ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბოლო დროს გიორგი გახარიამ აჩვენა, ამ ოპოზიციისგან განსხვავებით ბევრად პრაგმატულად და ლოგიკურად აზროვნებს. ხოლო საბოტაჟნიკებისგან განსხვავებით, მას პოლიტიკური ალღო აქვს. შესაბამისად, გახარიამ არ დაასწრო მოვლენებს და მანდატებზე უარი არ თქვა. ამიტომ არაა გამორიცხული, ის პარლამენტშიც ვიხილოთ.
„გახარიას მოგებაა ის, რომ ის და მისი გუნდის წევრები კარგ ხელფასს აიღებენ, კარგი მანქანებით და კომფორტით ისარგებლებენ; ექნებათ სამანდატო პრივილეგიები; კარგ მივლინებებში წავლენ დეპუტატების სტატუსით; გამოვლენ ტელევიზიაში და ილაპარაკებენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია. გახარიამ თავიდან განაცხადა, რომ მანდატებს არ დატოვებდნენ. ის უტვინოდ არ იქცევა და აჩვენა, რომ პოლიტიკური ალღო აქვს. უტვინოდ იქცევა კოლექტიური „ნაციოანლური მოძრაობა“, რომელთაც ეგონათ, რომ „ოცნება“ მანდატებს არ გაუუქმებდა და აქეთ შეეხვეწებოდა. აქაც ძალიან მწარედ შეცდნენ. გახარია პრაგმატული პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რომელიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მას სავაჭრო „ოცნებასთან“ არაფერიც არა აქვს.
გახარიამ კარგად იცის, რომ ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციურ ფლანგზე გზას ითავისუფლებს. ისედაც წყალწაყებული რადიკალური ნაცობა ახლა უფრო ჩაირეცხება. ამით კი მას მთელი პოლიტიკური ველი ცარიელი დარჩება. ის თუ პარლამენტში შევა, ამ ტრიბუნას ისევ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს. გახარიამ ამ ოპოზიციას ისეთი ჩაუტარა, მარტო ახლა მიხვდნენ, როგორ გააცურეს. ამ უტვინო ნაციონალებმა საკუთარი დასაკლავი დანა თავად ალესეს“,-ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, ექს-პრემიერი თავის პარტიასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადება, რისთვისაც საპარლამენტო მანდატს მშვენივრად გამოიყენებს. დაფინანსებაც აიღო და ოპოზიციურ ველზე გაკოტრებულ ოპოზიციას კიდევ უფრო გვერდით ჩააჩოჩებს.
„გამოდის, გახარიას ოპოზიციურ ფლანგზე მოწინააღმდეგე მხარე აღარ ეყოლება. კონკურენტები ერთი ხელის მოსმით მოიშორა. ის ძალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, პოლიტიკურ მოუსავლეთში გადადის. მას თავით მიჰყვება ეს უბედური ბანკირების ვითომ პარტიაც. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ გახარიამ, ფაქტობრივად, უბრძოლველად გაინაღდა ის ადგილი, რომელსაც ადგილობრივ თვითთმართველობის არჩევნებში მოიპოვებს. ამიტომ იმ 49 კაცმა პოლიტიკური სამარე საკუთარ თავებს თავად გაუთხარეს, გახარია კი მათ მიწას მიაყრის. ასევე ნაციონალების გასამართლების პროცესიც მშვენივრად გამარტივდება. ეს ხალხი აღარ იქნება პარლამენტის წევრი და ვისაც რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მოეკითხებათ“, – ამბობს გვენეტაძე.
წყარო:for.ge