ხუთშაბათი, თებერვალი 6, 2025

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამერიკული „ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის მიღების შემდეგ, გამჭირვალობის კანონი გაუქმდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი, გამჭირვალობის კანონი გაუქმდება.

კითხვაზე, „გამჭირვალობის კანონი გაუქმდება?“, – მდინარაძემ უპასუხა: „მისი მიღების შემდეგ, დიახ“.

ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა: „დავანებოთ ყველა დეტალს თავი. ლობიზმს შეეხება? ლობიზმის შესახებ იქნება, არ შეეხება? – არ იქნება. რასაც შეეხება ამერიკული კანონი, ზუსტად იგივე იქნება დაკოპირებული და დაინიცირებული“.

მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი. მამუკა მდინარაძის თქმით, შარშან პარლამენტმა მიიღო  „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც ამოქმედებულა. მდინარაძის განმარტებით, მის ნაცვლად, მიღებული იქნება ახალი, ამერიკული კანონი, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველყოფილი იქნება მისი სრულფასოვანი ამოქმედება. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ  პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

VIDEO: სალომე ზურაბიშვილის მისია, ამოწურულია ბოლომდე და ის არის სტიპენდიატი იმ ფონდის, რომელმა ფონდმაც შეიძლება შეუწყვიტოს სტიპენდია – ბიძინა გიორგობიანი

„სალომე ზურაბიშვილის მისია, ამოწურულია ბოლომდე და ის არის სტიპენდიატი იმ ფონდის, რომელმა ფონდმაც შეიძლება შეუწყვიტოს სტიპენდია და რომელი ფონდის საქმიანობაც შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნეს შესწავლილი შესაბამისი ორგანოებისგან...“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემა ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „ის სჭირდებოდა ოპოზიციას მოცემული, კონკრეტული მომენტისთვის. მას იყენებდნენ როგორც მოკავშირეს ევროპულ სტრუქტურებსა და აქაური ოპოზიციური პარტიის ე.წ ლიდერებს შორის კოორდინატორად“ - განაცხადა გიორგობიანმა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი ბელარუსის ომში ჩათრევას გეგმავს

პუტინი ბელარუსის ომში ჩათრევას გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს. ზელენსკის თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გაზაფხულზე, ზაფხულში, ან შემოდგომაზე ბელარუსში ჯარების განთავსებას და ამ ქვეყნის ომში ჩათრევას გეგმავს. „პუტინის ამბიციებით და იმით, რასაც დღეს ვხედავთ – ის ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ომი არ შეჩერდეს. ეს ფაქტია. ის ამ გზას გააგრძელებს და სხვა ქვეყნებზეც იფიქრებს. ამაში დარწმუნებული ვარ. მე ამის შესახებ ვაფრთხილებ, სრულიად ღიად, გულწრფელად – მესმის, რა მოხდება. თქვენ ნახავთ, ის სხვა ქვეყნების პროვოცირებას მოახდენს. შესაძლოა, პოლონეთი იყოს შემდეგი ან ბალტიის ქვეყნები. და ეს უბრალოდ მორიგი რიტორიკა არ არის. თქვენ ნახავთ გაზაფხულზე, ზაფხულში, ან შემოდგომაზე ის ძალებს ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებს“,- განაცხადა ზელენსკიმ. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაძლოა, ბევრმა ევროპელმა და შესაძლოა აშშ-მაც თქვას, რომ ეს დაშინებაა. „ეს არის პოლონეთის დაშინება, ლიეტუვის დაშინება და ჩვენი სხვა ბალტიის პარტნიორების დაშინება. მაგრამ თქვენ ნახავთ – ის ყველაფერს გააკეთებს მათ ჩასათრევად. ის იფიქრებს, როგორ მოახდინოს მათი პროვოცირება. არ ვიცი, იქნება თუ არა შეჭრა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ის ამგვარად ჩაითრევს ბელარუსს ომში. თუმცა, ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც მათ უკრაინა რაკეტებით დაბომბეს – ისინი უკვე იყვნენ ამ ომში, მაგრამ მათი ხალხი არა და მათი ჯარი არა, ჯერჯერობით, მაგრამ პუტინს ეს ძალიან უნდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პუტინის შესაჩერებლად. ზელენსკის თქმით, ევროპელებმა თავდაცვის ხარჯები დღესვე უნდა გაზარდონ. „თუ არ გსურთ მომავალში მთელი ბიუჯეტის თავდაცვაზე დახარჯვა, დახარჯეთ დღეს ის პროცენტი, რაც დღეს არის საჭირო. ასეთი ნაბიჯებით გააძლიერეთ თქვენი თავდაცვა. უკრაინის მხარდაჭერა – ეს არის თქვენი თავდაცვის ნაწილი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზაზა თავაძე – ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც მოწყვლადი იქნება რომელიმე მხარისთვის, იქნება ეს ე.წ. ხელისუფლება, თუ ოპოზიციური სპექტრი

ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც მოწყვლადი იქნება რომელიმე მხარისთვის, იქნება ეს ე.წ. ხელისუფლება, თუ ოპოზიციური სპექტრი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაზა თავაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, „დღის თემა“ განაცხადა. „შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც გვქონდა თავიდანვე. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ დაახლოებით, ორი თვის წინ, რომ არ დავწერდით განცხადებებს და ჩვენი პოლიტიკური ძალის მიერ არ მოხდებოდა ამის გაკეთება, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ ერთადერთი ბერკეტი, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური, არ უნდა გადაცემულიყო ივანიშვილის ხელში და მას არ უნდა მისცემოდა შანტაჟის საშუალება ჩვენს პოლიტიკურ ძალაზე, შეგვიწყვეტდა, თუ არ შეგვიწყვეტდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას. დღევანდელმა დღემაც ჩვენა, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით თავის დროზე“, – განაცხადა თავაძემ. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ფორმით გამოიხატება ამ შემთხვევაში მათი მხრიდან არჩევნების არაღიარება, საპარლამენტო ბოიკოტირება, რადგან პარტიამ დაფინანსებაზეც არ თქვა უარი, რაზეც ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა კოლეგამაც მიანიშნა, რომ ეს ირიბად ნიშნავს საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებას, ზაზა თევზაძემ განაცხადა, რომ განცხადებებების დაწერა და სიების ჩახსნა არანაირ კავშირში არ არის ლეგიტიმაციასთან, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად. „თქვენ როგორც ხედავთ, იმ სკეპტიკოსებს, რომლებიც ორი თვის წინაც ამბობდნენ, რომ ჰქონდათ კითხვის ნიშნები, დღეს უკვე, ალბათ, ეს კითხვის ნიშნები მოეხსნათ. რადგან ჩვენ არ ვართ პარლამენტში, ჩვენ არ ვაძლევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას და ვაგრძელებთ იმ პოზიციას, რომ ე.წ. პრეფიქსი ამ ხელისუფლებას არ მოშორდება იქამდე, ვიდრე არ დაინიშნება ახალი არჩევნები და ვიდრე ქართველი ხალხის ნება, მათი კონსტიტუციური უფლებები არ იქნება დაცული და რეალიზებული, რასაც ახლა არ აქვს ადგილი“, – განაცხადა თავაძემ. თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ აისახება პოლიტიკურ პროცესზე ხელისუფლების გადაწყვეტილება 49 დეპუტატისთვის მანდატების გაუქმების შესახებ, ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ ეს ძალიან ცუდად აისახება. „მე ვხედავ იმას, რომ ე.წ. ხელისუფლება პოლარიზაციას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს და ამას მოწმობს ზუსტად დღევანდელი გადაწყვეტილება. ალბათ, დამერწმუნებით, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებას ალბათ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ ელოდა, რომ ასეთ ხისტ გადაწყვეტილებას მიიღებდა ივანიშვილი. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამის ახსნაც შეიძლება იმ მხრივ, რომ მას უკან დასახევი გზა ფაქტობრივად, აღარ აქვს, არ დაიტოვა. შესაბამისად, უწევს აი, ასეთი ხისტი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც თითქოს მას რაღაც ძალას სძენს და ამით უნდა, აჩვენოს, როგორც მის პარტიას, ასევე საზოგადოებას, თითქოს არის ძლიერი. მაგრამ როდესაც შენს მოსახლეობას უპირისპირდები საპოლიციო ძალებით, შენს მოქალაქეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე აპატიმრებ და სინდისის პატიმრები გყავს, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს 60-ზე მეტი სინდისის პატიმარი ხომ, ეს შენს ძლიერებაზე არ მოქმედებს. ეს მოქმედებს მის სისუსტეზე“, – განაცხადა თავაძემ.

