შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაახლოებით ათი ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის უფროსის განცხადებით, ყველა გარდაცვლილი შენობაში აღმოაჩინეს. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი მამაკაცი მარტო მოქმედებდა და, სავარაუდოდ, ისიც მსხვერპლთა შორისაა. პოლიცია ამჟამად დაღუპულთა იდენტიფიკაციაზე მუშაობს.
ამ დროისთვის გამოძიება ტერორისტულ მოტივს გამორიცხავს.
შემთხვევა სტოკჰოლიმიდან 200 კმ-ის დაშორებით, ორებროს დასახლებაში ადგილობრივი დროით 13:00 საათისთვის მოხდა.