საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორს ისრაელი აშშ-ს გადასცემს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, პალესტინელები უკვე გადასახლებული იქნებოდნენ რეგიონის უფრო უსაფრთხო და ლამაზ თემებში, ახალ სახლებში და მათ რეალურად ექნებოდათ შესაძლებლობა, ყოფილიყვნენ ბედნიერი, უსაფრთხო და თავისუფალი.
„შეერთებული შტატები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დეველოპერების ბრწყინვალე გუნდებთან ერთად, ნელ-ნელა და ფრთხილად დაიწყებს მშენებლობას, რაც გახდება ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი პროექტი დედამიწაზე. აშშ-ს ჯარისკაცები არ დასჭირდება! რეგიონში სტაბილურობა გამეფდება“, – წერს დონალდ ტრამპი.