შაბათი, თებერვალი 22, 2025

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვატო შაქარიშვილი: “გლობალური ომის პარტია” ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული დარტყმებისგან აგონიურ მდგომარეობაშია, საქართველოში სრულად გაკოტრებულია და ახლა ხავსს ეჭიდება, ხავსი ამ შემთხვევაში ირაკლი ალასანიაა

მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო დამტვერილი სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, "გლობალური ომის პარტია” ტრამპის ადმინისტრაციისგან მიღებული დარტყმების შედეგად, აგონიურ მდგომარეობაშია, საქართველოში სრულად გაკოტრებულია და ირაკლი ალასანიას სახით, ახლა ხავსს ეჭიდება. როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, "დიფ სთეითში" ვერ გაიგეს მთავარი - საქართველოში მათი მარცხის მიზეზი, არა მხოლოდ პერსონები, არამედ, საქართველოსთან მიმართებით მათი რეალური მიზნებია. "მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო დამტვერილი სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია. მისი “ქამბექიც” შესაბამის პლატფორმაზე მოხდა, სპეცსამსახურების განყოფილების - “რადიო თავისუფლების” ეთერში. ვრცელი ინტერვიუს დასაწყისშივე ნათელი გახდა, რომ რესპონდენტი კონკრეტული დავალების შესასრულებლად გამოიძახეს და ისიც მალევე შეუდგა ტყუილების მოყოლას. ისეთი აბსურდები ილაპარაკა საჰაერო სისტემებზე, სააკაშვილი რომ ამბობდა, ისეთი ბეტონის ორმოები ავაშენე თბილისის შემოგარენში 6 თვე გავუძლებთ რუსეთის შემოტევასო. “გლობალური ომის პარტია” ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული დარტყმებისგან აგონიურ მდგომარეობაშია, საქართველოში სრულად გაკოტრებულია და ახლა ხავსს ეჭიდება, ხავსი კი ამ შემთხვევაში ალასანიაა. ერთი და მთავარი ვერ გაიგეს იქ Deep State-ში, რომ საქართველოში მარცხის მიზეზი, მხოლოდ პერსონებში არ არის, არამედ ამის მთავარი მიზეზი მათი რეალური მიზნებია ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. აგენტურული ხელისუფლების დაბრუნებას ვერც ლომჯარია-გიგაურის ხელით შეძლებენ და ვერც ირაკლი ალასანიას ხელით. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ალასანიას CV ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროიდან, როდესაც ის ოპოზიციაში ჩანერგეს და ჩამშლელის როლი განუსაზღვრეს. ქართული ოცნების კოალიციაშიც იგივე ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ დროულად მოხდა მისი გამოაშკარავება, ხოლო ცალკე რასაც წარმოადგენს და როგორი მხარდაჭერაც აქვს იქვე გამოჩნდა 2016 წლის არჩევნებში, ბარიერს მიღმა რომ დარჩა. მის პიროვნებაზე ასევე მკაფიოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ თავისუფალი დემოკრატების ლიდერთა უმრავლესობა მას გაემიჯნა და დღეს ქვეყნის სამსახურში დგანან და არა Deep State-ის. ასე რომ, ტყუილად ჰგონიათ ჩვენი ქვეყნის მტრებს, რომ სტაჟიან აგენტს დრო გაასუფთავებს და მის რეალურ სახეს ვერ ვიცნობთ! P.S. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტაჟიანი აგენტის შემოცურების მცდელობა იქვე დასამარდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ურცხვად თქვა - ის საკუთარ ფინანსებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებსო…" - წერს ვატო შაქარიშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დასრულდეს ომი და უზრუნველყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები

ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დასრულდეს ომი და უზრუნველყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. საუბრის დეტალების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „მე მქონდა პროდუქტიული საუბარი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან. ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დასრულდეს ომი და უზრუნველყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებისგან განუყოფელია. ჩვენ შევაჯერეთ ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა, ერთობლივი ნაბიჯები და მზადება მომავალი კვირისთვის, რომელიც ძალიან აქტიური იქნება. დიდი ბრიტანეთი და მისი ხალხი უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

დონალდ ტრამპის ინფორმაციით, 25 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 25 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იტყობინება. ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ასეთი შეხვედრის ორგანიზების მცდელობები ადრეულ ეტაპზეა და მისი განხორციელება „ინტენსიურ მოსამზადებელ სამუშაოს“ მოითხოვს. „ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სვლის დაწყებაზე, გზების მოძიებაზე ყველაზე მწვავე და პოტენციურად ძალიან, ძალიან საშიში სიტუაციების გადასაჭრელად, რომელთაგან ბევრია, მათ შორის უკრაინაში“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა. აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების პირველი შეხვედრა ერ-რიადში 18 თებერვალს შედგა.

ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში მსოფლიოს თასის ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში მსოფლიოს თასის ვიცე-ჩემპიონია. სან-პაულოში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის ტურნირი მიმდინარეობს. ქართველმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან იაპონელ ანრი საკურაისთან ანგარიშით 14:15 დათმო. სან-პაულოს ტურნირზე ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ჩემპიონობა იზეიმეს, გვანცა ზადიშვილი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა. დღეს რაპირით ორთაბრძოლებში ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც ჩაერთვებიან.

„დიდი და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი“ – რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბექაური

ქართველი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამჯერად ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც იგი თოვლიან ეზოში ვარჯიშობს: „დიდი და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი!“, - წერს ბექაური ვიდეოზე.

ბოლო სიახლეები