კვირა, თებერვალი 23, 2025

„დიდი და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი“ – რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბექაური

ქართველი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ამჯერად ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც იგი თოვლიან ეზოში ვარჯიშობს:

„დიდი და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი!“, – წერს ბექაური ვიდეოზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ვხედავთ, როგორი უსუსურები აღმოჩნდნენ მთავრობები, რომლებიც უკრაინას აქეზებდნენ, მოლაპარაკებებზე თავისი ადგილი ვერ იპოვეს, რაშიც მაგრები ყოფილან, სხვისი წაქეზებაა

ვფიქრობ, ბრიუსელს დღეს უფრო მეტი საფიქრალი უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ ცრუ ნარატივებზე მსჯელობა, რომელიც თავად ბრიუსელიდან მოდის ხოლმე ქართველი ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბრიუსელი უნდა დაკავდეს უკრაინის მხარდაჭერით, რადგან უკრაინელი ხალხის წინაშე ევროკავშირის ყველა დედაქალაქი ვალშია. „ვხედავთ, როგორი უსუსურები აღმოჩნდნენ ის მთავრობები, რომლებიც აქამდე უკრაინას აქეზებდნენ, ეუბნებოდნენ, ბოლომდე თქვენთან ვართო, როგორ ბოლომდეც არიან, გამოჩნდა. ამიტომ, ერთ რამეს ვისურვებდი, ნაცვლად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებისა, დემოკრატიის და ხალხის ნების უარყოფისა, დაკავდნენ იმ საკითხით, რომელიც სინამდვილეში ზუსტად მათი საფიქრალია. უკრაინელი ხალხის წინაშე ევროკავშირის ყველა დედაქალაქი ვალშია. ამ ვალს გადახდა უნდა. ხომ ხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები. საუბარია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და იქ თავისი ადგილი ვერ უპოვიათ ევროკავშირის დედაქალაქების წარმომადგენლებს. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, რაშიც მაგრები ყოფილან, ესაა სხვისი წაქეზება, საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდება, რომ ზურგის გამაგრება არ შეუძლიათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სწორედ ეს ხალხი აქეზებდა საქართველოს რუსეთთან სიტუაციის ესკალაციაზე წასულიყო. „შეგახსენებთ, იგივე ხალხი გვაქეზებდა, რომ ესკალაციაზე წავსულიყავით რუსეთთან. ეს ხდებოდა ჯერ დახურულ კარს მიღმა და შემდეგ ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც აისახა. სად ვიქნებოდით?! სად იქნებოდნენ ამ ხელისუფლებების წარმომადგენლები, რა გვექნებოდა, „ტვიტერზე“ განცხადება? როგორც ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა გააკეთა?! X-ზე დადებული პოსტი არის ჩვენ სანუგეშოდ?! ამას ვუხსნიდით მაშინ ყველას, რომ პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ ამ საკითხს, როცა გვეუბნებოდნენ – დააწესეთ სანქციები, ჩაკეტეთ ცა, საზღვრები, ის ხალხი ან აღარაა თავის თანამდებობაზე და ახლა თბილი ოთახიდან აკვირდება ამ მოვლენებს, ან აღმოჩნდა, რომ რაც შეუძლიათ არის, რომ სოციალურ ქსელით გაამხნეონ ესა თუ ის საზოგადოება და ხელისუფლება. ამან ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი უნდა დააფიქროს, რომ არაფერი უნდა დააყენო შენს ეროვნულ ინტერესზე მაღლა, არავის ტკბილი სიტყვა, თხოვნა-მუდარა არ არის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა. საქმე-საქმეზე რომ მიდგება და ვიღაცის ანგარიშის გაწევისთვის რაღაცას გააკეთებ, შემდეგ გაგიჭირდება, აღმოჩნდება, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გარდა არაფერი აქვთ. სესხების მსგავსად, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი სესხი იყო დახმარება, ტაშის კვრა და წითელი ხალიჩები, რომელიც ახლა ომგამოვლილ ხალხს მოუწევს, გადაიხადოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ზუსტად ხუთ თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ყველას შეუძლია, გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში

თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად ხუთ თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, თუ რატომ არ ნიშნავს ხელახალ არჩევნებს „ქართული ოცნება“ იმ ფონზე, როდესაც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს სულელური აზრია, რომელიც მოსდით პოლიტიკოსებს. „ასეთი სულელური აზრი მოსდით პოლიტიკოსებს, თუმცა ეს მათი უფლებაა. დემოკრატიაა საქართველოში, ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ სულელური აზრებიც. რაც შეეხება რეიტინგებს, თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად ხუთ თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში“,- განაცხადა პრემიერმა.

