შაბათი, თებერვალი 22, 2025

გია ვოლსკი: პარლამენტში თუ არ შემოდიხარ, მაგრამ ბიუჯეტიდან თანხას იღებ, ეს წესის ბოროტად გამოყენებაა და ეჭვის ქვეშ აყენებს, გეკუთვნის თუ არა ეს თანხა, მითუმეტეს, თუ სამსახურს აცდენ და საბოტაჟს ეწევი

ჩვენ მომხრე ვართ, რომ ადამიანები რა მხარდაჭერასაც მიიღებენ საზოგადოებისგან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმის პროპორციული დაფინანსება მიიღონ,  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა და განმარტა, რომ ამის ბოროტად გამოყენება ხდება და დაფინანსების წესზე უნდა იმსჯელონ.

„შენ ეს მხარდაჭერა მიიღე, რომ პარლამენტში იმუშაო. საკითხის მექანიკური გადაწყვეტა ისე, რომ შენ არჩეული ხარ, პარლამენტში არ შემოდიხარ, მაგრამ ბიუჯეტიდან თანხას მაინც იღებ, ბოროტად გამოყენებაა იმ წესის, რომელიც ნორმალური ევროპული ურთიერთობის პირობებშია გათვალისწინებული. თანხა გამოიყენო და არ იმუშაო იქ, სადაც უნდა იმუშაო ამომრჩევლის ნება-სურვილის შესაბამისად, უკვე ეჭვის ქვეშ აყენებს, საერთოდ გეკუთვნის თუ არა ბიუჯეტიდან თანხები. მით უმეტეს, თუ სამსახურს აცდენ და საბოტაჟს ეწევი. არ ვიცი, მომავალში როგორ გადაწყდება, მაგრამ ალბათ ამ კუთხით ამ თემაზე სამსჯელოა. არც ლოგიკით, არც წესით და კანონით არ ეკუთვნის ადამიანს ბიუჯეტიდან თანხა, რომელიც მას კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად გამოეყო. ეს ძალიან მარტივი ფორმულაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

112-ი მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს: ,,გაცნობებთ, რომ 23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ ყაველაშვილი – მისასალმებელია, რომ ურთიერთობა დავამყაროთ მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან, როგორიც არის ჩინეთი, რაც სასარგებლო იქნება მთელი რეგიონის განვითარებისთვის

მისასალმებელია, რომ ჩვენ, სუვერენულმა ქვეყანამ, მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან, როგორიც არის ჩინეთი, ურთიერთობა დავამყაროთ, რაც სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი, ასევე აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს გზაა ევროპული იდეა, რომელიც ღირებულია და ახლოსაა ქვეყანასთან. „საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინეთ ამ ბრძოლაში და ამ პროცესში. ჩვენი სურვილია, გავხდეთ ღირსეული და ძლიერი ქვეყანა, ეკონომიკით და კეთილდღეობით, ეროვნულ ინტერესებზე, ტრადიციებზე, ოჯახურ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა. ასევე ჩვენი გზაა ევროპული იდეა, რომელიც ყველაზე მეტად ღირებულია და ახლოსაა ჩვენთან, ჩვენი მცდელობა გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ევროპაშიც შეიცვლება სიტუაცია, როგორც აშშ-ში. სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გვაქვს შესაძლებლობები, ნებისმიერ დიდ ქვეყანასთან და იცით, რომ ჩინეთი საკმაოდ დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. ამ დერეფანში მისი ინტერესიც არსებობს. ამ პროცესში ასეთი დიდი ქვეყნის მონაწილეობა ძალიან სასარგებლოა ჩვენი, აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. მისასალმებელია, რომ ჩვენ, სუვერენულმა ქვეყანამ, ასეთი მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან დავამყაროთ ურთიერთობა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – გვჯერა, ევროკავშირშიც შეიცვლება ვითარება, ის ძალები იქნებიან წარმოდგენილი, ვინც საერთო ღირებულებებს პატივს სცემენ, სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის პირველი ეროვნული ინტერესია

ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მიმართ გვქონდა პრეტენზიები, პირდაპირ ყოფდნენ ხალხს და ხელისუფლებას, რომ გაზრდილიყო პოლარიზაცია, ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, სჯერა, რომ ევროკავშირშიც შეიცვლება სიტუაცია და ის ძალები იქნება წარმოდგენილი, ვინც საერთო ღირებულებებს პატივს სცემენ. „ევროკავშირთან დაახლოების პროცესი დღეს არ დაწყებულა, საკმაოდ დიდი ხანია, ჩვენი ისტორიული სურვილია, ვიყოთ ევროპის წევრი. ჩვენს ხალხს მთელი ისტორიის მანძილზე სურვილი ჰქონდა, საერთო  ღირებულების ნაწილი ვყოფილიყავით. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირშიც შეიცვლება სიტუაცია. ევროკავშირთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ორმაგმა სტანდარტებმა და არასწორმა დამოკიდებულებამ წარმოშვა. ზოგიერთი ბიუროკრატის, განსაკუთრებით, ბრიუსელის და ევროპარლამენტის წევრების, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის, რომლებიც ორმაგი სტანდარტით და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით ევროპის იდეას ანგრევდნენ. ამაზე გვქონდა ჩვენ მუდმივად საუბარი და ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვართ. მინდა, ვახსენო აშშ- ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, ზუსტად ერთი ერთში არის იგივე გზავნილი, რაზეც ჩვენ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მიმართ გვქონდა პრეტენზიები. პირდაპირ ყოფდნენ ხალხს და ხელისუფლებას, რომ აქ გაზრდილიყო პოლარიზაცია. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ იდეას და ღირებულებებს. ჩვენ ამას წინ აღვუდექით და გამოჩნდა, რომ მართლები ვართ. ეს ბრძოლა არ გაჩერებულა, ჩვენ გვწამს ევროპის და გვინდა, მისი ნაწილი ვიყოთ. გვჯერა, გამოსწორდება იქ სიტუაცია და ის ძალები იქნება წარმოდგენილი, ვინც ამ ღირებულებებს პატივს სცემენ. სხვა შემთხვევაში, როგორც აქამდე ვაცხადებდით, ჩვენთვის პირველი ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომელიც პრინციპში გადარჩენასთან არის ასოცირებული. ჩვენ ისეთ ღირებულებებს ვიცავთ ამ ორმაგი სტანდარტისგან, რომელსაც სახელმწიფოს გაძლიერება ჰქვია. ისინი აკეთებდნენ იმას, რომ შესაძლებელი იყო, საქართველო საერთოდ განადგურებულიყო. ამ რეგიონში ყოფილიყო ცეცხლი, ომი და უბედურება. მათი დამოკიდებულების, ამ ორმაგი სტანდარტის შედეგი შეიძლება, ყოფილიყო რაც უკრაინაში ხდება, ანალოგიური მომხდარიყო კავკასიაში. ამას აღვუდექით წინ და გამოჩნდა, რომ ჩვენ მართლები ვართ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ტატა ხვედელიანი – ყველა ფორმატში ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისი მიზანიც საქართველოს ევროპული მომავლის გაცოცხლებაა, მიმდინარე პროცესებში სალომე ზურაბიშვილის როლი მნიშვნელოვანია

ჩვენ ყველა ფორმატში ვითანამშრომლებთ და ვთანამშრომლობთ ყველასთან, ვისი მიზანიც არის საქართველოს ევროპული მომავლის გაცოცხლება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა ოპოზიციის გეგმების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესებში სალომე ზურაბიშვილის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. „სალომე ზურაბიშვილის როლი ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში, რა ვითარებაშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველა, ვერთიანდებით ერთი მიზნისთვის, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები და მოხდეს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. ასევე, ვერთიანდებით საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თუმცა ამის მიღმა ფასეულობების ნაწილში არსებობს ძალიან ბევრი განსხვავება. არის სხვადასხვა პროცესი, რასაც ცალკეული პარტიები მივყვებით ცალ-ცალკე საერთაშორისო მიმართულებით თუ შიდა პოლიტიკურ ვითარებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ფორმატში ვითანამშრომლებთ და ვთანამშრომლობთ ყველასთან, ვისი მიზანიც არის საქართველოს ევროპული მომავლის გაცოცხლება“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ძალიან სასიხარულოა, რომ მარტის ბოლოდან ეტაპობრივად, პირდაპირ ფრენებს საქართველოში 4 ავიაკომპანია დაიწყებს – მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს ავიაბაზარზე გაზაფხულიდან 4 ახალი ავიაკომპანია შემოვა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ავიაბაზარზე ხელს შეუწყობს პირდაპირი ფრენების საშუალებით ტურისტების შემოსვლას საქართველოში, რაც შემდგომ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება. „ძალიან სასიხარულოა, რომ მარტის ბოლოდან ეტაპობრივად, პირდაპირ ფრენებს საქართველოში 4 ავიაკომპანია დაიწყებს. „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზიჯეტი“ იწყებენ პირდაპირ ფრენებს ლონდონიდან, რაც ბუნებრივია, რომ ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. ჩვენ ძალიან აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვგეგმავთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის იმდენად, რამდენადაც პირდაპირ ფრენებთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსვლას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ბოლო სიახლეები