USAID-ში კორუფციამ ისეთ დონეს მიაღწია, როგორიც აქამდე იშვიათად უნახავს ვინმეს, დახურეთ ის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„USAID-ი რადიკალურ მემარცხენეებს აგიჟებს და მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ ამის წინააღმდეგ. ფულის დიდი ნაწილი ისე თაღლითურად დაიხარჯა, რომ ამის ახსნა სრულიად შეუძლებელია. კორუფციამ ისეთ დონეს მიაღწია, როგორიც აქამდე იშვიათად უნახავს ვინმეს. დახურეთ ის!“, – წერს დონალდ ტრამპი.