აქამდე თუ გვიწევდა, რომ ჩვენ გვემტკიცებინა რაღაცები, მოგვეყოლა ისტორიები, დღეს ეს ყველაფერი იმდენია, ვეღარ ავუდივართ ინფორმაციას, რომელსაც ილონ მასკი თუ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ავრცელებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია ამა თუ იმ მეთოდის შესახებ, რაც საქართველოში არაერთხელ განხორციელდა.
„იმდენი ინფორმაცია მოდის, რთულია მისი სისტემატიზაცია. პირდაპირ ჩანს, როგორ გამოიყენებოდა მეთოდებად ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვხედავდით – საზოგადოებრივი წესრიგის ხელშეშლა, როგორც გარედან დაფინანსებული ერთ-ერთი მეთოდი იმისა, რაც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავი დაიცვას და ამ მხრივ ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი, რაც საჭიროა, იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.