პარასკევი, თებერვალი 7, 2025

დიმიტრი ხუნდაძე გარე დაფინანსებებზე: ამერიკაში იცვლება მიდგომები, სავარაუდოდ, შეიცვლება ევროპაშიც. ჩვენ ბევრად ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი

ამერიკაში იცვლება მიდგომები, სავარაუდოდ, შეიცვლება ევროპაშიც. ჩვენ ბევრად ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარე დაფინანსებებზე საუბრისას.

მისი თქმით, ეს იყო ლოგიკური პროცესი, რომელსაც ვერავინ ასცდებოდა, რადგან დესტრუქციის ხაზი იმდენად უსამართლო იყო, რომ ასეთ უსამართლობას ისტორია არ ჰპატიობს ხოლმე და მოვლენები თავის ლოგიკურ განვითარებას მიჰყვება.

„ის, რაც დღეს ხდება, ამაზე „ხალხის ძალა“ უფრო ადრე ვსაუბრობდით. ვამბობდით, რომ საქართველოს ომში ითრევდნენ, რაც თავიდან კრიტიკის საგანი გახდა, მაგრამ ცოტა ხანში თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც იმავეს ჩიოდა, რომ თურქეთს უკრაინის ომში ითრევდნენ. ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი შანტაჟად იყო გამოყენებული და გარე დაფინანსებით ცდილობდნენ შიდა პოლიტიკის მართვას.

გახსოვთ, როცა არასამთავრობო სექტორს დროზე ადრე წაუცდა ხელი და საკუთარი ლუსტრაცია მოახდინა, როცა ტექნიკური მთავრობით ხელისუფლების ჩანაცვლება განიზრახეს? ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ ეს იყო არასამთავრობო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ძალიან მსხვილ გარე დაფინანსებას იღებდა და მათი მიზანი ქვეყანაში დესტრუქციისა და აურზაურის გამოწვევა იყო, რათა ხელისუფლება შეეცვალათ – ხელისუფლება, რომელიც არ ემორჩილებოდა გარე დაკვეთებს.

ამ ყველაფრის ლუსტრაცია კიდევ უფრო აშკარა გახდა და უფრო მაღალი ფასი შეიძინა მაშინ, როცა იგი სწორედ იქიდან მოხდა, საიდანაც იმ დროს ამ საფრთხეებს ვააშკარავებდით. ჩვენ აშშ-ის მაშინდელ ელჩს პირდაპირ მივწერეთ, რა იყო მათი სტრატეგიული მიზანი და რაში იხარჯებოდა საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსები.

ფიცოც იმავეს ჩიოდა და სწორედ მაშინ ესროლეს, როცა სულ რამდენიმე კვირით ადრე მან გარე დაფინანსებების გამოძიება და გაშუქება აქტიურად დაიწყო“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მაკკეინის ინსტიტუტმა „ინიციატივა თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ჟურნალისტ მზია ამაღლობელზეც

მაკკეინის ინსტიტუტმა „ინიციატივა თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ჟურნალისტ მზია ამაღლობელზეც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინიციატივა დაეხმარება აშშ-ის მოქალაქეებს და სხვა პირებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური მიზეზებით არიან დაკავებული. ინიციატივა ორიენტირებული იქნება მძევლებისა და პოლიტპატიმრების გარკვეული ჯგუფების გათავისუფლებაზე. პირველი ეტაპზე გავრცელდა მძევლებისა და პოლიტპატიმართა სია, რომელშიც ჟურნალისტი მზია ამაღლობელიცაა მოხსენიებული. სიაში ასევე არიან ვენესუელას ოპოზიციონერი ლიდერი ჰესუს არმასი, ბელარუსი ფლეიტისტი მარია კალესნიკავა და ღაზაში დაკავებული ისრაელ-ამერიკელი მძევლები. ინიციატივა გაუწევს მნიშვნელოვან დახმარებას როგორც პატიმრებს, ისე მათ ოჯახებს. ეს მოიცავს კომუნიკაციას აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ასევე სტრატეგიულ კომუნიკაციებს პატიმართა გათავისუფლების მხარდასაჭერად.

დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, ამის მიზეზია ის, რომ სასამართლო მიზანში იღებს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, მათ შორის ისრაელს. ახალი ბრძანებით, ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დაეხმარებიან სასამართლოს აშშ-ის ან მისი მოკავშირეების მოქალაქეების საქმეების გამოძიებაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკვე მიიღო ზომები თანამშრომლების დასაცავად შესაძლო სანქციებისგან, მათ შორის, სამი თვის ხელფასის წინასწარ გადახდით.

