ხუთშაბათი, თებერვალი 6, 2025

თქვენი შვილიბი ყოველთვის იქნებიან საკმაოდ მდიდარნი, თუ მათ მისცემთ კარგ აღზრდას, რომელიც მოუწესრიგებს და ჩამოუყალიბებს კარგ ქცევებს. იმას კი არ ეცადოთ, რომ ისინი მატერიალურად მდიდრები გახადოთ, არამედ, რომ იყვნენ კეთილაღზრდილნი, ბატონობდნენ თავიანთ ვნებებზე, იყვნენ მდიდარნი, სათნოებებით-მამა შალვა კეკელია

“ თქვენი შვილიბი ყოველთვის იქნებიან საკმაოდ მდიდარნი, თუ მათ მისცემთ კარგ აღზრდას, რომელიც მოუწესრიგებს და ჩამოუყალიბებს კარგ ქცევებს. იმას კი არ ეცადოთ, რომ ისინი მატერიალურად მდიდრები გახადოთ, არამედ, რომ იყვნენ კეთილაღზრდილნი, ბატონობდნენ თავიანთ ვნებებზე, იყვნენ მდიდარნი, სათნოებებით. მიაჩვიეთ ისინი, რომ არ იგონებდნენ მოჩვენებით საჭიროებებს და ამქვეყნიურ სიკეთეს არ აფასებდნენ გადაჭარბებულად. ყურადღებით ადევნეთ თვალი მათ ქცევებს, წრეს, ურთიერთობებს- ნუ ელით ღვთისაგან წყალობას, თუ არ ასრულებთ ამ მოვალეობას.” წმიდა იოანე ოქროპირი- წერს მამა შალვა კეკელია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ოდრი ჰე­პ­ბერ­ნი ივან­კას დიდი ხა­ნია შთა­ა­გო­ნებს-ამბავი ივანკა ტრამპის შთამბეჭდავი კაბის მიღმა

ივან­კა ტრამპმა ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო ბალ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის შექ­მნი­ლი 1954 წლის ოდრი ჰე­პ­ბერ­ნის ცნო­ბი­ლი კა­ბის რეპ­ლი­კა მო­ირ­გო. ეს კაბა ჰუ­ბერტ დე ჟი­ვან­შის 1954 წლის ოტ კუ­ტი­უ­რის შავ-თეთ­რი კა­ბის რეპ­რო­დუქ­ცია იყო, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ოდრი ჰე­პ­ბერ­ნის­თვის ფილმ „საბ­რი­ნა­ში“ შე­იქ­მნა.     თეთ­რი სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ივან­კას­თვის "დიდი პა­ტი­ვი იყო ამ კა­ბის ტა­რე­ბა" და მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტა ჟი­ვან­შის გუნდსა და არ­ნოს ოჯა­ხის მი­მართ „ორი­გი­ნა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზის ზუს­ტი აღ­დგე­ნი­სა და ოს­ტა­ტო­ბის­თვის.“ "ოდრი ჰე­პ­ბერ­ნი ივან­კას დიდი ხა­ნია შთა­ა­გო­ნებს" - გა­ნა­ცხა­დეს მათ "მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვია მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ამ გზით და­ფა­სე­ბა, ხოლო ჟი­ვან­შის გუნდს მად­ლო­ბას უხ­დის ამ და­უ­ვი­წყა­რი მო­მენ­ტის შექ­მნის­თვის". პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი 20 იანვარს, ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ გამართულ წვეულებაზე შავ-თეთრ სამოსში გამოვიდა. ივანკა ტრამპი ივანკა მარი ტრამპი დაიბადა ამერიკელი ბიზნესმენის დონალდ ჯონ ტრამპის ოჯახში. ტრამპების ოჯახი გერმანული წარმოშობისაა, წარმოშობით კალშტადიდან. სახელი ივანკა, ივანას შემოკლებული ფორმაა. ივანკას მშობლები განქორწინდნენ 1991 წელს, როდესაც ის ცხრა წლის იყო. მართალია, დონალდი და ივანა გაშორდნენ, მაგრამ ივანკას ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა ორივე მშობელთან. 15 წლამდე სწავლობდა „ჩაპინის სკოლაში“, მანჰეტენზე, ხოლო შემდეგ, სასწავლებლად გადავიდა Choate Rosemary Hall-ში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ვალინგფორდში. Choate დამთავრების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, ამის შემდეგ კი პენსილვანიის უნივერსიტეტი ვარტუნის ბიზნესის სკოლაში, რომელიც მან 2004 წელს, ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. საოჯახო ბიზნესში მოსვლამდე, ივანკა მოკლე დროის მანძილზე მუშაობდა Forest City Enterprises-ში. 2007 წელს, ის წარმატებით შეუერთა ალმასის გამყიდველების ძალები, Dynamic Diamond Corp., და შექმნა თავისი საიუველირო კომპანია Ivanka Trump Fine Jewelry, რომელიც ფოკუსირებულია ალმასის და ოქროს სამკაულების გაყიდვაზე. ​ივანკა ტრამპის მოდის ხაზი 2011 წელს დაარსდა. ქალის სამოსის მწარმოებელი კომპანია ძირითადად საქამიანი, წარმატებული ქალების იმიჯს იყო მორგებული და შესაბამის ტანსაცმელს სთავაზობდა მომხმარებელს. როგორც ამერიკული პრესის ნაწილი წერს მისი დახასიათებისას - "ბრენდი თავად ივანკა იყო". ბევ­რი გა­ნი­ხი­ლავს ივან­კა ტრამ­პის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას. 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ტრამ­პის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, ივან­კა და მისი მე­უღ­ლე სამ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად მა­ი­ა­მი­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად.

რუსეთი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს ელექტროენერგიის მიწოდებას დაჰპირდა და ფინანსური დახმარება გაუგზავნა

რუსული მედიის ინფორმაციით, „რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ევგენი გრაბჩაკი, გამოჩენილ აფხაზ პოლიტიკოსს, ბადრა გუნბას შეხვდა“. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, დიდი მასშტაბის ენერგეტიკული კრიზისის დაწყებიდან პირველად, ელექტროენერგიის მარაგის საკითხების განხილვის შესაძლებლობა გამოჩნდა და რუსეთი მზად არის ელექტროენერგიის მიწოდებისთვის აფხაზეთისთვის. მედიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს შეხვდა რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, სადაც ითქვა, რომ აფხაზეთს ფინანსური დახმარება გაუგზავნეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნებისათვის. ბადრა გუნბასთან შეხვედრა გამართა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, რომან სტაროვიტმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გამშვები პუნქტების შესაძლებლობები ერთნახევარჯერ გაიზრდება. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აფხაზეთთან ურთიერთქმედების გაძლიერებით. ლავროვის თქმით, მოსკოვში მოელიან აეროპორტის გახსნას სოხუმში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აფხაზეთში ტურიზმის განვითარებას. ცნობისთვის, ბადრა გუნბა 2024 წლის ნოემბრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, თუმცა რუსულ მედიას ის ამ სტატუსით არ მოუხსენიებია.

თეთრი სახლი USAID-ის მიერ სახსრების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების რამდენიმე მაგალითს აქვეყნებს

თეთრი სახლი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახსრების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების რამდენმე მაგალითს აქვეყნებს. როგორც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ათწლეულების განმავლობაში სააგენტო არ იყო ანგარიშვალდებული გადასახადების გადამხდელების წინაშე, რადგან ის დიდ თანხებს მიმართავდა „ფესვგადგმული ბიუროკრატების საყვარელ სასაცილო, ხშირ შემთხვევაში კი, მავნებლური პროექტებისთვის“, პრაქტიკულად ზედამხედველობის გარეშე. თეთრი სახლის ჩამონათვალში შემდეგი მაგალითებია მოყვანილი: 1,5 მილიონი დოლარი „სერბეთის სამუშაო ადგილებსა და ბიზნესსაზოგადოებებში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის განვითარებისთვის“; 70 ათასი დოლარი ირლანდიაში მრავალფეროვნების, თანასწრობისა და ინკლუზიურობის (DEI) მიუზიკლის შექმნისთვის; 2,5 მილიონი დოლარი ვიეტნამისთვის ელექტრომანქანებისთვის; 47 ათასი დოლარი კოლუმბიაში „ტრანსგენდერული ოპერისთვის“; 32 ათასი დოლარი პერუში „ტრანსგენდერული კომიქსისთვის“; 2 მილიონი დოლარი გვატემალაში სქესის შეცვლისა და „ლგბტ აქტივიზმისთვის“; ექვსი მილიონი დოლარი ეგვიპტეში ტურიზმისთვის; ასობით ათასი დოლარი ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, მას შემდეგაც კი, რაც გენერალურმა ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო; მილიონობით დოლარი EcoHealth Alliance-სთვის, რომელიც ჩართული იყო უხანის ლაბორატორიაში კვლევებში; კვების ასობით ათასი პორცია, რომელიც მიიღეს „ალ ქაიდასთან“ დაკავშირებულემა მებრძოლებმა სირიაში; განვითარებად ქვეყნებში „პერსონალიზებული“ კონტრაცეპტივების ბეჭდვის დაფინანსება; ასობით მილიონი დოლარი „საირიგაციო არხების, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობისა და სასუქის დასაფინანსებლად, ავღანეთში ყაყაჩოს უპრეცედენტო კულტივაციისა და ჰეროინის წარმოების მხარდასაჭერად“, რაც თალიბებისთვის სარგებლის მომტანია. თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ სია გრძელია და მსგავსი პროექტების დაფინანსება ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა. აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ფლანგვა, თაღლითობა და სახსრების ბოროტად გამოყენება შეწყდება.

პარლამენტმა შალვა პაპუაშვილის მიერ მომზადებული “პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. საკითხი სხდომაზე განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება პარლამენტთან არსებულ დაწესებულებებთან დაკავშირებულ ცვლილებებს. კერძოდ, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას მიენიჭება მისთვის დამსახურებული იურიდიული სტატუსი და ჩამოყალიბდება როგორც სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც იქნება კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში. ცვლილების შემდეგ, ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება საჯარო მოხელის სტატუსი. პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ნაცვლად შეიქმნება საქართველოს მთავრობასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი. მასში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო თავისი სტრუქტურითა და ბიუჯეტით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება კვლევით ცენტრს, მოხდება ამ სამსახურის ლიკვიდაცია, მის ბალანსზე არსებული რესურსები კი პარლამენტს გადაეცემა. კვლევითი ცენტრიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ასევე, პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებით, 2028 წელს არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ანუ მე-11 მოწვევის პარლამენტში, გარდამავალი დებულებით დაშვებული იქნება პოლიტიკური ჯგუფების შექმნა პარლამენტის სამი წევრის მიერ. ამ შემთხვევაში, წინაპირობა იქნება, რომ მასში გაერთიანებული უნდა იყვნენ ერთი პარტიული სიით შესული პარლამენტის წევრები, რომლებიც პარტიულ სიაში იყვნენ როგორც უპარტიოები, ან დატოვეს პოლიტიკური პარტია. პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი 85 ხმით მიიღო.

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. „სამწუხაროდ, ორი ქართველი, ორი მაგარი მეომარი დავკარგეთ გუშინ, დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, - წერს ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები