კვირა, თებერვალი 23, 2025

ვატო შაქარიშვილი: “გლობალური ომის პარტია” ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული დარტყმებისგან აგონიურ მდგომარეობაშია, საქართველოში სრულად გაკოტრებულია და ახლა ხავსს ეჭიდება, ხავსი ამ შემთხვევაში ირაკლი ალასანიაა

მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო დამტვერილი სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “გლობალური ომის პარტია” ტრამპის ადმინისტრაციისგან მიღებული დარტყმების შედეგად, აგონიურ მდგომარეობაშია, საქართველოში სრულად გაკოტრებულია და ირაკლი
ალასანიას სახით, ახლა ხავსს ეჭიდება. როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, “დიფ სთეითში” ვერ გაიგეს მთავარი – საქართველოში მათი მარცხის მიზეზი, არა მხოლოდ პერსონები, არამედ, საქართველოსთან მიმართებით მათი რეალური მიზნებია.

“მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო დამტვერილი სტაჟიანი
აგენტი, ირაკლი ალასანია. მისი “ქამბექიც” შესაბამის პლატფორმაზე მოხდა, სპეცსამსახურების განყოფილების – “რადიო თავისუფლების” ეთერში.
ვრცელი ინტერვიუს დასაწყისშივე ნათელი გახდა, რომ რესპონდენტი კონკრეტული დავალების შესასრულებლად გამოიძახეს და ისიც მალევე შეუდგა ტყუილების მოყოლას.
ისეთი აბსურდები ილაპარაკა საჰაერო სისტემებზე, სააკაშვილი რომ ამბობდა, ისეთი ბეტონის ორმოები ავაშენე თბილისის შემოგარენში 6 თვე გავუძლებთ რუსეთის შემოტევასო.
“გლობალური ომის პარტია” ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული დარტყმებისგან აგონიურ მდგომარეობაშია, საქართველოში სრულად გაკოტრებულია და ახლა ხავსს ეჭიდება, ხავსი კი ამ შემთხვევაში ალასანიაა.
ერთი და მთავარი ვერ გაიგეს იქ Deep State-ში, რომ საქართველოში მარცხის მიზეზი, მხოლოდ პერსონებში არ არის, არამედ ამის მთავარი მიზეზი მათი რეალური მიზნებია ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში.
აგენტურული ხელისუფლების დაბრუნებას ვერც ლომჯარია-გიგაურის ხელით შეძლებენ და ვერც ირაკლი ალასანიას ხელით.
განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ალასანიას CV ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროიდან, როდესაც ის ოპოზიციაში ჩანერგეს და ჩამშლელის როლი განუსაზღვრეს. ქართული ოცნების კოალიციაშიც იგივე ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ დროულად მოხდა მისი გამოაშკარავება, ხოლო ცალკე რასაც წარმოადგენს და როგორი მხარდაჭერაც აქვს იქვე გამოჩნდა 2016 წლის არჩევნებში, ბარიერს მიღმა რომ დარჩა.

მის პიროვნებაზე ასევე მკაფიოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ თავისუფალი დემოკრატების ლიდერთა უმრავლესობა მას გაემიჯნა და დღეს ქვეყნის სამსახურში დგანან და არა Deep State-ის.

ასე რომ, ტყუილად ჰგონიათ ჩვენი ქვეყნის მტრებს, რომ სტაჟიან აგენტს დრო გაასუფთავებს და მის რეალურ სახეს ვერ ვიცნობთ!

P.S. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტაჟიანი აგენტის შემოცურების მცდელობა იქვე დასამარდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ურცხვად თქვა – ის საკუთარ ფინანსებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებსო…” – წერს ვატო შაქარიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვლადიმერ პუტინი – ჩვენი სტრატეგიული კურსი, შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განვითარების შესახებ, უცვლელი რჩება

დღეს, მსოფლიოში სწრაფი ცვლილებების კონტექსტში, ჩვენი სტრატეგიული კურსი შეიარაღებული ძალების გაძლიერების და განვითარების შესახებ, უცვლელი რჩება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავი ქვეყანაში სამშობლოს დამცველის წლად გამოცხადდა. „ჩვენ გავაგრძელებთ არმიისა და საზღვაო ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მათ საბრძოლო მზადყოფნას, როგორც რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს, მისი სუვერენული აწმყოსა და მომავლის გარანტიას, მის პროგრესულ განვითარებას. იარაღისა და აღჭურვილობის საბრძოლო გამოყენების ანალიზის გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების შევსებას ახალი, თანამედროვე მოდელებით” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შალვა პაპუაშვილი – გვაქვს სტანდარტები, რომელიც წლებია, არსებობს, მაგრამ არ მოქმედებს, ჟურნალისტური სტანდარტები არსებობს და ვიცით, რა არის ეს სტანდარტი, მაგრამ არ მოქმედებს