მამუკა მდინარაძე: ზედა რგოლი აკეთებს რაღაც განცხადებებს და ამავე დროს მაგალითად საქართველოში აშშ-ის საელჩოს დონეზე შესაბამის განვითარებას და განვრცობას ვერ ვხედავთ

ზედა რგოლი აკეთებს რაღაც განცხადებებს და ამავე დროს მაგალითად საქართველოში აშშ-ის საელჩოს დონეზე შესაბამის განვითარებას და განვრცობას ვერ ვხედავთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში. „ტრამპი, მარკო რუბიო, მოქმედი ადმინისტრაცია აკეთებს ერთი მიმართულებით ჩვენთვის ძალიან პოზიტიურ განცხადებებს. ჩვენთვის იმიტომ, რომ რა განცხადებებიც კეთდება, ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენს საბრძოლო საკითხებს. ოჯახური ღირებულებების და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა მოგვიწია. ევრო რეზულუციებში გვიწერეს, რომ ეს არ გააკეთოთო . თითი გვიქნიეს კულისებში, თუ ღიად. გამჭვირვალობაზე აღარაფერს ვამბობთ. ომზე საიდან მოიტანეთო და შემდეგ უკრაინის მაღალჩინოსნები აკეთებდნენ განცხადებებს. დღეს უფრო ნათლად, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს ის, რისთვისაც ბრძოლა მოგვიწია. ღირებულებების ნაწილში დეკლარირებული ყველა განცხადება ჩვენ გვაწყობს, მაგრამ ზედა რგოლი აკეთებს რაღაც განცხადებებს და ამავე დროს მაგალითად საქართველოში აშშ-ის საელჩოს დონეზე შესაბამის განვითარებას და განვრცობას ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე: თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან 43...

თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა თურმე მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან, ამერიკული წყაროების მიხედვით, 43 მილიონამდე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში. წამყვანმა მას ჰკითხა, რატომ დადგა დღის წესრიგში FARA-ს ზუსტი ასლი გაჩნდეს ქართულ კანონმდებლობაში. „მოგეხსენებათ, უკვე გვაქვს კანონი, რომელიც ძალაშია შესული და მართლა პატიოსანი ვინც იყო, მცირე თანხებს იღებდა, კანონმორჩილია და გადატრიალება არ უნდა მაინც და მაინც ამ ქვეყანაში, ასეთი ხალხი უფრო დარეგისტრირდა. ვინც მსხვილი „ენჯეოა“, დიდ თანხას იღებდა და იმ სკანდალის უშუალო თანამონაწილეა, რაც დღეს აშშ-დან გასკდა, არცერთი დარეგისტრირებული არაა. კანონი, რომელიც ძალაშია და პრაქტიკულად არც ამოქმედებულა, პრევენციულ მხარეს მაინცდამაინც ვერ აკმაყოფილებს. წინასწარ ამბობენ, რომ გვირჩევნია დავჯარიმდეთ, ოღონდ გამჭვირვალე არ იყოს ჩვენი საქმიანობაო. დღეს უკვე მტკიცება და არგუმენტებიც არ არის საჭირო, რისი და რატომ ეშინიათ, გასაგებია. ამაზე ჩვენ კი აღარ ვსაუბრობთ, საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლობა. სპეციალურად არ გავცემ არცერთ დეტალზე კითხვას პასუხს, რომ ხალხი ბოლომდე გაერკვეს იმ მავნებლობაში, რაც ორი წლის განმავლობაში ჩაიდინეს იმ ადამიანებმა, ვინც ამის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა თურმე მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან, ამერიკული წყაროების მიხედვით, 43 მილიონამდე“, - აღნიშნა მდინარაძემ.

საგანგებო მდგომარეობა სანტორინიში

საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე ზედიზედ რამდენიმედღიანი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა ოთხშაბათს ადგილობრივი დროით 21:09 საათზე (19:09 GMT) საბერძნეთის კუნძულებს ამორგოსსა და სანტორინს შორის, რაც მას ბოლო დღეებში ყველაზე ძლიერად აქცევს. ვარაუდობენ, რომ ეს მოხდა 5 კმ (3.1 მილი) სიღრმეზე. ოფიციალური პირების განცხადებით, დადგენილება ძალაში იქნება 3 მარტამდე "გადაუდებელი საჭიროებების გადასაჭრელად და შედეგების მართვისთვის". 11,000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა სანტორინი, დაახლოებით 7,000 მიემგზავრება ბორნით და 4,000 საჰაერო გზით.

ბოლო სიახლეები