სამშაბათი, ივლისი 21, 2026

VIDEO: საქართველოში, პაციენტს თავის ტვინში ცოცხალი ბრტყელი ჭია აღმოუჩინეს – ნეიროქირურგის უნიკალური ოპერაციის კადრებს ავრცელებს

ჩვენს ნეიროქირურგიულ პრაქტიკაში დაფიქსირდა უნიკალური და შესაძლოა პირველი შემთხვევა მედიცინის ისტორიაში.

თავის ტვინის სიმსივნედ მიჩნეული წარმონაქმნი ოპერაციის დროს ცოცხალ პარაზიტად – Taenia solium-ად დადასტურდა.

შემთხვევა საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნეიროქირურგი, გიორგი სეკანია წერს.

„მინდა გაგიზიაროთ საინტერესო, იშვიათი და შესძლოა, პირველი ფაქტი მედიცინის ისტორიაში, ჩვენი ნეიროქირურგიული პრაქტიკიდან, რომელიც დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ.

მდედრობითი სქესის პაციენტი, სამწლიანი ანამნეზით. იმყოფებოდა ჩვენს „მეზობელ“ სახელმწიფოში, სადაც ონკოლოგიური დაავადების გამო ჩაუტარდა სარძევე ჯირკვლის სექტორული რეზექცია. ონკოლოგიური სიფხიზლის გათვალისწინებით, პაციენტს უტარდებოდა დიაგნოსტიკური კვლევები, თავის ტვინის მრ კვლევით მარჯვენა თხემის წილში ნანახი იქნა მოცულობითი წარმონქამნი.

ვციტირებ პაციენტის სიტყვებს:

“3 წლის მანძილზე 8-ჯერ ჩამიტარდა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ბოლოს მითხრეს რომ სიმსივნის მე-4 სტადია მქონდა, შემომთავაზეს ოპერაციული ჩარევა, მაგრამ არ მინდოდა უცხო ქვეყანაში სიკვდილი და გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება“.

საქართველოში ყოფნის პერიოდში პაციენტს განუვითარდა გენერალიზებული გულყრა, კონსულტირებულ იქნა ჩემს მიერ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. ქალბატონს შევთავაზე წარმონაქმნის ამოკვეთა, დავიწყეთ განმეორებითი კვლევები.
ჩატარებული-თავის ტვინის მრ კვლევის მიხედვით წარმონაქმნის ლოკალიზაცია შეიცვალა, თხემის ნაცვლად ვერიფიცირდებოდა საფეთქელში. დაიგეგმა ოპერაციული ჩარევა. სავარაუდო/წინასწარი დიაგნოზი იყო თავის ტვინის მეორადი სიმსივნე (ახალი მეტასტაზი), თუმცა ოპერაციული ჩარევის დროს, თავის ტვინში ნანახი იქნა 15სმ-მდე ცოცხალი სოლიტერი, რომელიც გადაადგილდებოდა თავის ტვინში.

პარაზიტი გაიგზავნა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში, სახეობა – Taenia solium (ღორის სოლიტერი). ჯერჯერობით ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ცოცხალი ბრტყელი ჭიის არსებობის თავის ტვინში. ფაქტი საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას, რაზეც ამ ეტაპზე ვმუშაობთ.

ამჟამად პაციენტი იმყოფება პალატაში, ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, იმყოფება ნეიროქირურგების, ნევროლოგების და პარაზიტოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. გრძელდება შემთხვევის კლინიკური კვლევა.

(ტექსტი კოლეგებისთვის) სიმსივნის ინტრაცერებრული ლოკალიზაციის გამო (3 სმ კონვექსიდან), ცერებროტომიის წინ გამოვიყენეთ ულტრაბგერითი აპარატი, მიღებული სურათზე წარმონაქმნი მკვეთრად დიფერენცირდებოდა ტვინის ქსოვილისგან, რაც არ არის დამახასიათებელი თავის ტვინის პირველადი ან მეტასტაზური დაზიანებისთვის. დაზიანების ირგვლივ ვლინდებოდა ტვინის პერიფოკალური შეშუპების სურათი, ტვინის თეთრი ნივთიერებისთვის არადამახასიათებელი ვასკულირება, თუმცა ეს ცვლილებები მაინც არ მივიჩნიეთ საკმარისად მოცულობითი წარმონაქმნის დასადასტურებლად, გავაგრძელეთ მიდგომის პროცესი. თავის ტვინში, უკანა რქასთან ნანახი იქნა მოძრავი პარაზიტი, რომელიც დაუზიანებლად ამოვიყვანეთ.
ტექსტის განახლება: (P.S) მადლობა კომენატარებისთვის, ‘საუკეთესოობამდე’ დიდი გზაა გასავლელი :)) კონკრეტულად ამ ოპერაციის ჩატარება არ მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ საჭიროებებს, ან ზებუნებრივ “სქილებს”

ეს შემთხვევა საინტერესოა მისი უნიკალურობით. ჩვენთან ტარდება ბევრად რთული ნეიროქირურგიული ოპერაციები და ამ ქვეყანას ყავს ძალიან მაღალი დონის ნეიროქირურგები, რომელთა გამოცდილების, ცოდნის გაზიარება დიდი პრივილეგიაა პირადად ჩემთვის. აქვე დავამატებ, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამხელა განსხვავებაა ქვეყნის განვითარებასა და ნეიროქირურგიულ დონეს შორის“, – წერს ნეიროქირურგი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ოქროს ბურთისთვის ბრძოლა დაიწყო-დროა, საქართველო ხვიჩას ოქროს ბურთისთვის გაერთიანდეს!