„ჩვენ თუ მივეჩვევით იმას, რომ პოლიტიკოსობა, ჟურნალისტობა არ იძლევა ყველაფრის უფლებას, პროტესტის გამოხატვაც უფრო ეფექტიანი იქნება“ – თეა წულუკიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, თუ ადამიანი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, მისთვის პოლიტიკოსობა და ჟურნალისტობა ინდულგენცია ვერ იქნება. როგორც წულუკიანმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს აღნიშნა, არცერთ პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელს არ უნდა ჰქონდეს შანტაჟის უფლება. "მივხვდით, რომ სულაც არ არის მიუღებელი კანონი გამოიყენო ისე, როგორც კანონში წერია. ამაზე საუბრობდა დღეს მამუკა მდინარაძე, რომ არ მისცე ჟურნალისტს თუ უცხოელს უფლება მუდმივი შანტაჟის ქვეშ ჰყავდე, იმიტომ, რომ საბოლოოდ სახელმწიფოსთვის ეს არის ძალიან ცუდი. თუ ყველა ვიფიქრებთ, რომ მე პოლიტიკოსი ვარ და ამიტომ ვერ ჩამსვამს ვერავინ ციხეში, თუ ცუდად მოვიქცევი და კანონს დავარღვევ, ეს ინდულგენცია ვერ იქნება. სამწუხაროდ, დიდხანს იყო ეს ინდულგენცია, რას იტყვი უცხოელი. რვა წელი ვიმუშავე იუსტიციის სამინისტროში და ძალიან ბევრი უცხოელის გვარისა და სახელის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც მოდიოდა და ზეწოლას ახდენდა ჩვენზე, ჩემზე, სხვებზე, ჩემს კოლეგებზე. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვითვალისწინებდით. ჟურნალისტი ვარ და ვიშიმშილებ - ეს არ უნდა იყოს ვიღაცის ხელში იარაღი, თუმცა მას ასე სჯერა, ეს მისი უფლებაა და ასე იქცევა. ჩვენი ვალდებულებაა და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანმრთელობა რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს. ჩვენ თუ მივეჩვევით იმას, რომ პოლიტიკოსობა, ჟურნალისტობა არ იძლევა ყველაფრის უფლებას, პროტესტის გამოხატვაც უფრო ეფექტიანი იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„მე არ მგონია, რომ ნაკლებად მაღელვებს ქალი ჟურნალისტი შიმშილობს თუ არ შიმშილობს, ნამდვილად მაღელვებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამას შეწყვეტს“ – თეა...

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მზია ამაღლობელის შიმშილობის საკითხი ძალიან აწუხებს და იმედი გამოთქვა, რომ ის ამას შეწყვეტს. „რა თქმა უნდა, ამჟამინდელი თუ მომავალში კანონი რომ იქნება მიღებული, ყველა მათ წინაშე უნდა იყოს თანასწორი და ეს თუ ასე არ არის, რა თქმა უნდა, ეს ცუდია. მე არ მგონია, რომ ნაკლებად მაღელვებს (ვინ დაიჯერებს, ვინ - არა, ეს არ არის საინტერესო, მაგრამ გულწრფელად ვამბობ) ქალი ჟურნალისტი შიმშილობს თუ არ შიმშილობს, ნამდვილად მაღელვებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამას შეწყვეტს. თუმცა, ერთია დღეს რომ გჯერა სწორ საქმეს ემსახურები და ეს მისი უფლებაა, მას ასე სჯეროდეს და იბრძოდეს იმისთვის, რისიც სჯერა, მაგრამ მეორეა ის, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის აუცილებლად მშვიდობიანად და არ დარჩება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი. მე ეს მაწუხებს, ვინ დაიჯერებს, ვინ არა, მაგრამ ძალიან მაწუხებს,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ბოლო სიახლეები