ-ისთვის უნდა გადაეხადა. „ვიცი, რომ ჩვენ გვქონდა 100 მილიარდი დოლარი აშშ-ისგან და არ ვაპირებ 500-ის აღიარებას, ვინც რას უნდა ამბობდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, არ სურს 100 მილიარდის ოდენობის ვალის აღიარება, რადგან არ თვლის აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვალად. ზელენსკის თქმით, აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პირობები უკრაინას ავალდებულებს ორჯერ მეტი თანხის დაბრუნებას, ვიდრე აშშ უკრაინას მისცემს. უკრაინის პრეზიდენტმა შეადარა უკრაინისთვის გაწეული დახმარება ისრაელის შემთხვევას და აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ უსამართლო მიდგომაა. „მე არ მოვაწერ ხელს იმას, რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.​​​​​ ამასთან, ზელენსკის სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის სიტყვებზე, რომელმაც მას „დიქტატორი“ უწოდა ომის დროს არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმის გამო. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის ნაწყენი ამ განცხადების გამო და აღნიშნა, რომ ნამდვილად არ გახდება დიქტატორი. „აქ ემოციების ადგილი არ არის. მე პრაგმატული მიდგომა მაქვს აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში და ასე გავაგრძელებ. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპის ამ სიტყვებს ჩემ მიმართ კომპლიმენტებს ვერ დავარქმევდი, რბილად რომ ვთქვათ. მე ასე მესმის ეს. მაგრამ რატომ უნდა გვეწყინოს? სიტყვა „დიქტატორი“ შეიძლება, მას ეწყინოს, ვინც დიქტატორია. მე კი ამას ასე აღვიქვამ – რა გაეწყობა, როგორღაც ვიცხოვრებთ აშშ-თან ერთად. დიქტატორები ნამდვილად არ გავხდებით. ეს უბრალოდ არ არის საინტერესო. მე კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ვარ, არანაირი ძალით არ მოვსულვარ ხელისუფლებაში. მე ამირჩია 73%-მა. სხვათა შორის, პარლამენტარებიც, რომლებიც იმავე დროს მოვიდნენ, არავის დაუნიშნავს, პარლამენტი აირჩია უკრაინის ხალხმა. სამხედრო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ჩატარდება არჩევნები და ხალხი გააკეთებს თავის არჩევანს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს ხელისუფლებაში იყოს „ათწლეულები“, მაგრამ არც რუსეთის მმართველს, ვლადიმერ პუტინს მისცემს საშუალებას, იყოს ხელისუფლებაში უკრაინის ტერიტორიაზე. „სიტყვები კი უბრალოდ გაივლის. შესაძლოა, ოდესმე რაიმე კარგიც თქვან“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მასზე უკრაინელები, ისევე როგორც ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მასზე ამერიკელები.

მოძრაობა აკრძალულია! – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-ის დახმარების გარეშე, უკრაინისთვის რთული იქნება აგრესორის შეკავება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გარკვეული ტიპის შეიარაღებაზე საჭიროა ამერიკული ლიცენზია

აშშ-ის დახმარების გარეშე, უკრაინისთვის რთული იქნება აგრესორის შეკავება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გარკვეული ტიპის შეიარაღებაზე საჭიროა ამერიკული ლიცენზია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. კერძოდ, ზელენსკის ჰკითხეს, რა მოხდება, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას და საკმარისი იქნება თუ არა ევროკავშირის დახმარება. „აშშ არ არის მხოლოდ ფული. პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, სანქციებით მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. არის გარკვეული იარაღი, რომელსაც აშშ-ის ლიცენზია აქვს. მას ევროპელები გვაძლევენ, მაგალითად, იგივე Patriot-ები, რომლებსაც ვიღებთ. სხვათა შორის, გერმანიისგან მივიღეთ ყველაზე მეტი Patriot-ის სისტემა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან. მაგრამ მაინც ლიცენზიას ამაზე აშშ გასცემს. ამიტომ არ მინდა, რომ ამ დახმარების გარეშე ვიყოთ, აშშ-ს დახმარების გარეშე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან, ზელენსკის თქმით, ამჟამად უკრაინამ შეძლო შესაბამისი შეიარაღების წარმოების გაზრდა, რაც ასევე აძლევს უკრაინას საშუალებას როგორღაც „გადარჩეს“. „ვნახოთ. ჯერჯერობით ახალი დახმარება არ არის, მაგრამ როგორღაც ვცხოვრობთ. იარაღი მოდის, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებს ვეძებთ, წარმოება გავზარდეთ. გასულ წელს 154 საარტილერიო სისტემა შევქმენით ადგილობრივი წარმოებით. ეს რეკორდია, რადგან წლის განმავლობაში – 154, ჩვენი აზრით, მეტია, ვიდრე ყველა ნატო-ს ქვეყანამ ერთად გააკეთა იმავე წელს. ვთვლი, რომ ეს სერიოზული ნახტომია. წელს ვეცდებით მეტი გავაკეთოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა დრონების წარმოებაზეც. „ეს ვერ ჩაანაცვლებს აშშ-ის დახმარებას, მაგრამ ეს არც არის მიზანი. მიზანი არ არის პარტნიორების დახმარების ჩანაცვლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.. ისი აზრით, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ომის ცხელი ფაზა წელს დასრულდეს. „ვთვლი, რომ ეს არის მათი მიზანი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს, ოლაფ შოლცის პარტია 16 პროცენტით მესამე ადგილზეა

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს. საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვის საფუძველზე, CDU/CSU ბლოკს ამომრჩეველთა ხმების 29 პროცენტი აქვს. ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) კი 16 პროცენტი. მემარცხენე-ლიბერალური „კავშირი-90“/„მწვანეები“ 13.5 პროცენტს აგროვებენ. მემარცხენე პარტია 8.9 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური სარა ვაგენკნეხტის კავშირი (BSW) – 4.7 პროცენტს, ხოლო ლიბერალური თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) 4.9 პროცენტს.

ბოლო სიახლეები