მოგესალმებით. ის დროა, როცა დიდი საქმისთვის უნდა გავერთიანდეთ...დასრულებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ხელახლა გაგვიჩინა იმედი, რომ ზღაპრული სცენარი - 𝐊𝐕𝐀𝐑𝐀 𝐁𝐀𝐋𝐋𝐎𝐍 𝐃’𝐎𝐑 კვლავ რეალურია! მოთამაშეების ნაწილი, რომლებიც იყვნენ კონკურენტები ამ ბრძოლაში, ფინალამდე ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ გათამაშებას, ხოლო გამარჯვებული გუნდიდან ვინც განიხილებოდა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში, მას არ ჰქონია საოქროსბურთე მუნდიალი.პსჟ აქამდე თავს იკავებდა ოქროს ბურთის კამპანიაზე, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას ელოდებოდნენ - ვისზე აეწყოთ მხარდასაჭერი სცენარი - ხვიჩა კვარაცხელიაზე თუ უსმან დემბელეზე. ჩემი აზრით, საფრანგეთის წარუმატებლობის გამო, ახლა ევროპის ჩემპიონების კამპანია ქართველის მხარდასაჭერად ჩაირთვება, როგორც 2025/26 წლის სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის.და აქ უნდა ვიყოთ ჩვენც! თქვენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში კვარასთვის მნიშვნელოვანი იქნება. უცხოური ნებისმიერი დიდი გამოცემის პოსტი, რომელიც ხვიჩაზე თუ ოქროს ბურთზე იქნება, კომენტარებში აუცილებლად ბევრი უნდა ვიყოთ და დავაფიქსიროთ ჩვენი სურვილი - 𝐊𝐕𝐀𝐑𝐀 𝐁𝐀𝐋𝐋𝐎𝐍 𝐃’𝐎𝐑!კვარას ჰქონდა საოცარი ევროპული სეზონი, ყველა დიდ მატჩში გადამწყვეტი იყო, ჩამოიკიდა ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის მედალი და ოფიციალური აღიარებაც მიიღო - ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი!ალბათ ვფიქრობდით, რა ცუდია, რომ მუნდიალის წელი მოუწია... თუმცა დასრულებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა იმედები განაახლა!ხვიჩა კვარაცხელია 26 ოქტომბერს ლონდონში ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე გამარჯვებულის სტატუსით უნდა ვიხილოთ! ამ ბრძოლაში თითოეული გადამწყვეტი ვიქნებით, თუ როგორ ვიაქტიურებთ.იწყება თამაში და ჩვენ აქ ვართ!-წერს Geo Team

გურამ მაჭარაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული ჯობია, ვიდრე მტრული

გერმანიის ელჩმა ყველაზე ცუდი საქმე გააკეთა თუ კი ვინმეს გაუკეთებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიისთვის პირველ რიგში, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.მაჭარაშვილი გამოეხმაურა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები ჯობია, ვიდრე მტრული.„გერმანიის ელჩმა ბატონმა პიტერმა მოახერხა, რომ რამდენიმე წელიწადში, რომ წელიწადნახევრის დაგვიანებით გაიგეს, რომ სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული ჯობია, ვიდრე მტრული, კონფლიქტური და შეუარცხმყოფელი. ამის მერე გაიგებს გერმანიის საზოგადოება, რომ საქართველო აფასებს ყველა იმ სახელმწიფოს და ერს, რომელიც აფასებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და პატივს სცემს ქართველ ხალხს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 9 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ,  ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების  აღკვეთას ითვალისწინებს.

