სამშაბათი, თებერვალი 4, 2025

ლეგენდარულ ოლიმპიელს, ნინო სალუქვაძეს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადაეცა

ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ერთდროულად ორგზის გინესის რეკორდსმენი გახდა. ეს აღიარება მან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის რაოდენობების მიხედვით დაიმსახურა. რეკორდის რეგისტრაციის პროცესი საქართველოს რეკორდების ფედერაციის შუამდგომლობით განხორციელდა.

3 თებერვალს, საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც ქალბატონ ნინოს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადასცა საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ნინო სალუვაძეს დიდი აღიარება მიულოცეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის სამინისტროს, სეოკ-ის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სროლის სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სპორტსმენები, ნინო სალუქვაძის ოჯახის წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ნინო სალუქვაძეს 1988-დან დღემდე ზედიზედ 10 ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული და სხვადასხვა დროს სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ მას ერთდროულად ორ კატეგორიაში მიანიჭა რეკორდსმენის ტიტული: სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა და ქალი სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინც გინესის რეკორდსმენის ტიტული დაიმსახურა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პიტერ ფიშერი – ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გული მწყდება

ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გული მწყდება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. „თუ ხარ ქვეყანა, რომელსაც სურს, გაწევრიანდეს ევროკავშირში და იღებ ასეთ წინადადებას კაია კალასისგან და გერმანია ეთანხმება მას, მაშინ პრობლემა გაქვთ. მე ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გული მწყდება“, – წერს პიტერ ფიშერი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასის განცხადებას აზიარებს, სადაც კალასი ამბობს, რომ საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ტრამპის თქმით, შესაძლოა, აპლიკაცია „ტიკ ტოკის“ შესაძენად გამოიყენონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას. ფონდის შექმნა კი ტრამპმა სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტებს დაავალა. ტრამპის თქმით, სუვერენული სიმდიდრის ფონდის გამოყენება შესაძლოა, აპლიკაცია „ტიკ ტოკის“ შესაძენად გამოიყენონ. „ძალიან ამაღელვებელი შემთხვევაა. ჩვენ გვექნება სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რომელიც აქამდე არასდროს გვქონია. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რაც ქმნის სიმდიდრეს და თქვენ ამას ხედავთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეტი სიმდიდრე შევქმენით“, – თქვა ტრამპმა. ფონდი მომდევნო 12 თვის განმავლობაში შეიქმნება.

VIDEO: „ჩავხედე მერე მორიდებით, ვიფიქრე დისიდენტი ხომ არ ყავდა მამათქო… აღმოჩნდა, რუსეთის აკადემიის აკადემიკოსი.

„ეს თავხედი... ჩავხედე მერე მორიდებით, ვიფიქრე დისიდენტი ხომ არ ყავდა მამათქო... მამამისის მხატვრობას მე არ ვეხები, მშვენიერი მხატვარია ბატონი გურამი. აღმოჩნდა, რუსეთის აკადემიის აკადემიკოსი. რამდენიმე რუსეთის ჯილდოს მფლობელი. ახლა, მე მაქვს უფლება ვილაპარაკო, რომ ეს ქალი გამოშვებული იყო ხაზარაძის მიერ. იმ ხაზარაძის მიერ, რომელმაც თავის დროზე კოსტავას მოუქნია ფეხიო...“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ თეონა დოლენჯაშვილზე საუბრისას  განაცხადა.  

USAID-ი მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად – ილონ მასკი

ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად. „USAID მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად“, – წერს მასკი სოციალურ ქსელში და აზიარებს მაიკ ბენცის პოსტს. ბენცი, თავის მხრივ, აქვეყნებს ფოტოებს, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მოთხოვნების ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ მედიაორგანიზაციები უნდა დათანხმდნენ სტრატეგიული დუმილის პოლიტიკას. „რატომ აძლევდა USAID-ი მედიაორგანიზაციებს ინსტრუქციას მსოფლიოს გარშემო, რომ დათანხმებოდნენ „სტრატეგიული დუმილის პოლიტიკას“ სოციალური მედიის ნარატივების კოლექტიური ცენზურისთვის?“, – წერს მაიკ ბენცი.

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა სქიმმონოზონი მართა ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) დედა. იგი დასვენებულია ურბნისში, წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის საკათედრო ტაძარში. დაკრძალვა შედგება სამშაბათს, 4 თებერვალს,14:00 საათზე, მონასტრის ეზოში. ვუსამძიმრებთ მეუფე იობს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დედა მართას ხსოვნა და შევთხოვთ უფალს აცხონოს მისი სული“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები