ამერიკის შეიარაღების პროგრამები საჭიროებს სრულად გადახედვას, – ამის შესახებ აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ ამ მიმართულებით რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება, ამერიკა შემდეგ ომში მძიმე მარცხს განიცდის.
„არსებული სტრატეგია გულისხმობს მცირე რაოდენობის იარაღის წარმოებას მაღალ ფასად გუშინდელი ომის საწარმოებლად. დაუყოვნებლივი ცვლილებები თუ არ განხორციელდება, ამერიკა ძალიან მძიმედ დამარცხდება შემდეგ ომში“, – წერს მასკი.
ამასთან, მასკი აზიარებს ინფორმაციას საბიუჯეტო ოფისის ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სამხედრო-საზღვაო ფლოტი გეგმავს მომავალი 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 40 მილიარდი დოლარის დახარჯვას 364 გემის შესაძენად.