მედიის კანონს რაც შეეხება, სინამდვილეში აქ არაფერი სიახლე არ არის, ის, რაც არის ჟურნალისტური სტანდარტი, ყველასთვის ცნობილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ყველაფერი გაწერილია და ახალი არაფერია. „ამჟამად ყველაფერი მივიწყებულია და ზოგს სურს, სტანდარტების მიღმა პოლიტიკური აქტივისტები შექმნას ჟურნალისტებისგან. აქაც, სინამდვილეში სიახლე არაფერია, თუმცა ბრიტანულ სტანდარტს, რასაც ვგულისხმობდით, ზუსტად ამ სტანდარტით მივუდგებით ამ საკითხს. ზოგადად, ტყუილ-მართლის გარჩევა რთული არ არის. საკითხი იმაზეა, რომ დღესაც ეს სტანდარტები მოქმედებს. სპეციალური ჯგუფი უნდა იყოს, რომელიც ასეთ საკითხებს განიხილავს. დღესაც, მაუწყებლობის შესახებ კანონში ეს ყველაფერი გაწერილია, ახალი არაფერია. გვაქვს სტანდარტები, რომელიც წლებია მოქმედებს, არსებობს, მაგრამ არ მოქმედებს. ჟურნალისტური სტანდარტები არსებობს, ვიცით, რა არის ეს სტანდარტი, მაგრამ არ მოქმედებს. იმიტომ არ მოქმედებს, რომ არის თვითრეგულაციას მინდობილი და არ სურს მედიასამყაროს, რომ ამ სტანდარტების დაცვა თავად უზრუნველყოს. ამიტომ, როცა არის სტანდარტი, რომელზეც ყველა კანონის დონეზე ვთანხმდებით, ეს არ არის თეორიული სიტყვები და ამ სტანდარტებს ვერ იცავენ თავად მედიაორგანიზაციები თვითრეგულაციით, რა თქმა უნდა, აქ სახელმწიფო ვალდებულია, რომ შესაბამისი რეგულაცია შემოიღოს. არაფერს ისეთს არ ვიგონებთ, რაც არ არსებობს რომელიმე ქვეყანაში და, მითუმეტეს, ვამბობთ, რომ იქნება ბრიტანული სტანდარტით და უკვე გასაგებია, როგორი მიდგომაც გვექნება. ყველაფერზე იქნება სასამართლო კონტროლი, ამიტომ იქნება სრულად გამართული, დემოკრატიული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თეთრი სახლის პრესმდივანი – რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ამ კვირაში დასრულდეს

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ამ კვირაში დასრულდეს. ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ წერს. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად. „პრეზიდენტი და მისი გუნდი ფოკუსირებული არიან კონფლიქტის დასასრულებლად ამ ომის ორივე მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამის მიღწევა ამ კვირაში შეგვიძლია“, – განაცხადა ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას, კონსერვატიული პოლიტიკური კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ. ლევიტმა აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი ამ შაბათ-კვირას „24 საათის განმავლობაში“ იმუშავებს შეთანხმებაზე. მისივე თქმით, აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ჩართულია უკრაინელებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების განხილვაში. „რაც შეეხება კრიტიკულ მინერალებს, ეს პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის, რადგან ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხების დაბრუნებას უზრუნველყოფს. ეს ასევე იქნება შესანიშნავი ეკონომიკური პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინელ ხალხს შორის, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყანას ამ სასტიკი ომის შემდეგ აღადგენენ“,- განაცხადა ლევიტმა.

ირაკლი კობახიძე – სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები

2008 წელს, ომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დააინიცირეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას და ომის დასრულებიდან ერთ თვეში მიიღეს შესაბამისი კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ სამშობლოს ღალატის მუხლის. „თქვენ იცით ისტორია სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლის. 2008 წელს, ომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დააინიცირეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას და ომის დასრულებიდან ერთ თვეში მიიღეს შესაბამისი კანონი. აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ სამშობლოს ღალატის მუხლის. ეს ყველაფერი პირდაპირ იყო დაკავშირებული 2008 წელს ომის დაწყებასთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღდგეს შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კანონმდებლობაში იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ პრევენციაზე, რაც უკავშირდება სამშობლოს ღალატის დანაშაულის ჩადენას. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი, თუმცა ეს სცენარი არ განმეორდა, რაც საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა

საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი. „კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი, თუმცა მთავრობა აკეთებდა ამის საპირისპიროდ ყველაფერს, რათა შეგვენარჩუნებინა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, ქვეყნის უსაფრთხოება და ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყავით წარმატებულები, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი ძალისხმევა მიმართული საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ. იყო პირდაპირი მოთხოვნები, მოწოდებები, პირდაპირი კოორდინაცია რადიკალურ ოპოზიციასთან, თუმცა საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები