13 თებერვალს ევროპარლამენტში კენჭი ეყრება რეზოლუციას, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხება. კენჭისყრა თბილისის დროით 15:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ მთავარი საკითხია, თუ როგორ მოიხსენიებს ევროპარლამენტი ყაველაშვილს.

“მთავარი საკითხია, თუ როგორ მოიხსენიებს ევროპარლამენტი ყაველაშვილს, თუმცა საქართველო 24 თებერვალს გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პირველად დღის წესრიგში არ არის”, – წერს იოზვიაკი X-ზე.