ვლადიმერ პუტინი – ჩვენი სტრატეგიული კურსი, შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განვითარების შესახებ, უცვლელი რჩება

დღეს, მსოფლიოში სწრაფი ცვლილებების კონტექსტში, ჩვენი სტრატეგიული კურსი შეიარაღებული ძალების გაძლიერების და განვითარების შესახებ, უცვლელი რჩება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავი ქვეყანაში სამშობლოს დამცველის წლად გამოცხადდა. „ჩვენ გავაგრძელებთ არმიისა და საზღვაო ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მათ საბრძოლო მზადყოფნას, როგორც რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს, მისი სუვერენული აწმყოსა და მომავლის გარანტიას, მის პროგრესულ განვითარებას. იარაღისა და აღჭურვილობის საბრძოლო გამოყენების ანალიზის გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების შევსებას ახალი, თანამედროვე მოდელებით” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შალვა პაპუაშვილი – გვაქვს სტანდარტები, რომელიც წლებია, არსებობს, მაგრამ არ მოქმედებს, ჟურნალისტური სტანდარტები არსებობს და ვიცით, რა არის ეს სტანდარტი, მაგრამ არ მოქმედებს

მედიის კანონს რაც შეეხება, სინამდვილეში აქ არაფერი სიახლე არ არის, ის, რაც არის ჟურნალისტური სტანდარტი, ყველასთვის ცნობილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ყველაფერი გაწერილია და ახალი არაფერია. „ამჟამად ყველაფერი მივიწყებულია და ზოგს სურს, სტანდარტების მიღმა პოლიტიკური აქტივისტები შექმნას ჟურნალისტებისგან. აქაც, სინამდვილეში სიახლე არაფერია, თუმცა ბრიტანულ სტანდარტს, რასაც ვგულისხმობდით, ზუსტად ამ სტანდარტით მივუდგებით ამ საკითხს. ზოგადად, ტყუილ-მართლის გარჩევა რთული არ არის. საკითხი იმაზეა, რომ დღესაც ეს სტანდარტები მოქმედებს. სპეციალური ჯგუფი უნდა იყოს, რომელიც ასეთ საკითხებს განიხილავს. დღესაც, მაუწყებლობის შესახებ კანონში ეს ყველაფერი გაწერილია, ახალი არაფერია. გვაქვს სტანდარტები, რომელიც წლებია მოქმედებს, არსებობს, მაგრამ არ მოქმედებს. ჟურნალისტური სტანდარტები არსებობს, ვიცით, რა არის ეს სტანდარტი, მაგრამ არ მოქმედებს. იმიტომ არ მოქმედებს, რომ არის თვითრეგულაციას მინდობილი და არ სურს მედიასამყაროს, რომ ამ სტანდარტების დაცვა თავად უზრუნველყოს. ამიტომ, როცა არის სტანდარტი, რომელზეც ყველა კანონის დონეზე ვთანხმდებით, ეს არ არის თეორიული სიტყვები და ამ სტანდარტებს ვერ იცავენ თავად მედიაორგანიზაციები თვითრეგულაციით, რა თქმა უნდა, აქ სახელმწიფო ვალდებულია, რომ შესაბამისი რეგულაცია შემოიღოს. არაფერს ისეთს არ ვიგონებთ, რაც არ არსებობს რომელიმე ქვეყანაში და, მითუმეტეს, ვამბობთ, რომ იქნება ბრიტანული სტანდარტით და უკვე გასაგებია, როგორი მიდგომაც გვექნება. ყველაფერზე იქნება სასამართლო კონტროლი, ამიტომ იქნება სრულად გამართული, დემოკრატიული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თეთრი სახლის პრესმდივანი – რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ამ კვირაში დასრულდეს

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ამ კვირაში დასრულდეს. ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ წერს. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად. „პრეზიდენტი და მისი გუნდი ფოკუსირებული არიან კონფლიქტის დასასრულებლად ამ ომის ორივე მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამის მიღწევა ამ კვირაში შეგვიძლია“, – განაცხადა ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას, კონსერვატიული პოლიტიკური კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ. ლევიტმა აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი ამ შაბათ-კვირას „24 საათის განმავლობაში“ იმუშავებს შეთანხმებაზე. მისივე თქმით, აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ჩართულია უკრაინელებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების განხილვაში. „რაც შეეხება კრიტიკულ მინერალებს, ეს პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის, რადგან ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხების დაბრუნებას უზრუნველყოფს. ეს ასევე იქნება შესანიშნავი ეკონომიკური პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინელ ხალხს შორის, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყანას ამ სასტიკი ომის შემდეგ აღადგენენ“,- განაცხადა ლევიტმა.

ბოლო სიახლეები