ხუთშაბათი, თებერვალი 6, 2025

შალვა პაპუაშვილი – აგერ ამერიკა, აგერ „ფარა“, გამართულად მუშაობს, სასარგებლო რესურსია, ერთი ერთში გადმოვიღებთ, ვთარგმნით და მივიღებთ

აგერ ამერიკა, აგერ „ფარა“, გამართულად მუშაობს, სასარგებლო რესურსია, გადმოვიღებთ ერთი ერთში, ვთარგმნით და ვიღებთ, როგორც არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხს, რომელიც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდა, კანონი წაკითხულიც არ ჰქონდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი კანონის წინააღმდეგ განწყობა შეუქმნეს.

„მთავარი, რაც მოხდა „გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით, ამერიკული ფონდების დაფინანსებით პირდაპირ ააჯანყეს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ მოეხდინათ კანონის დისკრედიტაცია. ბევრი მსჯელობის დროს უცხოელებთან თუ შიდა დისკუსიებისას, ვნახეთ, რომ არავის წაკითხულიც კი არ ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონი“. კითხვა გვქონდა, წაიკითხეთ თუ არა კანონი, ვარკვევდით, რომ ხალხს, რომელიც ამას აპროტესტებდა, წაკითხულიც კი არ ჰქონდათ. უცხოელებთან როდესაც ვსაუბრობდით, იქაც ვხედავდით, სინამდვილეში არ ესმოდათ, რა ეწერა კანონში. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა პირველმა უწოდა ამ კანონს რუსული კანონი და რუსეთიდან ინსპირირებული. ის იყო ამ კანონის ასეთი ბრენდინგის ავტორი. მას აჰყვნენ იმავე ბიუჯეტებიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, კანონის დისკრედიტაციას ცდილობდნენ და აზიანებდნენ მას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყოველგვარი შინაარსობრივი საკითხები რომ მოიხსნას და ახსნა -განმარტებები არ იყოს საჭირო, „ქართული ოცნება“ ამერიკულ „ფარას“ ერთი ერთში გადათარგმნის და მიიღებს.

„ყოველგვარი შინაარსობრივი საკითხები რომ მოიხსნას და ახსნა-განმარტებები არ იყოს საჭირო, აგერ არის აშშ, აგერ არის აშშ-ის „ფარა“, რომლითაც ჩვენ, ყველა ვსარგებლობთ. ვნახეთ, რამდენი საჭირო ინფორმაცია მივიღეთ ამ რეესტრიდან, რომ არა „ფარა“, ხომ ვერ გავიგებდით, რომ „ფორმულას“ მესაკუთრე კეზერაშვილი და ეს ტელევიზია საქართველოს წინააღმდეგ ლობისტებს აფინანსებდნენ, რათა სააკაშვილი დაეხსნათ და ა.შ. აღმოჩნდა, რომ „ფორმულას“ ჰქონდა იქ ლობისტური ხელშეკრულებები დადებული და ვერ გავიგებდით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები თურმე აშშ-ში იწერება „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველების და ლობისტების მხრიდან და ა.შ. ამიტომ, აგერ ამერიკა, აგერ „ფარა“, გამართულად მუშაობს, სასარგებლო რესურსია, გადმოვიღებთ ერთი ერთში. ჩვენ ვამბობთ, რომ ვიღებთ ამერიკულ „ფარას“, ვთარგმნით და ვიღებთ, როგორც არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტრამპი: ჩვენ უნდა დავაბრუნოთ რელიგია

ვაშინგტონში, ეროვნული ლოცვის საუზმეზე სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა რელიგიის მნიშვნელობას ამერიკის ცხოვრებაში და განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ რელიგია“. ტრამპმა ასევე გაიხსენა მასზე თავდასხმა, რომელიც 2024 წლის ივლისში პენსილვანიაში მოხდა. „არავინ ვიცით, როდის დასრულდება ჩვენი დრო დედამიწაზე. ეს ჭეშმარიტებაა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ პირადად შევეჯახე, როდესაც მოხდა ერთი ინციდენტი, რომელიც სასიამოვნო არ იყო. ეს არ იყო კარგი რამე, მაგრამ ღმერთი მიცავდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ხუნდაძე გარე დაფინანსებებზე: ამერიკაში იცვლება მიდგომები, სავარაუდოდ, შეიცვლება ევროპაშიც. ჩვენ ბევრად ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი

