საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ სიტყვიერი დაპირისპირებაა.
დაპირისპირება სამართალდამცველებსა და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს შორისაც მოხდა.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე ქალებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
აღნიშნული პოლიციელებმა უარყვეს. ამასთან, ხატია დეკანოიძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც მსვლელობას მიყვებიან, მოუწოდა, რომ ნიღაბი მოეხსნათ და სახე გამოეჩინათ.
“ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ჩვეულებრივი ველურები და ბიძინა ივანიშვილის მსახურები, არ გვეშინია მათი – არ გვეშინია. უშვერი სიტყვებით აგინებენ ქალებს. ეს არის მათი სახე”, – აღნიშნა დეკანოიძემ მედიასთან.