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა

დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი.ახალი მომსახურებები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, განაცხადი გააკეთონ ახალი წყალმომარაგების განრიგის შეთანხმების, არსებული განრიგის შეცვლისა და გაუქმების მოთხოვნით. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.„საქართველოს მელიორაციის“ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, ისე დროებით მფლობელებს. სერვისის მისაღებად აუცილებელია დაინტერესებული პირი რეგისტრირებული იყოს შპს „საქართველოს მელიორაციაში“ მომხმარებლად და ჰქონდეს მინიჭებული უნიკალური ნომერი.ახალი სერვისების მიწოდების პროცესს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ადგილზე გაეცნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე და სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი ვანო მეჭურჭლიშვილი.ახალი მომსახურების დანერგვით იუსტიციის სახლში მელიორაციის სერვისების ინტეგრაციის პროცესი დასრულდა. იუსტიციის სახლი სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს და მომსახურების არეალს მუდმივად აფართოებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების გაცილების ღონისძიება გაიმართა

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ ასწლოვან უმაღლესი საინჟინრო სკოლაში - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებას. თქვენ ღირსეულად გაიარეთ პროფესიული განვითარების გზა, რომელიც მომავალი წარმატებების საფუძველია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს უნივერსიტეტში მიღებული განათლება დაგეხმარებათ გახდეთ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩინოთ როგორც თქვენი ქვეყანა, ისე ჩვენი უნივერსიტეტი. თქვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ოჯახის წევრები ხართ. სასწავლო პროცესში გაიცანით ახალი კულტურა, შეიძინეთ მეგობრები, მიიღეთ ცოდნა და დააგროვეთ გამოცდილება, რომელიც დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გამოგადგებათ. მადლობას გახდით, რომ არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე შეაჩერეთ. გისურვებთ წარმატებას, პროფესიულ წინსვლასა და მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევას“, - ამის შესახებ სტუ-ის ვიცე-რექტომა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ 2025/2026 აკადემიური წლის კურსდამთავრებულ საერთაშორისო სტუდენტთა გაცილების ღონისძიებაზე განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, კურდამთავრებულ საერთაშორისო სტუდენტთა გაცილების ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ, ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-რექტორმა, უნივერსიტეტის სახელით, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სტუდენტებს აქტიური ჩართულობისა და წარმატებული აკადემიური საქმიანობისთვის. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტუდენტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში და მრავალფეროვან, საერთაშორისო აკადემიურ გარემოს ქმნიან. თამარ ლომინაძემ ახალგაზრდებს სამომავლო წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ხოლო უნივერსიტეტთან მათი კავშირი მომავალშიც გაგრძელდება.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დღეს უკვე მყარად არის დამკვიდრებული საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, რასაც უცხოელი ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ადასტურებს. განსაკუთრებით მოთხოვნადია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა არქიტექტურა, მშენებლობა, ბიზნესტექნოლოგიები, ინფორმატიკა, მთის მდგრადი განვითარება, დიზაინი. ეს ის სფეროებია, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს და ახალგაზრდებს კონკურენტუნარიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები სწორედ ამ პროგრამებს ირჩევენ, ნათლად მიუთითებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალ ხარისხზე, მათ შესაბამისობაზე საერთაშორისო სტანდარტებსა და გლობალური შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტებისთვის მხოლოდ განათლების მიღების ადგილი არ იყოს, არამედ სივრცე, სადაც ისინი პროფესიულ ცოდნასთან ერთად მრავალფეროვან კულტურულ გამოცდილებას, საერთაშორისო კონტაქტებსა და მეგობრულ გარემოსაც იძენენ“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ლელა ჩიქოვანის განცხადებით, 2024/25 სასწავლო წელს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიღებაზე გამოცხადებული ადგილების 89% შეავსო, 2025/2026 სასწავლო წელს კი ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ საერთაშორისო სტუდენტების ინტერესი ყოველწლიურად მზარდია, რაც ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებასა და საგანმანათლებლო პროგრამების მაღალ ხარისხზე მეტყველებს. 2024/2025 სასწავლო წელს უცხოელი სტუდენტებისთვის გამოცხადებული ადგილების 89% შეივსო, ხოლო 2025/2026 სასწავლო წლისთვის ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესდა - ეს კი მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს. ამ შედეგს საფუძვლად უდევს უნივერსიტეტის თანმიმდევრული მუშაობა რამდენიმე მიმართულებით: საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, უცხოელი აპლიკანტებისთვის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე მიღების პროცესის უზრუნველყოფა და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიმზიდველი საგანმანათლებლო სივრცეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებისთვის. განსაკუთრებით მაღალი ინტერესია არქიტექტურის, მშენებლობის, ბიზნესტექნოლოგიების, ინფორმატიკისა და დიზაინის მიმართულებებზე, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი პროგრამები პასუხობს როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს, ისე თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა, არამედ მათთვის ისეთი აკადემიური და კულტურული გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ ხარისხიანი განათლების მიღებას, პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების შეძენას. სწორედ ამიტომ, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას“, - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.სტუ-ის ინფორმაციით, 2025/2026 სასწავლო წლის საერთაშორისო კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიებას ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი შაკიაშვილი უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს საქართველოში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება, ისაუბრეს კულტურულ მრავალფეროვნებაზე, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობასა და უნივერსიტეტში გატარებულ წლებზე. შეხვედრა თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა და სიმბოლური სიგელების, სამახსოვრო საჩუქრების გადაცემითა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

ბოლო სიახლეები