ამერიკაში იცვლება მიდგომები, სავარაუდოდ, შეიცვლება ევროპაშიც. ჩვენ ბევრად ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარე დაფინანსებებზე საუბრისას. მისი თქმით, ეს იყო ლოგიკური პროცესი, რომელსაც ვერავინ ასცდებოდა, რადგან დესტრუქციის ხაზი იმდენად უსამართლო იყო, რომ ასეთ უსამართლობას ისტორია არ ჰპატიობს ხოლმე და მოვლენები თავის ლოგიკურ განვითარებას მიჰყვება. „ის, რაც დღეს ხდება, ამაზე „ხალხის ძალა“ უფრო ადრე ვსაუბრობდით. ვამბობდით, რომ საქართველოს ომში ითრევდნენ, რაც თავიდან კრიტიკის საგანი გახდა, მაგრამ ცოტა ხანში თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც იმავეს ჩიოდა, რომ თურქეთს უკრაინის ომში ითრევდნენ. ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი შანტაჟად იყო გამოყენებული და გარე დაფინანსებით ცდილობდნენ შიდა პოლიტიკის მართვას. გახსოვთ, როცა არასამთავრობო სექტორს დროზე ადრე წაუცდა ხელი და საკუთარი ლუსტრაცია მოახდინა, როცა ტექნიკური მთავრობით ხელისუფლების ჩანაცვლება განიზრახეს? ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ ეს იყო არასამთავრობო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ძალიან მსხვილ გარე დაფინანსებას იღებდა და მათი მიზანი ქვეყანაში დესტრუქციისა და აურზაურის გამოწვევა იყო, რათა ხელისუფლება შეეცვალათ – ხელისუფლება, რომელიც არ ემორჩილებოდა გარე დაკვეთებს. ამ ყველაფრის ლუსტრაცია კიდევ უფრო აშკარა გახდა და უფრო მაღალი ფასი შეიძინა მაშინ, როცა იგი სწორედ იქიდან მოხდა, საიდანაც იმ დროს ამ საფრთხეებს ვააშკარავებდით. ჩვენ აშშ-ის მაშინდელ ელჩს პირდაპირ მივწერეთ, რა იყო მათი სტრატეგიული მიზანი და რაში იხარჯებოდა საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსები. ფიცოც იმავეს ჩიოდა და სწორედ მაშინ ესროლეს, როცა სულ რამდენიმე კვირით ადრე მან გარე დაფინანსებების გამოძიება და გაშუქება აქტიურად დაიწყო“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

ჩინეთის საგარეო უწყება: ღაზა პალესტინელებისაა, პოლიტიკურ თამაშებში მისი კოზირად გამოყენება არ შეიძლება

 ღაზას სექტორი პალესტინის განუყოფელი ნაწილია და ის არ შეიძლება ჯუნგლების კანონს დაექვემდებაროს, - ასე ეხმაურება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ღაზას სექტორთან დაკავშირებით. "ღაზა პალესტინელებს ეკუთვნის და პალესტინის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. არ შეიძლება პოლიტიკურ თამაშებში მისი კოზირად გამოყენება და მით უმეტეს, არ შეიძლება ის ჯუნგლების კანონის სამიზნე გახდეს" - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გუო ჯიაკუნმა. მისი თქმით, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ ეროვნულ უფლებებს. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და განადგურებული ანკლავის აღდგენას უზრუნველყოფს.

საქართველოდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა – რომელი ქვეყნები „ლიდერობენ“

საქართველოდან 2024 წელს უცხო ქვეყნის 363 მოქალაქე გააძევეს, ეს კი 91%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2023 წელს ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 190 მოქალაქე გაუშვეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული. შსს-ს მიხედვით, ამათგან ყველაზე მეტი გაძევებული მოქალაქე, კერძოდ, 19.5% აზერბაიჯანზე მოდის, შემდეგია ირანი და ინდოეთი. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მონაცემებით, საქართველო იძულებით დაატოვებინეს: აზერბაიჯანი - 71 მოქალაქე ირანი - 54 მოქალაქე ინდოეთი - 33 მოქალაქე თურქეთი - 31 მოქალაქე ნიგერია - 31 მოქალაქე ერაყი - 21 მოქალაქე რუსეთი - 20 მოქალაქე ეგვიპტე - 18 მოქალაქე ჩინეთი - 15 მოქალაქე იორდანია - 15 მოქალაქე ასევე, გასულ წელს საქართველოდან გააძევეს თურქმენეთის და პაკისტანის 10-10 მოქალაქე; ლიბიას და შრი ლანკას 4-4 მოქალაქე; ბანგლადეშის 3 მოქალაქე. გარდა ამისა, გააძევეს ავსტრალიის, საუდის არაბეთის, აშშ-ს, სომხეთის და ა.შ. თითო მოქალაქე. წყარო

დონალდ ტრამპი – საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ისრაელი ღაზის სექტორს აშშ-ს გადასცემს

საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორს ისრაელი აშშ-ს გადასცემს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ტრამპი აღნიშნავს, პალესტინელები უკვე გადასახლებული იქნებოდნენ რეგიონის უფრო უსაფრთხო და ლამაზ თემებში, ახალ სახლებში და მათ რეალურად ექნებოდათ შესაძლებლობა, ყოფილიყვნენ ბედნიერი, უსაფრთხო და თავისუფალი. „შეერთებული შტატები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დეველოპერების ბრწყინვალე გუნდებთან ერთად, ნელ-ნელა და ფრთხილად დაიწყებს მშენებლობას, რაც გახდება ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი პროექტი დედამიწაზე. აშშ-ს ჯარისკაცები არ დასჭირდება! რეგიონში სტაბილურობა გამეფდება“, – წერს დონალდ ტრამპი.

ბოლო სიახლეები