ველოდებით, რომ ჩვენი პარტიის წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილებას „ქართული ოცნება“ მაისში თავად შეგვიწყვეტს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილმა აღნიშნა, არ მისცემენ ფუფუნებას, თავად პარტიამ დაწეროს განცხადება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე.
„სავარაუდოდ, ჩვენ ველოდებით, რომ ეს იქნება. იმის ფუფუნებას არ მივცემთ, რომ განცხადება დავწეროთ და ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე შეაჩერონ უფლებამოსილება. თუ უნდათ შეაჩერონ და თავად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენი დახმარების გარეშე, ამას ველოდებით მაისისთვის“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა.