ხუთშაბათი, თებერვალი 6, 2025

აზერბაიჯანმა აშშ-ის ქვეყანაში USAID-ის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა

აზერბაიჯანმა აშშ-ს ქვეყანაში USAID-ის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

„ქვეყანაში USAID-ის საქმიანობისთვის იურიდიული საფუძველი არ არსებობს, მისი საქმიანობის შესახებ შეტყობინება ოფიციალურად ამერიკულ მხარეს გაეგზავნა“, – განაცხადა უწყების პრესსამსახურის უფროსმა, აიხან გაჯიზადემ.

მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვნა განაცხადა, რომ USAID-ს 2024 წლის 1-ელი ივნისიდან იურიდიულად არ ჰქონდა აზერბაიჯანში საქმიანობის საფუძველი.

„დადგა მათი საქმიანობის შეწყვეტის დრო. აზერბაიჯანში USAID-ის წარმომადგენლობისა და ყოფნის გაგრძელების აუცილებლობა აღარ არის და მათი საქმიანობის სრულად შეწყვეტის მომენტი უკვე დადგა“, – განაცხადა მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გახარიამ ,,ნაცები” მართლა დაასრულა- ოპოზიციას ისეთი ჩაუტარა, ახლა მიხვდნენ, როგორ გააცურეს

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბოლო დროს გიორგი გახარიამ აჩვენა, ამ ოპოზიციისგან განსხვავებით ბევრად პრაგმატულად და ლოგიკურად აზროვნებს. ხოლო საბოტაჟნიკებისგან განსხვავებით, მას პოლიტიკური ალღო აქვს. შესაბამისად, გახარიამ არ დაასწრო მოვლენებს და მანდატებზე უარი არ თქვა. ამიტომ არაა გამორიცხული, ის პარლამენტშიც ვიხილოთ. „გახარიას მოგებაა ის, რომ ის და მისი გუნდის წევრები კარგ ხელფასს აიღებენ, კარგი მანქანებით და კომფორტით ისარგებლებენ; ექნებათ სამანდატო პრივილეგიები; კარგ მივლინებებში წავლენ დეპუტატების სტატუსით; გამოვლენ ტელევიზიაში და ილაპარაკებენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია. გახარიამ თავიდან განაცხადა, რომ მანდატებს არ დატოვებდნენ. ის უტვინოდ არ იქცევა და აჩვენა, რომ პოლიტიკური ალღო აქვს. უტვინოდ იქცევა კოლექტიური „ნაციოანლური მოძრაობა“, რომელთაც ეგონათ, რომ „ოცნება“ მანდატებს არ გაუუქმებდა და აქეთ შეეხვეწებოდა. აქაც ძალიან მწარედ შეცდნენ. გახარია პრაგმატული პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რომელიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მას სავაჭრო „ოცნებასთან“ არაფერიც არა აქვს. გახარიამ კარგად იცის, რომ ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციურ ფლანგზე გზას ითავისუფლებს. ისედაც წყალწაყებული რადიკალური ნაცობა ახლა უფრო ჩაირეცხება. ამით კი მას მთელი პოლიტიკური ველი ცარიელი დარჩება. ის თუ პარლამენტში შევა, ამ ტრიბუნას ისევ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს. გახარიამ ამ ოპოზიციას ისეთი ჩაუტარა, მარტო ახლა მიხვდნენ, როგორ გააცურეს. ამ უტვინო ნაციონალებმა საკუთარი დასაკლავი დანა თავად ალესეს“,-ამბობს გვენეტაძე. მისივე თქმით, ექს-პრემიერი თავის პარტიასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადება, რისთვისაც საპარლამენტო მანდატს მშვენივრად გამოიყენებს. დაფინანსებაც აიღო და ოპოზიციურ ველზე გაკოტრებულ ოპოზიციას კიდევ უფრო გვერდით ჩააჩოჩებს. „გამოდის, გახარიას ოპოზიციურ ფლანგზე მოწინააღმდეგე მხარე აღარ ეყოლება. კონკურენტები ერთი ხელის მოსმით მოიშორა. ის ძალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, პოლიტიკურ მოუსავლეთში გადადის. მას თავით მიჰყვება ეს უბედური ბანკირების ვითომ პარტიაც. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ გახარიამ, ფაქტობრივად, უბრძოლველად გაინაღდა ის ადგილი, რომელსაც ადგილობრივ თვითთმართველობის არჩევნებში მოიპოვებს. ამიტომ იმ 49 კაცმა პოლიტიკური სამარე საკუთარ თავებს თავად გაუთხარეს, გახარია კი მათ მიწას მიაყრის. ასევე ნაციონალების გასამართლების პროცესიც მშვენივრად გამარტივდება. ეს ხალხი აღარ იქნება პარლამენტის წევრი და ვისაც რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მოეკითხებათ“, - ამბობს გვენეტაძე. წყარო:for.ge

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დაარსებს რწმენის ოფისს და გენერალურ პროკურორს დაავალებს, გამოავლინოს და აღმოფხვრას ანტიქრისტიანული მიკერძოების შემთხვევები ფედერალურ მთავრობაში

