ევროპელი ბიუროკრატები საქართველოს მიმართ უსამართლობის სამსახურში არიან, ქვეყანაში მათი ნარატივის დასაყრდენი რადიკალური ოპოზიცია იყო, რომელსაც არ აინტერესებს ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები, მზად არიან, სული მიჰყიდონ ევროპელი ბიუროკრატების მიზნებსა და დავალებებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ადამიანები აღმოჩნდნენ, რომელთაც ინსტრუმენტად ყოფნა ცხოვრებისეულ ამოცანად დაისახეს, თუმცა მსგავსი ნარატივი საქართველოშიც მარცხდება და ევროპაშიც.
„ევროპელი ბიუროკრატები საქართველოს მიმართ უსამართლობის სამსახურში არიან. საქართველოს მიმართ მათი ორმაგი დამოკიდებულება ყველაზე სწორად და ზუსტად გამოიკვეთა. ქვეყანაში მათი ნარატივის დასაყრდენი რადიკალური ოპოზიცია იყო, რომელსაც არ აინტერესებს ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები, თუმცა მზად არიან, სული მიჰყიდონ ევროპელი ბიუროკრატების მიზნებსა და დავალებებს. მათ, სინამდვილეში, არც ევროპასთან აქვთ საერთო და არც ევროპელი ხალხის ინტერესებთან, „დიფ სთეითის“ ამოცანებს ემსახურებოდნენ. სადაც ფარული გავლენებია ძლიერი, იქ სამართალი არსად არის. სამწუხაროა, რომ საქართველოში ადამიანები აღმოჩნდნენ, რომელთაც ინსტრუმენტად ყოფნა ცხოვრებისეულ ამოცანად დაისახეს, თუმცა მსგავსი ნარატივი საქართველოშიც მარცხდება და ევროპაშიც“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.