პარასკევი, თებერვალი 7, 2025

დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც საკომიტეტო მოსმენაზე გამოვიტანეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, საშუალება არ მოგვცეს, რომ საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მოესმინა და დასმულ კითხვებზე პასუხი გაგვეცა – ესეც იყო გამიზნული

რასაც ჩვენ ვამბობდით, ის ახლა უფრო ღია და ნათელი გახდა, მტკიცებულების ხარისხი გაიზარდა, რამეთუ ამ მტკიცებულებაში, თავად ის ქვეყანა ჩაერთო, საიდანაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ამდაგვარი საფრთხეები მოდიოდა ჩვენი, პატარა ქვეყნის საზიანოდ, – აღნიშნა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ USAID-ის თემაზე საუბრისას.

„როდესაც ჩვენ, საკომიტეტო მოსმენაზე გამოვიტანეთ „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, საშუალება არ მოგვცეს, რომ ის საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მოესმინა და დასმულ კითხვებზე პასუხი გაგვეცა. ესეც იყო გამიზნული და შემდეგ ხმამაღლა გაჟღერდა მესიჯი, რომ ეს იყო დავალება დესტრუქციული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი „ენჯეობის“ მისამართით, რომ „არ წაიკითხო და გააპროტესტე“ . არწაკითხვა იყო სწორედ ის, რომ არ სცოდნოდა საზოგადოებას რაზე იყო საუბარი. სწორედ ამ წაუკითხავად მოხდა კანონის გაპროტესტება. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ კანონმა, მიღებამდე უკვე თავის ფუნქცია შეასრულა – გამოააშკარავა ის დესტრუქციული აქტორები, რომელიც იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ფულად დაკვეთაზე დამოკიდებული და არად უღირდათ ქვეყნის ინტერესები – ის რაც დასავლური იყო, რუსული დაარქვეს.

დღეს რეალობა იძლევა იმის აუცილებლობას, რომ საზოგადოებამ იცოდეს მეტი. მართალია აშშ-ს დღევანდელმა ელჩმა, შენიშვნა მისცა უმრავლესობის ლიდერს, რომ თქვენ მეტი უნდა იცოდეთო, მაგრამ თურმე მეტი უნდა სცოდნოდათ აშშ-შიც და ჩვენ ამას ვამბობდით, კითხვებს ვსვამდით, მაგრამ პასუხი არ იყო. თურმე აშშ-შიც ამერიკელების გადამხდელთა 10 მილიონი თანხა და USAID-ის 50-მილიარდიანი დაფინანსება არა სხვა ქვეყნების, არამედ აშშ-ს საზიანოდაც იხარჯება. სწორედ ამაზე საუბრობს ახალი ადმინისტრაცია, სწორედ ამიტომ გააუქმა ახალმა ადმინისტრაციამ USAID-ის მმართველი რგოლი და სახლში გაუშვა ლიდერები და მმართველი წარმომადგენლები“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მაკკეინის ინსტიტუტმა „ინიციატივა თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ჟურნალისტ მზია ამაღლობელზეც

მაკკეინის ინსტიტუტმა „ინიციატივა თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ჟურნალისტ მზია ამაღლობელზეც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინიციატივა დაეხმარება აშშ-ის მოქალაქეებს და სხვა პირებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური მიზეზებით არიან დაკავებული. ინიციატივა ორიენტირებული იქნება მძევლებისა და პოლიტპატიმრების გარკვეული ჯგუფების გათავისუფლებაზე. პირველი ეტაპზე გავრცელდა მძევლებისა და პოლიტპატიმართა სია, რომელშიც ჟურნალისტი მზია ამაღლობელიცაა მოხსენიებული. სიაში ასევე არიან ვენესუელას ოპოზიციონერი ლიდერი ჰესუს არმასი, ბელარუსი ფლეიტისტი მარია კალესნიკავა და ღაზაში დაკავებული ისრაელ-ამერიკელი მძევლები. ინიციატივა გაუწევს მნიშვნელოვან დახმარებას როგორც პატიმრებს, ისე მათ ოჯახებს. ეს მოიცავს კომუნიკაციას აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ასევე სტრატეგიულ კომუნიკაციებს პატიმართა გათავისუფლების მხარდასაჭერად.

დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, ამის მიზეზია ის, რომ სასამართლო მიზანში იღებს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, მათ შორის ისრაელს. ახალი ბრძანებით, ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დაეხმარებიან სასამართლოს აშშ-ის ან მისი მოკავშირეების მოქალაქეების საქმეების გამოძიებაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკვე მიიღო ზომები თანამშრომლების დასაცავად შესაძლო სანქციებისგან, მათ შორის, სამი თვის ხელფასის წინასწარ გადახდით.