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დააარსებს თეთრი სახლის რწმენის ოფისს და გენერალურ პროკურორს, პამ ბონდის დაავალებს, გამოავლინოს და აღმოფხვრას ანტიქრისტიანული მიკერძოების შემთხვევები ფედერალურ მთავრობაში. „ამ სამუშაო ჯგუფის მისია იქნება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ქრისტიანული საზოგადოების მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმა ფედერალურ მთავრობაში, მათ შორის იუსტიციის დეპარტამენტში, სადაც მდგომარეობა საგანგაშოა, ასევე შემოსავლების სამსახურსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, ის შექმნის ახალ საპრეზიდენტო კომისიას რელიგიური თავისუფლების საკითხებზე. „ყოველთვის დავიცავ რელიგიურ თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, დღეს პატივი მაქვს, გამოვაცხადო, რომ ვქმნი ახალ საპრეზიდენტო კომისიას რელიგიური თავისუფლების საკითხებზე. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და კომისია დაუღალავად იმუშავებს ამ ფუნდამენტური უფლების დასაცავად. თუ არ გვექნება რელიგიური თავისუფლება, მაშინ ჩვენ არ გვექნება თავისუფალი ქვეყანა, შესაძლოა, საერთოდ არც გვქონდეს ქვეყანა. მე სწორედ ღმერთმა გადამარჩინა“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება მთავრობის მხრიდან რელიგიის მხარდაჭერას ზღუდავს.

ბოდიშს გიხდით ასეთი კატეგორიულობისთვის, მაგრამ ამ მიზეზით, მგზავრობა შეუძლებელია-მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა პირად ჰიგიენაზე აქვს შენიშვნა

მომღერალი მაია ბარათაშვილი ფეისბუქზე აქვეყნებს ვიდეომიმართვას. მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა პირად ჰიგიენაზე აქვს შენიშვნა. მომღერალი ამბობს, რომ კონკრეტული მიმართვის ჩაწერა დიდი ხანია სურს, თუმცა თავს იკავებდა. მაია ბარათაშვილი: ძალიან დიდი ხანია მინდა ამ მიმართვის ჩაწერა, დელიკატური თემაა და მოისმინეთ. მე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელი ვარ. ხშირად ვმგზავრობ ავტობუსით და მეტროთი. ორივე მოხერხებული ტრანსპორტია. მაგრამ ერთი პრობლემაა - მგზავრების მხრიდან პირადი ჰიგიენის დაუცველობა. მეტროში და ავტობუსში, ზაფხულში, დაუბანლობის სუნი წაგიღებთ. ბოდიშს გიხდით ასეთი კატეგორიულობისთვის. მაგრამ შეუძლებელია მგზავრობა ამ მიზეზით. დღესაც ავედი ავტობუსში, მამა-შვილი იჯდა ფანჯარასთან და მესმის ასეთი საუბარი: შვილო, არ არის საჭირო ყოველდღე ბანაობა, სამ დღეში ერთხელ რომ დაიბანო, აბსოლუტურად საკმარისია. კანიც არ გამოგიშრებაო. ათი წუთი უხსნიდა 15 წლის ბიჭს, რომელიც მამას გაკვირვებული უყურებდა. ეს კატასტროფაა. ჭკუიდან გადამიყვანა ამ საუბარმა. სად ვართ? შუა საუკუნეებში ვართ? ძალიან გთხოვთ მეგობრებო, მიხედეთ პირად ჰიგიენას. იზრუნეთ თავზეც და სხვაზეც. წაიკითხეთ ანატომია, გაერკვიეთ, როგორ მუშაობს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და რა ემართება ადამიანის სხეულს, თუკი ის თუნდაც ერთი დღე არ დაიბანს. ბოდიში ასეთი კატეგორიული ჩანაწერისთვის. ეს არ ეხება კულტურულ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სუფთავდებიან.

პორტუგალიური გამოცემა – ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ კონტრაქტზე შეუთანხმდა, ის გუნდს ზაფხულში გააძლიერებს

გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის „სპორტინგთან“ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია და ახალი სეზონიდან პორტუგალიური კლუბის წევრი გახდება – ინფორმაციას გამოცემა Diário de Transferências-ი ავრცელებს. პორტუგალიური ვებგვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაციებით, პორტუგალიური გრანდი „ლევანტეს“ ტრანსფერის საერთო ღირებულებაზე შეუთანხმდა და ესპანური კლუბი ბონუსების ჩათვლით 7 მილიონ ევროს მიიღებს. უფრო მეტ და საინტერესო დეტალზე მეორე გამოცემა, „რეკორდი“ იუწყება:„გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერში ლისაბონის „სპორტინგი“ „ლევანტეს“ 5,5 მილიონ ევროს გადაუხდის, ესპანური კლუბი ბონუსების სახით დამატებით 1,5 მილიონ ევროსაც მიიღებს. ამას გარდა, „ლევანტეს“ შემდგომი ტრანსფერიდანაც ეკუთვნის გარკვეულ თანხა. 25 წლის ნახევარმცველი გუნდს 2025/26 წლების სეზონში შეუერთდება“.

ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოს საკითხზე ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ ბალტიის სამი ქვეყნის – ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. როგორც უილსონი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ბალტიის სახელმწიფოები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელია. „მადლობელი ვარ ბალტიის სამ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისთვის, რათა განგვეხილა, როგორ შეგვიძლია, კოლექტიურად ვაგებინოთ პასუხი ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს. ბალტიის სახელმწიფოები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელია. მადლობელი ვარ მათი დამოუკიდებლობისთვის“, – წერს უილსონი.  

ბოლო სიახლეები