მამუკა მდინარაძე: ზედა რგოლი აკეთებს რაღაც განცხადებებს და ამავე დროს მაგალითად საქართველოში აშშ-ის საელჩოს დონეზე შესაბამის განვითარებას და განვრცობას ვერ ვხედავთ

ზედა რგოლი აკეთებს რაღაც განცხადებებს და ამავე დროს მაგალითად საქართველოში აშშ-ის საელჩოს დონეზე შესაბამის განვითარებას და განვრცობას ვერ ვხედავთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში. „ტრამპი, მარკო რუბიო, მოქმედი ადმინისტრაცია აკეთებს ერთი მიმართულებით ჩვენთვის ძალიან პოზიტიურ განცხადებებს. ჩვენთვის იმიტომ, რომ რა განცხადებებიც კეთდება, ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენს საბრძოლო საკითხებს. ოჯახური ღირებულებების და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა მოგვიწია. ევრო რეზულუციებში გვიწერეს, რომ ეს არ გააკეთოთო . თითი გვიქნიეს კულისებში, თუ ღიად. გამჭვირვალობაზე აღარაფერს ვამბობთ. ომზე საიდან მოიტანეთო და შემდეგ უკრაინის მაღალჩინოსნები აკეთებდნენ განცხადებებს. დღეს უფრო ნათლად, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს ის, რისთვისაც ბრძოლა მოგვიწია. ღირებულებების ნაწილში დეკლარირებული ყველა განცხადება ჩვენ გვაწყობს, მაგრამ ზედა რგოლი აკეთებს რაღაც განცხადებებს და ამავე დროს მაგალითად საქართველოში აშშ-ის საელჩოს დონეზე შესაბამის განვითარებას და განვრცობას ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე: თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან 43...

თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა თურმე მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან, ამერიკული წყაროების მიხედვით, 43 მილიონამდე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში. წამყვანმა მას ჰკითხა, რატომ დადგა დღის წესრიგში FARA-ს ზუსტი ასლი გაჩნდეს ქართულ კანონმდებლობაში. „მოგეხსენებათ, უკვე გვაქვს კანონი, რომელიც ძალაშია შესული და მართლა პატიოსანი ვინც იყო, მცირე თანხებს იღებდა, კანონმორჩილია და გადატრიალება არ უნდა მაინც და მაინც ამ ქვეყანაში, ასეთი ხალხი უფრო დარეგისტრირდა. ვინც მსხვილი „ენჯეოა“, დიდ თანხას იღებდა და იმ სკანდალის უშუალო თანამონაწილეა, რაც დღეს აშშ-დან გასკდა, არცერთი დარეგისტრირებული არაა. კანონი, რომელიც ძალაშია და პრაქტიკულად არც ამოქმედებულა, პრევენციულ მხარეს მაინცდამაინც ვერ აკმაყოფილებს. წინასწარ ამბობენ, რომ გვირჩევნია დავჯარიმდეთ, ოღონდ გამჭვირვალე არ იყოს ჩვენი საქმიანობაო. დღეს უკვე მტკიცება და არგუმენტებიც არ არის საჭირო, რისი და რატომ ეშინიათ, გასაგებია. ამაზე ჩვენ კი აღარ ვსაუბრობთ, საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლობა. სპეციალურად არ გავცემ არცერთ დეტალზე კითხვას პასუხს, რომ ხალხი ბოლომდე გაერკვეს იმ მავნებლობაში, რაც ორი წლის განმავლობაში ჩაიდინეს იმ ადამიანებმა, ვინც ამის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა თურმე მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან, ამერიკული წყაროების მიხედვით, 43 მილიონამდე“, - აღნიშნა მდინარაძემ.

საგანგებო მდგომარეობა სანტორინიში

საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე ზედიზედ რამდენიმედღიანი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა ოთხშაბათს ადგილობრივი დროით 21:09 საათზე (19:09 GMT) საბერძნეთის კუნძულებს ამორგოსსა და სანტორინს შორის, რაც მას ბოლო დღეებში ყველაზე ძლიერად აქცევს. ვარაუდობენ, რომ ეს მოხდა 5 კმ (3.1 მილი) სიღრმეზე. ოფიციალური პირების განცხადებით, დადგენილება ძალაში იქნება 3 მარტამდე "გადაუდებელი საჭიროებების გადასაჭრელად და შედეგების მართვისთვის". 11,000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა სანტორინი, დაახლოებით 7,000 მიემგზავრება ბორნით და 4,000 საჰაერო გზით.

ბოლო სიახლეები